სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ჰალოგენშემცველი საანესთეზიო საშუალებების ნეფროტოქსიურობა განპირობებულია ფტორის იონით. მიუთითეთ ჩამოთვლილი ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებებიდან რომელს აქვს ყველაზე მეტად გამოხატული ეს თვისება:
მიუთითეთ თირკმლის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელი პარაკლინიკური მონაცემები: 1. დღე-ღამური დიურეზი 300 მლ; 2. კრეატინინი 200 მკმოლ/ლ; 3. შარდოვანა 11 მმოლ/ლ; 4. შარდში ერითროციტები 5-6 მხ. არეში.
მიუთითეთ თირკმლის მწვავე უკმარისობის პოსტრენულ მიზეზებზე: 1. ურეთრის სტრიქტურა; 2. შარდის ბუშტის კენჭი; 3. პროსტატის ადენომა; 4. ჰიდრონეფროზი.
მიუთითეთ თირკმლის მწვავე უკმარისობის პრერენულ მიზეზებზე: 1. ჰიპოვოლემიური შოკი; 2. მწვავე კარდიოგენული შოკი; 3. მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია; 4. მიორელაქსანტების დოზის გადაჭარბება.
მიუთითეთ თირკმლის მწვავე უკმარისობის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე: 1. შეუთავსებელი სისხლის გადასხმა; 2. ეთილენგლიკოლით მოწამვლა; 3. მეტოქსიფლურანის გამოყენება; 4. გლუკოზის 20%-იანი ხსნარის გამოყენება.
მიუთითეთ რომელია ნეფროტოქსიური: 1. აზოტის ქვეჟანგისა და ჟანგბადის ნარევის გამოყენება ზოგადი ანესთეზიისას; 2. სევოფლურანით ინჰალაციური ანესთეზია დახურული კონტურით; 3. ანალგეზია მორფინით; 4. გენტამიცინი 480 მგ დღეში.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მკურნალობა არ გულისხმობს:
დაალაგეთ თანმიმდევრობით თირკმლის მწვავე უკმარისობის სტადიები:
ჩამოთვლილთაგან რომელი გართულებებია მოსალოდნელი ზოგადი ანესთეზიის დროს თირკმლის უკმარისობის პირობებში: 1. ნარჩენი კურარიზაცია; 2. ც.ნ.ს.-ის დეპრესია ბენზოდიაზეპინების გამოყენების დროს; 3. ც.ნ.ს.-ის დეპრესია ჰალოტანის გამოყენების დროს; 4. ჰიპოკალიემიით გამოწვეული გულის რიტმის დარღვევები.
ტრავმული შოკის დროს პოლიორგანული უკმარისობის პროფილაქტიკისათვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მწვავე ტრავმატოლოგიური ავადმყოფებისათვის სამედიცინო დახმარების შემდეგ სახეს:
ტრავმული შოკის ფონზე ძვლების მოტეხილობის დროს, ჩვეულებრივ დაზიანებასთან შედარებით, რეგიონული ბლოკადისათვის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენების მიმართ მართებულია:
ავადმყოფი მოყვანილია სტაციონარში შოკის მდგომარეობაში, ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობით, მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების გარეშე. არტერიული წნევა 60/40 მმ. ვწ. სვ. სუნთქვის სიხშირე 24. ამ სიტუაციაში უფრო მისაღებია:
ქვედა კიდურების და მენჯის ძვლის მრავლობითი მოტეხილობის დროს შინაგანი ორგანოების საეჭვო დაზიანებით, სასწრაფო გაუტკივრების არჩევით მეთოდს წარმოადგენს:
იმ ავადმყოფებისათვის, რომლებსაც არა აქვთ შევსებული სისხლის დანაკარგი, აღენიშნებათ ჰიპოტენზია, ინდუქციისას არჩევის საანესთეზიო საშუალება:
ავადმყოფი შემოვიდა საოპერაციოში ტრავმის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, დიაგნოზით: ქვედა კიდურის ტრავმული მოგლეჯა ბარძაყის ქვემო მესამედის დონეზე. ტრავმის ადგილზე დადებულია ლახტი, T/A - 60/20 მმHg) ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილია:
კეტამინის გამოყენება მძიმე მეტაბოლური აციდოზით გართულებული ტრავმული შოკის დროს:
ზემო სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენის, ან ფ.ხ.ვ.-ის ჩვენება ტრამვული შოკის დროს არის: 1. სუნთქვის სიხშირე > 40; 2. კისრისა და თავის II, III ხარისხის დამწვრობა; 3. ყბა-სახის ძვლოვანი აპარატის პოლიტრამვა; 4. სუნთქვითი მოცულობა/ანატომიური მკვდარი სივრცის მოცულობასთან > 0,5.
პოლიტრავმის დროს რეანიმაციულ ღონისძიებებს განეკუთვნება: 1. ხერხემლის კისრის ნაწილის იმობილიზაცია; 2. სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა; 3. ადექვატური ვენტილაციის უზრუნველყოფა; 4. ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია.
მძიმე ტრავმის დროს სისხლის დანაკარგთან ბრძოლის წარმატებას განსაზღვრავს: 1. დაკარგული სისხლის რაოდენობა; 2. რადიკალური ჰემოსტაზიდან გასული დრო; 3. ინფუზიური თერაპიის ადექვატურობა; 4. სისხლის დანაკარგის შევსების ვადა.
ტრავმული შოკის მკურნალობის დროს პირველი ღონისძიებები მიმართულია: 1. სუნთქვის უკმარისობის კორექციისაკენ; 2. მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენისაკენ; 3. გაუტკივარებისაკენ; 4. დისპროტეინემიის ლიკვიდაციისაკენ.