სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
აპარატურის გაუმართაობასთან დაკავშირებული არტერიული ჰიპოქსემიის მიზეზებია: 1. კონტურის დეჰერმეტიზაცია; 2. წყლის დაგროვება კონტურში; 3. სარქველების განლაგება ავადმყოფისაგან შორს; 4. სანარკოზე აპარატის მანომეტრზე უარყოფითი წნევა ჩასუნთქვის ბოლოს.
აპარატურის გაუმართაობასთან დაკავშირებული არტერიული ჰიპოქსემიის მიზეზებია: 1. გოფრირებული მილის გამოყენება; 2. ადსორბერის განლაგება ექსპირატორული მუხლის ბოლოს; 3. Y-ს მაგვარი კონექტორის გამოყენება; 4. აირის დოზიმეტრის გატეხვა.
სანარკოზე აპარატურის გაუმართაობასთან დაკავშირებულ ჰიპერკაპნიის მიზეზებს მიეკუთვნება: 1. მეთილორანჟიანი ადსორბენტის ნარინჯისფერი შეფერილობა; 2. დამცავი სარქველის მწყობრიდან გამოსვლა; 3. ინსპირაციული სარქველის უნაგირის დეფორმაცია; 4. კაპნომეტრის მწყობრიდან გამოსვლა.
ჰიპერკაპნიის მიზეზები ზოგადი ანესთეზიის დროს შეიძლება იყოს: 1. ავთვისებიანი ჰიპერთერმია; 2. მაღალკონცენტრირებული გლუკოზის გადასხმა; 3. ლაპარასკოპიული ოპერაცია; 4. ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა.
ჰიპერკაპნიის მიზეზები ზოგადი ანესთეზიის დროს შეიძლება იყოს: 1. ჰიპოტონიით მიმდინარე ჰიპოვოლემია; 2. არაადექვატური ვენტილაცია; 3. ნატრონის კირის გამოყენება ინდიკატორის გარეშე; 4. ჰიპოთერმია.
ჰიპერკაპნიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ადსორბერის განლაგება ინსპირაციულ მუხლში; 2. ვენტილაციის პარამეტრები ოპერაციის დროს: სუნთქვითი მოცულობა 700მლ, სუნთქვის წუთმოცულობა 10ლ, წნევა ჩასუნთქვის ბოლოს 15 სმ. წყ. სვ, კონტური ნახევრადღია; 3. ჰალოტანის გავლენა ც.ნ.ს.-ზე; 4. არასაკმარისი ანალგეზია ოპერაციიდან 24 სთ-ის შემდეგ.
უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში ჰიპოქსიისა და ჰიპერკაპნიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ოპერაციული ჩარევა რინოპლასტიკის გამო; 2. ყოველდღიურად 2 კოლოფი თამბაქოს მოწევა; 3. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; 4. ჰიდრადენიტის შემდგომი აბსცესის დრენირება.
ინტრაოპერაციულად განვითარებული არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიის არსებობა; 2. ჰიპოქსემია, ჰიპერკაპნია; 3. არასაკმარისი ანალგეზია; 4. მიორელაქსაციის მიზნით პანკურონიუმის გამოყენება.
რომელი საანესთეზიო საშუალების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში:
ინტრაოპერაციულად განვითარებული არტერიული ჰიპოტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ჰიპოვოლემია; 2. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; 3. საანესთეზიო საშუალებების დოზის გადაჭარბება; 4. პაციენტის მდებარეობა.
