სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები: 1. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა; 2. ტემპერატურა; 3. 2,3- დიფოსფოგლიცერატის კონცენტრაცია; 4. PaCO2.
ფ.ხ.ვ.-ის ჩვენებებია: 1. VD/Vთ (ანატომიური მკვდარი სივრცის მოცულობა/სუნთქვითი მოცულობა) = 0,3; 2. როცა FiO2=1,0 და PaO2=65 მმHგ; 3. სუნთქვის სიხშირე 30 წთ-ში; 4. როცა FiO2=1,0 და ჟანგბადის ალვეოლო-არტერიული გრადიენტი > 400 მმHგ.
ფ.ხ.ვ.-ის ჩვენებებია: 1. სპონტანური სუნთქვის არარსებობა; 2. სუნთქვის სიხშირე > 40; 3. სუნთქვითი მოცულობა = 150 მლ; 4. Pa O2 = 90მმ Hგ.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გავლენა ნორმალური ფილტვების ფუნქციაზე: 1. რეზისტენტობის გაზრდა; 2. კომპლაინსის შემცირება; 3. ვენტილაციურ-პერფუზიული თანაფარდობის შეცვლა; 4. ანატომიური მკვდარი სივრცის ვენტილაციის გაზრდა.
არახანგრძლივი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გავლენა ჰემოდინამიკაზე: 1. ჩასუნთქვის ფაზაში მარჯვენა პარკუჭის პოსტდატვირთვის გაზრდა და მარცხენა პარკუჭის პრედატვირთვის გაზრდა; 2. ჩასუნთქვის ფაზაში მარჯვენა პარკუჭის პრედატვირთვის გაზრდა და მარცხენა პარკუჭის პოსტდატვირთვის გაზრდა; 3. ამოსუნთქვის ფაზაში მარჯვენა პარკუჭის პრედატვირთვის გაზრდა; 4. ამოსუნთქვის ფაზაში მარცხენა პარკუჭის პოსტდატვირთვის შემცირება.
ფილტვების დამხამრე ვენტილაციის მეთოდებს მიეკუთვნება: 1. წნევითი მხარდაჭერის რეჟიმი ( PSV); 2. ფილტვების გარდამავალი იძულებითი ვენტილაცია (Intermittent Mandatory Ventilation _ IMV); 3. ფილტვების სინქრონული გარდამავალი იძულებითი ვენტილაცია (Synchronized Intermittent Mandatory Ventilation _ SIMV); 4. ფილტვების იძულებითი ვენტილაცია დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს (Continuous Positive Pressure Ventilation _ CPPV).
მიუთითეთ რომელია სწორი ფილტვების დამხმარე ვენტილაციის რეჟიმის _ სპონტანური სუნთქვა სასუნთქ გზებში მუდმივი დადებითი წნევით (CPAP) _ მიმართ: 1. გამოიყენება ფილტვების შეშუპების დროს; 2. გამოყენება რესპირატორული მხარდაჭერის შეწყვეტის ბოლო ეტაპებზე; 3. გამოიყენება ახალშობილების რესპირატორული დისტრეს სინდრომის მკურნალობისათვის; 4. ხელს უწყობს სასუნთქი გზების ნაადრევ ექსპირატორულ დახურვას.
მიუთითეთ რომელია სწორი ფილტვების დამხმარე ვენტილაციის რეჟიმის _ ფილტვების სინქრონული იძულებითი გარდამავალი ვენტილაცია (SIMV) _ მიმართ: 1. ამ რეჟიმთან ერთდროულად შეიძლება გამოვიყენოთ წნევითი მხარდაჭერის რეჟიმი; 2. ამ რეჟიმის დროს მისაღებია დადებითი წნევა სასუნთქ გზებში ამოსუნთქვის ბოლოს; 3. არ ზღუდავს სპონტანურ სუნთქვას; 4. არის დამხმარე ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმის _ სპონტანური სუნთქვა სასუნთქ გზებში მუდმივი დადებითი წნევით (CPAP) _ თანამედროვე მოდიფიკაცია.
გულმკერდის დახურული ტრავმის დროს, რომელია მისაღები ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის მიმართ: 1. ფილტვების ნაკადური მაღალსიხშირიანი ვენტილაცია; 2. პნევმოთორაქსის შემთხვევაში იძულებითი ფ.ხ.ვ. დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს; 3. პნევმოთორაქსის არარსებობის შემთხვევაში იძულებითი ფ.ხ.ვ. დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს. 4. CPAP+ PSV
ასთმური სტატუსის დროს, რომელია მისაღები ფ.ხ.ვ.-ს მიმართ: 1. ამოსუნთქვის დროის გახანგრძლივება ამცირებს ავტო PEEP-ს 2. პიკური წნევა არ უნდა აღემატებოდეს 20მმჰგ; 3.ჩასუნთქვის ოპტიმალური მოცულობაა 6-8მლ/კგ 4. ჩსუნთქვა -ამოსუნთქვას შორის ინვერტირებული თანაფარდობით ვენტილაციისას უსაფრთხოა
ასპირაციული სინდრომის განვითარების რისკის შემთხვევაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის როგორი რეჟიმია მისაღები ინტუბაციამდე: 1. ფ.ხ.ვ. დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს; 2. ვენტილაცია რეჟიმში ინსპირატიო: ეხსპირატიო=2:1; 3. ფ.ხ.ვ. ჩასუნთქვაზე წნევის შეზღუდვით; 4. პროფილაქტიკურად სპეციფიური ვენტილაციური რეჟიმის გამოყენება არ ცვლის გამოსავალს.
ფ.ხ.ვ.-ზე ხანგრძლივად მყოფი ავადმყოფის მოვლის მიმართ მართებულია შემდეგი: 1. სასუნთქი გზების ტუალეტი უნდა ჩავატაროთ ავადმყოფის გადაბრუნებამდე და გადაბრუნებისთანავე; 2. ჩავატაროთ სრულფასოვანი ენტერალური კვება; 3. სასურველია სანაციური ფიბრობრონქოსკოპია ჩვენების მიხედვით 4. მივიღოთ ღონისძიებები ფილტვების პერიოდული გაშლისათვის.
ფილტვების ხანგრძლივი ხელოვნური ვენტილაციის გართულებებს მიეკუთვნება: 1. ტრაქეის სტენოზი; 2. პნევმონია; 3. ფილტვების ატელექტაზი; 4. ფილტვების ემფიზემა.
ჰიპერვენტილაციისას აღინიშნება: 1. ჰიპოქსემია; 2. ჰიპოკაპნია; 3. ჰიპერკაპნია.4. ნორმოკაპნია
"მუნჯი ფილტვის" სინდრომი ვითარდება:
ასთმური სტატუსის მედიკამენტური მკურნალობაში არ გამოიყენება:
ამინოფილინის დანიშვნა ბრონქულ ასთმიან ავადმყოფებში თანმხლები გულის იშემიური დაავადებით:
ბრონქულ ასთმიან ავადმყოფებში, ზოგადი ანესთეზიის დროს არ გამოიყენება: 1. ნატრიუმის თიოპენტალი; 2. ჰალოტანი; 3. პროზერინი; 4. არდუანი.
პნევმოთორაქსიის დროს არტერიული ჰიპოქსემიის ძირითადი მიზეზია:
ძალას, რომელიც კუნთს ტონუსს უნარჩუნებს და მასზე ზემოქმედებს შეკუმშვამდე, ეწოდება: