სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ბრონქული ასთმის დროს უკუნაჩვენებია: 1. ტუბოკურარინი; 2. მორფინი; 3. ეთერი; 4. კეტამინი.
რეგურგიტაციის მიზეზს ზოგადი ანესთეზიის დროს არ წარმოადგენს: 1. კუჭის შიდა და მუცლის ღრუს შიდა წნევის მატება; 2. კარდიალური სარქვლის ფუნქციური უკმარისობა; 3. სასუნთქი გზების ობსტრუქციით გამოწვეული ჰიპოქსია; 4. პრეკურარიზაცია ინდუქციის წინ.
კარდიალური სარქვლის ტონუსი მცირდება ყველა ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატების ზეგავლენით, გარდა: 1. ბარბიტურატისა, კეტამინისა; 2. თეოფილინისა; 3. იზოპროტერენოლისა; 4. ნეოსტიგმინისა.
,,სავსე კუჭის" დროს რეგურგიტაციის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია: 1. ინტუბაცია მუფთიანი მილით; 2. სელიკის ხერხის გამოყენება; 3. სწრაფი თანმიმდევრული ინტუბაცია; 4. ტრენდელენბურგის პოზიცია.
ხორხის რეფლექსების შემცირება შესაძლებელია ყველა ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორის ზეგავლენით, გარდა: 1. ადგილობრივი ანესთეზია+ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები; 2. ნატრიუმის თიოპენტალისა; 3. დრომიკუმის 30მგ დოზით გამოყენებისას; 4. კეტამინისა.
მიუთითეთ სიტუაციები, როდესაც მოსალოდნელია რეგურგიტაციის განვითარება: 1. ნებისმიერი ეტიოლოგიის პერიტონიტი; 2. ურემია; 3. პილოროსტენოზი; 4. დიაბეტური კეტოაციდოზი.
გადაუდებელი ანესთეზიისას ავადმყოფის წინასაოპერაციო გამოკვლევა მოიცავს: 1. ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შეფასებას; 2. ალერგიული ანამნეზის შეგროვებას; 3. ინტუბაციის სირთულის შეფასებას; 4. ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევას.
30 წლის ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია მწვავე აპენდიციტის გამო; ავად გახდა 24 საათის წინ, ორჯერ აღენიშნა ღებინება, სხეულის ტემპერატურა 38,9 გრად. ცელს, ანამნეზით - კუჭის წყლულის გამო გაკეთებული აქვს ულცერორაფია. ავადმყოფი აგზნებულია, აღენიშნება ტკივილი მუცლის ღრუში, მუცელი შებერილი, პალპაციით მტკივნეული მარჯვენა თეძოს მოდამოში. პულსი 100 წთ-ში, რითმული, საშუალო ავსების, არტერიული წნევა 140/90 მმ.Hგ, სუნთქვის სიხშირე 26 წთ-ში, სუნთქვა ვეზიკულური, ხიხინი არ აღინიშნება. მიზანშეწონილია ჩატარდეს ანესთეზია:
მუცლის ღრუს ორგანოებზე მაშტაბური ოპერაციის შემდეგ ავადმყოფმა აღადგინა სპონტანური სუნთქვა. ვენტილაციის პარამეტრებია: სუნთქვითი მოცულობა-500მლ, სუნთქვის სიხშირე -6 წთ-ში. ფ.ხ.ვ.-ს რომელი რეჟიმია მიზანშეწონილი: 1. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია ინვერსირებულ რეჟიმში. 2. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს; 3. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია ჩასუნთქვაზე წნევის შეზღუდვით; 4. ფილტვების სინქრონიზირებული იძულებითი გარდამავალი ვენტილაცია.
რეგურგიტაციის პროფილაქტიკის მიზნით პერიტონიტიან ავადმყოფს საჭიროა ჩაუტარდეს მანიპულაციები: 1. კუჭის შიგთავსის ევაკუაცია; 2. განხორციელდეს პრეკურარიზაცია არამადეპოლარიზებელი რელაქსანტებით; 3. ავადმყოფი მოთავსდეს ფოვლერის პოზიციაში; 4. გაიბეროს საინტუბაციო მილის მუფთა.
სწრაფი თანმიმდევრული ინტუბაციისას ყველაზე ოპტიმალურია მოქმედებების შემდეგ თანმიმდევრობა:
კუჭის შიგთავსის ასპირაციის გამოვლინებებია: 1. კუჭის შიგთავსის პირ-ხახაში არსებობა; 2. მძიმე ჰიპოქსემია; 3. ჩასუნთქვისას პიკური წნევის მომატება; 4. ბრონქოდილატაცია.
კუჭის შიგთავსის ასპირაციის გამოვლინებებია: 1. ბრონქოსპაზმი; 2. ლარინგოსპაზმი; 3. ხველა; 4. სუნთქვის რითმის დარღვევა.
კუჭის შიგთავსის ასპირაციის საშიშროება არსებობს: 1. ლარინგეალური რეფლექსების დაქვეითებისას; 2."სავსე კუჭის" დროს; 3. კუჭში აირების დაგროვებისას; 4. პაციენტებში, რომელთაც ჩატარებული აქვთ ოპერაცია საყლაპავზე
კუჭის შიგთავსის ასპირაციაზე ეჭვის შემთხვევაში: 1. თუ ავადმყოფი დაინტუბირებულია, იგი უნდა დავაწვინოთ მარცხენა გვერდზე და მოვათავსოთ ტრენდელენბურგის პოზიციაში; 2. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ინტრავენური ანტიბიოტიკოთერპაია 3. უნდა განხორციელდეს ფ.ხ.ვ. 100% O2-ით; 4.უნდა განხორციელდეს ტრაქეო-ბრონქული ხიდან შიგთავსის ასპირაცია
კუჭის თხიერი შიგთავსის ასპირაციის შემთხვევაში ანესთეზიოლოგის მოქმედების ტაქტიკაა: 1.სამკურნალო- დაცვითი ნარკოზის წარმოება ; 2. ოპტომალური ოქსიგენაციის უზრუნველყოფა; 3. დაუყოვნებლივი ბრონქოსკოპიის ჩატარება. 4. ბრონქოდიალტატორების ინჰალაცია
კუჭის შიგთავსის ასპირაციის გართულებებია: 1. პნევმონია; 2. მოზრდილთა რესპირატორული დისსტრეს სინდრომი; 3. სეფსისი; 4. ფ.ხ.ვ.-ის პირობებში ფილტვების ბაროტრავმა.
ავადმყოფებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით ნარკოზში ინდუქციისას გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები: 1. დიაზეპამი; 2. ნატრიუმის თიოპენტალი; 3. ეთომიდატი; 4. პროპოფოლი.
ავადმყოფებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით:
ავადმყოფებში "სავსე კუჭით", სწრაფი თანმიმდევრული ინდუქციის დროს, თავისა და სხეულის მდებარეობა უნდა იყოს: