QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1701

რთული ინტუბაცია მოსალოდნელია: 1. მაკროგლოსიისას; 2. დაუნის სინდრომისას; 3. კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს; 4. რედელის სინდრომის დროს.

1702

რთული ინტუბაცია მოსალოდნელია: 1. რეტროგნატიის დროს; 2. პროგნატიის დროს; 3. ანგინის დროს; 4. ჯექსონის გაუმჯობესებული პოზიციის დროს.

1703

რთული ინტუბაცია მოსალოდნელია: 1. ჰიპერსთენიკებში; 2. პატარა თავის დროს; 3. მოკლე კისერის დროს; 4. ატლანტ-აქსისის სახსრის დეფორმაციის დროს.

1704

რთული ინტუბაცია მოსალოდნელია: 1. სახმო იოგების შეშუპების დროს; 2. დიდი ხორხსარქველის დროს; 3. მალამპატის შკალით მე-3 კლასის დროს; 4. მსუქან ავადმყოფებში.

1705

რთული ინტუბაციის დროს ალტერნატიულ ღონისძიებებად განიხილება: 1. აირგამტარი მილის ჩადგმა; 2. ლარინგეალური ნიღბის ჩადგმა; 3. რეტროგრადული ინტუბაცია; 4. პირდაპირი ლარინგოსკოპია.

1706

რთული ინტუბაციის შემდეგ ექსტუბაციისას მართებულია შემდეგი: 1. უნდა გავაკეთოთ დეკურარიზაცია; 2. ექსტუბაცია მოვახდინოთ ცნობიერების სრული აღდგენის შემდეგ; 3. ექსტუბაცია მოვახდინოთ სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში; 4. ექსტუბაცია მოვახდინოთ წინასწარი პრეოქსიგენაციის შემდეგ.

1707

რთული ინტუბაციის დროს მოსალოდნელია შემდეგი გართულებები: 1. ასისტოლია; 2. ჰიპერტენზია; 3. ლარინგოსპაზმი; 4. სისხლდენა ტრაქეიდან.

1708

რთული ინტუბაციის გასაადვილებლად მოწოდებულია: 1. ჯექსონის გაუმჯობესებული პოზიცია; 2. ჰეიმლიხის ილეთი; 3. სელიკის ილეთი; 4. აშნერის სინჯი.

1709

რთული ინტუბაციის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა, გარდა:

1710

რამოდენიმე წარუმატებელი ინტუბაციის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს: 1. ინტუბაციის მცდელობის დროული შეწყვეტა; 2. მოვუხმოთ უფრო გამოცდილ ანესთეზიოლოგს; 3. ავადმყოფის მოთავსება ფოვლერის მდგომარეობაში; 4. ვენტილაცია 100%-იანი ჟანგბადით.

1711

ანესთეზიის დროს, კუჭის შიგთავსის ასპირაციის რისკი მომატებულია შემდეგი დაავადებების დროს: 1. შაქრიანი დიაბეტი; 2. კუნთების დისტროფია; 3. მიასთენია; 4. კარცინოიდული სინდრომი.

1712

ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან როდის არის მოსალოდნელი ასპირაციული სინდრომის განვითარება ზოგადი ანესთეზიის დროს: 1. პლამერ-ვინსონის სინდრომი; 2. მელორი-ვეისის სინდრომი; 3. ცოლინგერელისონის სინდრომი; 4. ფსევდობულბალური სინდრომი.

1713

მიუთითეთ ასპირაციის პათოფიზიოლოგიური მექანიზმები: 1. კუჭსშიდა წნევის მომატება; 2. ლარინგეალური რეფლექსების დათრგუნვა; 3. საყლაპავის კარდიალური სფინქტერის უკმარისობა; 4. სუქცინილქოლინის გამოყენება არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტის ტესტ-დოზის გარეშე)

1714

ასპირაციული სინდრომის მკურნალობა მოიცავს: 1. ტრაქეის სანაციას; 2. ოქსიგენოთერაპიას; 3. კორტიკოსტეროიდებს; 4. ყველა შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყება მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე.

1715

არტერიული ჰიპოქსემიის მიზეზები ზოგადი ანესთეზიის დროს შეიძლება იყოს: 1. აზოტის ქვეჟანგის გამოყენება; 2. ენდოტრაქეული მილის მუფთის არაჰერმეტულობა; 3. ანესთეზიოლოგის უყურადღებობა; 4. სანარკოზე აპარატურის გაუმართაობა.

1716

არტერიული ჰიპოქსემიის მიზეზები ზოგადი ანესთეზიის დროს შეიძლება იყოს: 1. როტამეტრის გაუმართაობა; 2. ლაპარასკოპიული ოპერაციული ჩარევა; 3. მედიასტინუმის სიმსივნის გამო წარმოებული ოპერაციული ჩარევის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომა; 4. არტერიული ჰიპერტენზია.

1717

არტერიული ჰიპოქსემიის მიზეზები ზოგადი ანესთეზიის დროს შეიძლება იყოს ყველა, გარდა: 1. სასუნთქი გზების ბაროტრავმა; 2. დახურული კონტური; 3. ენდობრონქული ინტუბაცია; 4. პულსოქსიმეტრის გაუმართაობა.

1718

არტერიული ჰიპოქსემიის მიზეზები ზოგადი ანესთეზიის დროს შეიძლება იყოს: 1. ჰიპერვოლემიური ჰემოდილუცია; 2. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; 3. FiO2-ის შემცირება; 4. ინსპირაციული სარქველის გაუმართაობა.

1719

არც ერთი ოპერაციული ჩარევა არ არის ჰიპოქსემიის მიზეზი პოსტოპერაციულ პერიოდში, გარდა ერთისა:

1720

უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში ჰიპოქსიის განვითარების მიზეზებია: 1. ამინოგლიკოზიდების გამოყენება; 2. არასაკმარისი ანალგეზია; 3. ზოგადი ანესთეზიის დროს ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმის _ ფილტვების იძულებითი ვენტილაცია აქტიური ამოსუნთქვით _ გამოყენება; 4. ცეფალოსპორინების გამოყენება.

განმარტებები