ანესთეზიოლოგის ტაქტიკა სინუსური ტაქიკარდიის აღმოცენებისას გ.ი.დ.-ის არმქონე ავადმყოფში, სტაბილური არტერიული წნევით: 1. ანესთეზიის გაღრმავება; 2. პროკაინამიდი 1000მგ ინტრავენურად; 3. ბეტა ბლოკატორის ინექცია; 4. ლიდოკაინი 80 მგ ინტრავენურად)
ანესთეზიოლოგის ტაქტიკა კარდიომონიტორზე პარკუჭოვანი ტაქიკარდიის აღმოცენებისას: 1. კორდარონის შეყვანა; 2. დეფიბრილაცია არასტაბლური ჰემოდინამიკისას; 3. ნახევრად ღია კონტურის გადაყვანა ნახევრად დახურულში; 4. ბრძანების გაცემა ქირურგიული ჩარევის შეწყვეტის თაობაზე.
ჩამოთვლილთაგან პარკუჭოვანი არითმიის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ზოგადი ანესთეზია იზოფლურანით; 2. ზოგადი ანესთეზია მეტოქსიფლურანით; 3. ატარალგეზია; 4. ჰალოტანით ზოგადი ანესთეზიის დროს მუხლის სახსრის ბლოკირება ნოვოკაინ-ადრენალინის ხსნარით.
ანესთეზიოლოგის ტაქტიკა კარდიომონიტორზე პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის აღმოცენებისას: 1. ვერაპამილი 5 მგ ინტრავენურად; 2. კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ხსნარები ინტრავენურად; 3. ინფუზიის გაზრდა; 4. კორდარონი ი.ვ
ანესთეზიოლოგის ტაქტიკა კარდიომონიტორზე პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის აღმოცენებისას: 1. ლიდოკაინი 1,5 მგ/კგ-ზე ბოლუსურად; 2. ბრძანების გაცემა ქირურგიული ჩარევის შეწყვეტის თაობაზე; 3. ბრძანების გაცემა კარდიოვერსიისათვის მოსამზადებლად; 4. კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ხსნარების გადასხმა.
ანესთეზიოლოგის ტაქტიკა კარდიომონიტორზე პარკუჭთა ფიბრილაციის აღმოცენებისას: 1. ბრძანების გაცემა ქირურგიული ჩარევის შეწყვეტის თაობაზე; 2. ბრძანების გაცემა კარდიოვერსიისათვის მოსამზადებლად) 3. კარდიოვერსია; 4. ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია.
ინტრაოპერაციული მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირებისათვის ანესთეზიოლოგმა მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი: 1. ჟანგბადის სატურაციის შემცირება, ეკგ-ზე ღ კბილის ჩავარდნა და შთ სეგმენტის ელევაცია; 2. ჰიპოტენზია, ფილტვებში მრავლობითი სველი ხიხინი; 3. ჰიპოტენზია, ეკგ-ზე თ კბილის ინვერსია და შთ სეგმენტის ელევაცია; 4. ჰიპერტენზია, საათობრივი დიურეზის შემცირება.
ინტრაოპერაციული მიოკარდიუმის ტრანსმურული ინფარქტის მკურნალობა მოიცავს: 1. ოპერაციული ჩარევის შეზღუდვა აუცილებელ მინიმუმამდე; 2. ანესთეზიის სიღრმის შემცირება; 3. სუნთქვის სიხშირისა და სუნთქვითი მოცულობის შემცირება; 4. FიO2-ის გაზრდა.
აიროვანი ემბოლიის განვითარება მოსალოდნელია: 1. ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს; 2. ზოგიერთი ნეიროქირურგიული ოპერაციის დროს; 3. ხელოვნური სისხლის მიმოქცევის დროს; 4. პლაცენტის ნაადრევი აცლის გამო წარმოებული ოპერაციული ჩარევის დროს.
ზოგადი ანესთეზიის დროს აიროვან ემბოლიაზე მიუთითებს: 1. უხეში სისტოლური შუილი; 2. აუსკულტაციურად ე.წ. "წისქვილის ქვების ბრუნვის" ხმიანობა; 3. ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი დაქვეითება; 4. ფილტვის არტერიაში წნევის მომატება; 5. ე.კ.გ.-ზე ელექტრული ღერძის გადახრა მარჯვნივ.