სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
მშობიარეებში ასპირაციის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. კუჭშიდა წნევის მომატება, "სავსე კუჭი"; 2. კუჭის შიგთავსის მაღალი მჟავიანობა; 3. სამეანო პრაქტიკაში სასწრაფო ანესთეზიოლოგიური ჩარევის სიხშირე; 4. მუცლის შიდა წნევის მომატება.
მშობიარეებში ასპირაციის პროფილაქტიკისათვის საჭიროა: 1. გასტრალური ზონდის ჩადგმა "სავსე კუჭის" დროს; 2. ანესთეზიის დაწყებამდე 30 წთ-ით ადრე ანტაციდის მიღება; 3. რელაქსანტის შეყვანის შემდეგ სელიკის ხერხის გამოყენება; 4. ტრაქეის ინტუბაცია მუფთიანი მილით.
მენდელსონის სინდრომის კლინიკური ნიშნებია: 1. ბრონქიოლოსპაზმის სწრაფი განვითარება; 2. ციანოზი; 3. ჰიპერტენზია, შემდგომი კოლაფსით; 4. ფილტვების შეშუპება.
საკეისრო კვეთის დროს მოსალოდნელი გართულებებია: 1. ასპირაცია; 2. მენდელსონის სინდრომი; 3. ნაყოფის სუნთქვის დეპრესია; 4. აორტოკავალური კომპრესიით გამოწვეული ჰიპოტენზია.
ჰალოტანის გამოყენების უკუჩვენებაა ყველა, გარდა:
მშობიარობის ეპიდურული ანესთეზიით გაუტკივარების მეთოდის ძირითადი ნაკლია: 1. პერიფერიული ვაზოდილატაცია; 2. კომპენსატორული ვაზოკონსტრიქციის დათრგუნვა სისხლდენის დროს; 3. საშვილოსნოს გახევის რეალური საშიშროების პირობებში ტკივილის სიმპტომოკომპლექსის არ არსებობა; 4. ნაყოფის დეპრესია.
საშვილოსნოს ღრუში ხელით შესვლის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება გაუტკივარების შემდეგი ღონისძიებები: 1. პარაცერვიკალური ანესთეზია; 2. საანესთეზიო საშუალებების ინტრავენური შეყვანა; 3. სასირცხო ბაგეების ანესთეზია; 4. ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების გამოყენება.
ხელოვნური აბორტის დროს გამოიყენება გაუტკივარების შემდეგი მეთოდები:
მომყოლის ხელით გამოტანის დროს ოპტიმალურია: 1. ინჰალაციური ანესთეზია ჰალოტანით; 2. ეპიდურული ანესთეზია; 3. ინტრავენული ანესთეზია ბარბიტურატებით. 4. ინტრავენური ანესთეზია პროპოფოლით და ფენტანილით + საშვილოსნოს შესაკუმში პრეპარატები;
მეანობაში სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ნორმალური მდებარეობის დროს პლაცენტის ნაადრევი აცლა; 2. პლაცენტის წინმდებარეობა; 3. საშვილოსნოს ატონია; 4. საშვილოსნოსა და სამშობიარო გზების ტრავმა.
მშობიარობის მე-3 პერიოდში ჰემოსტაზის მექანიზმებია: 1. საშვილოსნოს კუნთების რეტრაქცია და კონტრაქცია; 2. არტერიული სისხლძარღვების დისტალური ნაწილის სანათურის შევიწროვება; 3. სისხლის შემადედებელი სისტემის გააქტიურება; 4. პლაცენტაში და დეციდუალურ ქსოვილებში თრომბოპლასტინური და პლაზმის ფაქტორების სიჭარბე.
მეანობაში სისხლის მნიშნელოვანი დანაკარგის ფონზე ოპერაციის დროს ანესთეზიის ოპტიმალური მეთოდია:
მასიური ჰემოტრანსფუზიის სინდრომის ნიშნებია: 1. ჰიპოპროტეინემია; 2. ოლიგურია; 3. ჰიპერკალიემია; 4. ჰიპერკალციემია.
მშობიარეებში ატონიური სისხლდენის დროს ინტენსიური თერაპია პირველ რიგში გულისხმობს: 1. ინფუზიურ-ტრანსფუზიულ თერაპიას; 2. სისხლის მიმოქცევის ცენტრალიზაციის ლიკვიდაციას; 3. სისხლდენის შეჩერებას; 4. მეტაბოლური დარღვევების კორექციას.
პრეეკლამფსია: 1. იწვევს პლაცენტური უკმარისობისა და ნაყოფის ინტრანატალური ჰიპოქსიის განვითარებას; 2. თან ახლავს ვაზოსპაზმი და ჰიპოვოლემია; 3. ახდენს გავლენას თრომბოციტების ფუნქციასა და რაოდენობაზე; 4. წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევის შედეგად იწვევს კრუნჩხვების განვითარებას.
გვიანი გესტოზისას მშობიარობის საკეისრო კვეთით დასრულების ჩვენებაა: 1. ეკლამფსია უკონტროლო კრუნჩხვებით; 2. პროგრესირებადი რეტინოპათია; 3. ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აცლა; 4.ოლიგურიით მიმდინარე თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ეკლამფსიით გართულებული მშობიარობის საკეისრო კვეთით დასრულების დროს ინდუქციისას ნაჩვენებია: 1. ნატრიუმის თიოპენტალი; 2. კეტამინი; 3. დიაზეპამი; 4. ნატრიუმის ოქსიბუტირატი.
პრეეკლამფსიით ან ეკლამფსიით გართულებული მშობიარობის გაუტკივარებისათვის ნაჩვენებია: 1. ეპიდურული ანესთეზია; 2. ანესთეზია კეტამინით; 3. ენდოტრაქეული მრავალკომპონენტიანი კომბინირებული ანესთეზია; 4. ანესთეზია ნატრიუმის ოქსიბუტირატით.
გვიანი გესტოზით გართულებული მშობიარობის დროს ანესთეზია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. უნდა იყოს ადექვატური; 2. ვაზოკონსტრიქციის და ჰიპერტენზიის მოხსნა; 3. არ უნდა დაითრგუნოს სამშობიარო ჭინთვები; 4. მინიმალური მავნე ზემოქმედება ნაყოფზე.
ეკლამფსიის დროს დედის სიკვდილის ძირითადი მიზეზებია: 1. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა; 2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა; 3. ფილტვების შეშუპება; 4. სუნთქვის მწვავე უკმარისობა.