QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

841

ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებები ხელს უწყობს ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფისას შემდეგი გართულებების წარმოშობას: 1. ჰიპერგლიკემია; 2. ანემია; 3. ასპირაცია; 4. ჰიპოტენზია.

842

მეანობაში ასპირაციის საშიშროება მკვეთრად იზრდება:

843

ზოგადი ანესთეზიის პირობებში საკეისრო კვეთის დროს ჰიპოტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. სისხლდენა; 2. ზეწოლა ქვედა ღრუ ვენაზე; 3. საანესთეზიო საშუალება; 4. ოქსიტოცინის გამოყენება.

844

ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ავადმყოფს ფსიქოემოციური აგზნების შემთხვევაში უნდა გაუკეთდეს: 1. დიაზეპამი; 2. მიდაზოლამი; 3. კეტამინი;

845

მშობიარობის ეპიდურული ანესთეზიით გაუტკივარება ითვალისწინებს: 1. კავალური ოკლუზიის პროფილაქტიკას; 2. არტერიული წნევის კონტროლს ყოველ 15 წთ-ში; 3. ნაყოფის გულისცემის მონიტორინგს; 4. ადექვატური ანალგეზიის მიღწევის შემდეგ, მშობიარეზე მეთვალყურეობის შეწყვეტას.

846

მშობიარობის ეპიდურული ანესთეზიით გაუტკივარებისას, არტერიული წნევის რომელი მაჩვენებლების დროს არის აუცილებელი, წნევის ნორმალიზაციის მიზნით, ინტენსიური თერაპიის ჩატარება: 1. სისტოლური წნევა < 90 მმ Hg; 2. სისტოლური წნევა < 60 მმ Hg; 3. საწყის წნევასთან შედარებით 20 მმ Hg-ით დაქვეითება; 4. საწყის წნევასთან შედარებით 25% დაქვეითება)

847

მშობიარობის ეპიდურული ანესთეზიით გაუტკივარების ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს ტოტალური სპინალური ბლოკის განვითარება. მიუთითეთ ამ გართულებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები: 1. თავის ტკივილი; 2. ჰიპოტენზია; 3. ზედა კიდურებში მგრძნობელობის დაქვეითება; 4. გარეგანი სუნთქვის დარღვევა.

848

აორტო-კავალური კომპრესიის თავიდან აცილების მიზნით ორსული უნდა იწვეს:

849

ორსულებში ზოგადი ანესთეზიის დროს ასპირაციის საშიშროების ზრდას ხელს უწყობს: 1. აორტო - კავალური კომპრესია; 2. ნაყოფის გიგანტიზმი; 3. ჰიდროცეფალია; 4. კუჭის შიგთავსის ნაწლავებში ევაკუაციის შეფერხება.

850

მშობიარობის ოპერაციული გზით დასრულებისას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფის ოპტიმალური მეთოდია:

851

აორტის სტენოზით დაავადებულ ორსულებში, საკეისრო კვეთის დროს ნაჩვენებია:

852

მშობიარობის გაუტკივარებისათვის იზოფლურანი ნაჩვენებია: 1. საშვილოსნოს გახევის საშიშროების დროს; 2. გვიანი გესტოზის დროს; 3. ჰიპერტონული დაავადების დროს; 4. სამშობიარო ჭინთვების სისუსტის დროს.

853

მშობიარობისას პეტიდინის გამოყენება ნაჩვენებია: 1. საშვილოსნოს ყელის რიგიდობის დროს; 2. საშვილოსნოს ყელის ნაწიბუროვანი ცვლილებების დროს; 3. საშვილოსნოს ქვედა სეგმენტის ჰიპერტონუსის დროს; 4. სამშობიარო ჭინთვების სისუსტის დროს.

854

საკეისრო კვეთის დროს ანესთეზიის ოპტიმალური მეთოდია: 1. ადგილობრივი ანესთეზია; 2. ეპიდურული ანესთეზია; 3. ზოგადი ანესთეზია ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებებით სპონტანური სუნთქვის პირობებში; 4. დაბალანსებული ზოგადი ანესთეზია.

855

ორსულებში ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას: 1. დედის ჰიპეროქსია იწვევს ნაყოფის ჰიპეროქსიის განვითარებას; 2. კეტამინი ზრდის საშვილოსნოს ტონუსს; 3. ნეოსტიგმინი იწვევს საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითებას; 4. ზედაპირული ანესთეზია შეიძლება იყოს ნაყოფის აციდოზის მიზეზი.

856

ზოგადი ანესთეზიით საკეისრო კვეთის წინ, პრემედიკაციაში ანტიჰისტამინური პრეპარატების ჩართვის ჩვენებაა: 1. ალერგიული რეაქციები; 2. ბრონქული ასთმა; 3. ნეიროლეფსიური საშუალებების პოტენცირება; 4. მშობიარეთა მომატებული ფსიქოემოციური აღზნებადობა.

857

საკეისრო კვეთის დროს ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების წინააღმდეგჩვენებებია: 1. ჰემორაგიული დიათეზი; 2. ხერხემლის დეფორმაცია; 3. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ ალერგია; 4. ნევროლოგიური დარღვევები.

858

მიუთითეთ სიტუაციები, როდესაც საკეისრო კვეთის დროს, ეპიდურულ ანესთეზიასთან შედარებით, უპირატესობა ენიჭება ზოგად ანესთეზიას: 1. პლაცენტის წინმდებარეობა; 2. საინექციო არეში ჩირქოვანი გამონაყარი; 3. კოაგულოპათიის არსებობა; 4. ქალის სურვილი.

859

საკეისრო კვეთის დროს ეპიდურული ანესთეზიისას შესაძლებელია შემდეგი გართულებები: 1. პრეპარატის ტოქსიური მოქმედება; 2. ხანმოკლე ჰიპოტენზია; 3. საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის ხანმოკლე დაქვეითება; 4. ასპირაცია.

860

ელვისებური მშობიარობის ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფისათვის აუცილებელია: 1. მშობიარის დაწვენა ნაყოფის პოზიციის საწინააღმდეგო მხარეს; 2. ტრანკვილიზატორების გამოყენება; 3. ჰალოტანით ინჰალაციური ანესთეზია; 4. ტოკოლიზური საშუალებების გამოყენება.

განმარტებები