სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
აიროვანი ემბოლიის მკურნალობა მოიცავს: 1. საოპერაციო ველის გადანაცვლება გულის დონის ქვემოთ; 2. ავადმყოფის მოთავსება მარცხენა გვერდზე; 3. ზეწოლა საუღლე ვენაზე; 4. ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმი - ფილტვების იძულებითი ვენტილაცია დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს.
რომელი დებულება არ არის მართებული აიროვანი ემბოლიისათვის?
ავთვისებიანი ჰიპერთერმიის კლინიკური სურათი მოიცავს: 1. პარკუჭოვან ტაქიკარდიას; 2. კუნთების რიგიდობას; 3. კანის საფარველზე ლაქების გაჩენას; 4. ციანოზს.
ავთვისებიანი ჰიპერთერმიის გართულებებია: 1. თირკმლის მწვავე უკმარისობა; 2. კოაგულაციური დარღვევები; 3. ფილტვების მწვავე შეშუპება.
ავთვისებიანი ჰიპერთერმიის რისკით ავადმყოფის გამოკვლევისას: 1. კრეატინფოსფოკინაზას ნორმალური დონე გამორიცხავს ავთვისებიანი ჰიპერთერმიის არსებობას; 2. კუნთოვანი ქსოვილის ბიოფსია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიით; 3. ავადმყოფის კუნთის ბიოპტატი, 2% ჰალოტანსა ან 2 მმოლ/ლ კოფეინში ექსპოზიციისას იკუმშება 2გრ ძალით. 4. კრეატინფოსფოკინაზას დონის განსაზღვრა წარმოადგენს სკრინინგულ მეთოდს იმ ოჯახის წევრების გამოსაკვლევად, რომლებიც მიდრეკილნი არიან ავთვისებიანი ჰიპერთერმიისაკენ.
ცნობიერების აღდგენის გახანგრძლივება ზოგადი ანესთეზიის შემდეგ შეიძლება იყოს დაკავშირებული: 1. ჰიპნოზური საშუალებების დოზის გადაჭარბებასთან; 2. ანალგეზიური საშუალებების დოზის გადაჭარბებასთან; 3. მეტაბოლურ დარღვევებთან; 4. ჰიპოქსიასთან.
ცნობიერების აღდგენის გახანგრძლივება ზოგადი ანესთეზიის შემდეგ შეიძლება იყოს დაკავშირებული: 1. ნატრიუმის თიოპენტალის სამჯერად ინტრავენურ ინექციასთან; 2. მეტოქსიფლურანის პოსტმედიკაციურ ეფექტთან; 3. ჰალოტანის პოსტმედიკაციურ ეფექტთან; 4. ნალოქსონის გამოყენებასთან.
არჩევის ანალგეზიური საშუალება გულის "მცირე გადმოსროლის" სინდრომის დროს არის: 1. მორფინი; 2. ფენტანილი; 3. პეტიდინი; 4. სუფენტანილი.
სტაციონარულ პირობებში გულის გაჩერების ყველაზე ხშირი მიზეზია:
კალციუმის ქლორიდის სწრაფი ინტრავენური შეყვანის შესაძლო გართულებაა: 1. ცალკეული კუნთების კრუნჩხვა; 2. სისტოლაში გულის გაჩერება; 3. დიასტოლაში გულის გაჩერება; 4. ტეტანია; 5. სისხლდენა.
სისხლის პლაზმაში კალიუმის რა შემცველობის დროს არსებობს გულის გაჩერების საფრთხე:
ზოგადი ანესთეზიის პირობებში პერიოპერაციული ასპირაციის გართულება აღინიშნება
მენდელსონის სინდრომის შესახებ მართებულია: 1. ასპირირებული მასის კრიტიკული მოცულობაა 30 მილილიტრი; 2. ასპირირებული მასის კრიტიკული PH-ია დაახლოებით 1.5; 3. სიმპტომოკომპლექსი ფორმირდება 30 წუთში; 4. დაავადების გამოსავალის გაუმჯობესებისთვის ნაჩვენების სტეროიდები.
ოპერაციამდელი სტაბილური სტატუსის მქონე ავადმყოფს ინჰალაციური ანესთეზიის დროს განუვითარდა ფილტვების შეშუპება. ჩამოთვლილთაგან რომელია ამის ყველაზე სავარაუდო მიზეზი:
ოპერაციისშემდგომი სასუნთქი გზების ობსტრუქციის მიზეზები შეიძლება იყოს: 1. ლარინგოსპაზმი; 2. ხორხის შეშუპება; 3. პირის ღრუს არასაკმარისი სანაცია; 4. ნეოსტიგმინის შეყვანა.
ოპერაციისშემდგომი სასუნთქი გზების ობსტრუქციის მკურნალობა მოიცავს: 1. 100%-იანი ჟანგბადის ინჰალაცია; 2. ფილტვების ვენტილაცია მუდმივი დადებითი წნევის პირობებში; 3. საჭიროების შემთხვევაში ტრაქეის რეინტუბაცია; 4. გულის არაპირდაპირი მასაჟი.
სუნთქვის აღდგენის გახანგრძლივება ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეიძლება იყოს დაკავშირებული: 1. ჰიპოკალციემიასთან; 2. ჰიპერკალიემიასთან; 3. ჰიპერვენტილაციურ რეჟიმთან ზოგადი ანესთეზიის დროს; 4. ჰიპოთერმიასთან.
უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში ჰიპოგლიკემიის გამოვლინებები შეიძლება იყოს: 1. ცნობიერების გახანგრძლივებული დათრგუნვა; 2. კრუნჩხვები; 3. ოფლიანობა; 4. ჰიპერტენზია.
რომელი პრეპარატია უკუნაჩვენები დიაბეტიან ავადმყოფებში, აციდოზის კორექციის დროს:
უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში, ოპერაციიდან 20 წუთის შემდეგ, პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული კრუნჩხვა. ჩამოთვლილთაგან რომელია კრუნჩხვის ყველაზე უფრო სავარაუდო მიზეზი? 1. ადგილობრივი ანესთეტიკის ტოქსიურობა (მაგ) ლიგნოკაინი); 2. ენტრანის (ენფლურანის) გამოყენება ანესთეზიის პროცესში; 3. პროპოფოლი; 4. ადრე არსებული "გრანდ მალის" ტიპის ეპილეფსია.