QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1081

ჰოსპიტალამდელ ეტაპზე ნარკოტიკული ანალგეტიკების გამოყენება დაუშვებელია, როცა საეჭვოა: 1. ქალა-ტვინის ტრავმა; 2. მენჯის მოტეხილობები; 3. შინაგანი ორგანოების ტრავმა; 4. ბარძაყის მოტეხილობა.

1082

აირთა ცვლის ყველაზე ღრმა მოშლას ადგილი აქვს: 1. გულმკერდის დაზიანებისას, რომელსაც თან ახლავს სარქვლოვანი პნევმოთორაქსი; 2. გულმკერდის დაზიანებისას, რომელსაც თან ახლავს ღია პნევმოთორაქსი; 3. მასიური პნევმოთორაქსის დროს; 4. ფილტვების ემფიზემის დროს.

1083

ტრავმული შოკის დროს აირთა ცვლის მოშლა შეიძლება განვითარდეს შემდეგ დონეზე: 1. გარეგანი სუნთქვის; 2. სისხლის; 3. მიკროცირკულაციის; 4. უჯრედოვანი სუნთქვის.

1084

მძიმე ტრავმების დროს რეგიონული ბლოკადის ღირსება არის ის, რომ:

1085

სისხლის მასიური დაკარგვისას, როცა მოცირკულირე სისხლის მოცულობა დაქვეითებულია 30-40 %-ით, ტრავმის მომენტიდან 60 წუთის შემდეგ: 1. ვითარდება ჰემოდილუცია ჰემატოკრიტის დაქვეითებით; 2. ინტერსტიციული სითხე სწრაფად გადაინაცვლებს სისხლძარღვთა ქსელში; 3. ვითარდება ჰემოკონცენტრაცია ჰემატოკრიტის მატებით; 4. ჰემატოკრიტი არ იცვლება.

1086

თავის ტრავმის დროს ინტენსიური თერაპია გულისხმობს: 1. ქალასშიდა წნევის შემცირებას; 2. თავის ტვინის მეტაბოლური პროცესების დაქვეითებას; 3. ანტიკონვულსიურ თერაპიას; 4. სუნთქვის უკმარისობის კორექციას.

1087

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია: 1. დეზინტოქსიკაცია; 2. პერიფერიული მიკროცირკულაციის გაუმჯობესება; 3. თირკმლის პერფუზიის გაუმჯობესება; 4. ჰიპოკალიემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

1088

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით ავადმყოფებში მოსალოდნელია ან აღინიშნება შემდეგი გართულებები: 1. ენდოტოქსიური შოკი; 2. სუნთქვის მწვავე უკმარისობა; 3. თირკმლის მწვავე უკმარისობა; 4. ჰიპერკალიემია.

1089

ხანდაზმული ავადმყოფებისათვის, რომლებსაც დაზიანებული აქვთ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, ოპერაციის აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

1090

მოზრდილებში ბარძაყის ძვლის მოტეხილობის დროს სისხლის ემპირიული დანაკარგი საშუალოდ შეადგენს:

1091

მოზრდილებში მენჯის ძვლების მოტეხილობის დროს სისხლის ემპირიულმა დანაკარგმა შეიძლება მიაღწიოს:

1092

სისხლდანაკარგის შემცირების მიზნით გეგმიურ ორთოპედოტრავმატოლოგიაში გამოიყენება: 1. ნიტროგლიცერინის ინფუზია; 2. ნატრიუმის ნიტროპრუსიდის ინფუზია; 3. ჰიპერვოლემიური ჰემოდილუცია; 4. არფონადი.

1093

ანესთეზიის მეთოდის ამორჩევა ტრავმატოლოგიაში დამოკიდებულია: 1. დაზარალებულის ზოგად მდგომარეობაზე და ასაკზე; 2. აპარატურისა და მედიკამენტების არსებობაზე; 3. ოპერაციული ჩარევის სიმძიმესა და სავარაუდო ხანგრძლივობაზე; 4. სპეციალისტების კვალიფიკაციაზე.

1094

ოპერაციული ჩარევის დროს ავადმყოფის გვერდზე წოლისას იქმნება შემდეგი საშიშროება: 1. ქვემოთ მდებარე ხელის ნევრიტების განვითარება; 2. ქვემოთ მდებარე ფილტვში სეკრეტის დაგროვება; 3. ქვემოთ მდებარე ხელის იშემია; 4. ქვემოთ მდებარე ფილტვის ვენტილაციის დაქვეითება.

1095

მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების ოპერაციის დროს, ხელოვნური სახსარის ბუნებრივ ძვალთან ცემენტით დაფიქსირების შემდეგ, ანესთეზიოლოგის ტაქტიკა არ შეიძლება ჩაითვალოს მცდარად, თუ ის: 1. დროებით გამოიყენებს ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმს დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს; 2. გაზრდის ინფუზიურ-ტრანსფუზიული თერაპიის მოცულობას; 3. მოუსმენს გულის ტონებს; 4. ყოველ 3-5 წუთში გაზომავს არტერიული სისხლის წნევას.

1096

ქვედა კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე ოპერაციული ჩარევის დროს ანესთეზიის არჩევის მეთოდი შეიძლება იყოს: 1. ზოგადი გაუტკივარება; 2. ეპიდურული ანესთეზია; 3. სპინალური ანესთეზია; 4. ინტრავენური ანესთეზია, სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით.

1097

ხანდაზმულ ავადმყოფებში ბარძაყის ყელის მოტეხილობის დროს გაუტკივარების ოპტიმალური მეთოდია:

1098

ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო ბარძაყის ნერვის ბლოკადის ჩატარების დროს, ნემსის ჩხვლეტის წერტილი მოთავსებულია:

1099

ბარძაყის სახსრის პროტეზირების დროს ცემენტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს: 1. თრომბოემბოლია; 2. ჰიპოთერმია; 3. არითმიები; 4. ჰიპერტენზია.

1100

ტრავმის მიღების შემდეგ, ჩამოთვლილთაგან ქალას ფუძის მოტეხილობაზე მიუთითებს: 1. სისხლდენა ყურებიდან; 2. გლაზგოს შკალით 8 ბალიანი კომა; 3. არასტაბილური ჰემოდინამიკა და გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დარღვევები; 4. "სათვალის სინდრომი".

განმარტებები