სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
მცირე უროლოგიური ოპერაციების, ბიოფსიების, ცისტოსკოპიების, მტკივნეული შეხვევების დროს ანესთეზიის და ანალგეზიის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტებია: 1. ანესთეზია მიდაზოლამით; 2. ანესთეზია პროპოფოლი+ფენტანილი; 3. ანესთეზია კეტამინით; 4. ანესთეზია აზოტის ქვეჟანგი+ფენტანილი.
დეკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი, გამოხატული თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში:
თირკმლის მწვავე უკმარისობის ოლიგურიის სტადიაში ინდუქციისათვის იხმარება თიოპენტალის შემდეგი დოზა:
თირკმლის მწვავე უკმარისობის ოლიგურიის სტადიაში ზოგადი ანესთეზიის ინდუქციისათვის სომბრევინის გამოყენება არაა რეკომენდებული: 1. ჰიპოტენზიური რეაქციის გამო; 2. სუნთქვის დათრგუნვის გამო; 3. ნეფროტოქსიურობის გამო; 4. ხანმოკლე ნარკოტიკული ეფექტის გამო. 5. არ იხმარება.
ავადმყოფებში თირკმლის მწვავე უკმარისობით, მეტოქსიფლურანი არ გამოიყენება იმის გამო, რომ: 1. თრგუნავს სუნთქვას; 2. ნეფროტოქსიურია; 3. არღვევს უჯრედის მეტაბოლიზმს; 4. თრგუნავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
თირკმლის მწვავე უკმარისობის ოლიგურიის სტადიაში ნეიროლეპტანალგეზიის გამოყენებას თან ახლავს: 1. მათი ორგანიზმიდან გამოყოფის დაყოვნება; 2. პოსტურალური რეაქციების საშიშროება; 3. პერიფერიულ სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება; 4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის შედარებითი სტაბილურობა.
ერთმომენტიანი ადენომექტომიის უკუჩვენება შეიძლება იყოს:
გეგმიური ადენომექტომიის დროს, ანესთეზიის ყველაზე მიღებული მეთოდია: 1. ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;'2. ეპიდურული ანესთეზია; 3. დაბალანსებული ზოგადი ანესთეზია; 4. სპინალური ანესთეზია.
თირკმლის ტრანსკუტანეული პუნქციური ჩარევებისათვის ანესთეზიის ოპტიმალური ვარიანტია: 1. ადგილობრივი ანესთეზია; 2. კეტამინი+დიაზეპამი ინტრავენურად; 3. ადგილობრივი ანესთეზია+სედაცია+ნარკოტიკული ანალგეტიკები; 4. ეპიდურული ანესთეზია.
ადენომექტომიის შემდგომი პოსტოპერაციული ტკივილის მკურნალობის საუკეთესო მეთოდია:
ავადმყოფის პარაკლინიკური მონაცემებია: კრეატინინი პლაზმაში 3,3 მექვ/ლ-ში, კრეატინინი შარდში 200 მექვ/ლ-ში, დღე-ღამური დიურეზი 960 მლ. როგორ შეფასებას მისცემდით თირკმლის ძირითად ფუნქციას _ გორგლოვან ფილტრაციას?
იმ შემთხვევებში, როცა ძნელია გარკვევა, ოლიგურიის მიზეზი გორგლოვანი ფილტრაციის შემცირებაა თუ გორგლოვანი აპარატის ფუნქციური უკმარობა, დასაწყისში გამოიყენება შემდეგი მედიკამენტების მცირე დოზები: 1. ფუროსემიდი; 2. სპირონოლაქტონი; 3. მანიტოლი; 4. ეუფილინი.
ანურიის დროს დღე-ღამური დიურეზი:
მოზრდილებში ოლიგურიის დროს დღე-ღამური დიურეზი შეადგენს:
თირკმლის უკმარისობისას უმჯობესია გამოყენებულ იქნას ანტიბიოტიკები, რომლებიც არ ექსკრეტირდებიან თირკმლებით და ნაკლებად ტოქსიურები არიან სისხლში მათი თერაპიული კონცენტრაციის გადაჭარბებისას. მათ მიეკუთვნება: 1. ტეტრაციკლინები; 2. კარბაპენემები; 3. ამინოგლიკოზიდები; 4. ცეფალოსპორინები.
თირკმლის სისხლის ნაკადის ნორმალიზაცია პრერენული (ფუნქციური) ოლიგურიისას პათოგენეზურად ხორციელდება: 1. სალურეტიკების შეყვანით; 2. ოსმოდიურეტიკების შეყვანით; 3. განგლიოლიტიკების შეყვანით; 4. ჰემოდინამიკის სტაბილიზაციით.
თირკმლის უკმარისობის დროს პროლონგირდება ყველა ჩამოთვლილი ანალგეზიური საშუალების მოქმედება, გარდა: 1. მორფინი; 2. პეტიდინი; 3. ფენტანილი; 4. რემიფენტანილი.
ოპერაციული ჩარევის შემდგომ პარასიმპატიკური სტრუქტურების ბლოკადისას (ავადმყოფი ამ დროს ვერ გრძნობს შარდის ბუშტის გადავსებას) აუცილებელია: 1. დიათერმია; 2. ედროფონიუმი; 3. სიმპატომიმეტიკები; 4. ნეოსტიგმინი.
ზოგადი ანესთეზიის შემდგომი ოლიგურიული სინდრომის მკურნალობა მოიცავს Yყველას, გარდა: 1. რინგერის ხსნარის გადასხმა; 2. ამინომჟავების გადასხმა; 3. ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა; 4. კრიოპლაზმის გადასხმა.
ზოგადი ანესთეზიის შემდგომი ოლიგურიული სინდრომის მკურნალობა მდგომარეობს: