სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
პორფირიის მწვავე შეტევა: 1. შეიძლება განვითარდეს ფსიქოზის დროს; 2. შეიძლება თან ახლდეს მუცლის ტკივილი; 3. შეიძლება მისი პროვოცირება სტრესით; 4. იშვიათად არის გამოხატული ნერვული სისტემის დაზიანება.
როგორია ოპერაციული ტრავმატიზმის რისკი საღი კბილების მქონე პაციენტებში?
მხრის წნულის ლავიწქვეშა მიდგომით ბლოკადის დროს შესაძლოა შემდეგი გართულებები: 1. პნევმოთორაქსი; 2. ვისცერული და პარიესული პლევრის დაზიანება; 3. ბლოკადის მხარეს დიაფრაგმის დამბლა; 4. ლავიწქვეშა ვენის დაზიანება.
შიგნითა საუღლე ვენის კათეტერიზაცია არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში: 1. პნევმოთორაქსი; 2. თრომბოციტოპენია; 3. ანემია; 4. ტრაქეოსტომია.
გარეთა საუღლე ვენის კათეტერიზაციასთან დაკავშირებით მართებულია: 1. რთული არ არის, ვინაიდან ზედაპირულად არის განთავსებული; 2. არ არის პნევმოთორაქსის რისკი; 3. სისხლდენა ადვილად კონტროლდება; 4. ძირითადი სირთულეა - კათეტერის გამავლობის დაბრკოლება.
ბარძაყის ვენის კათეტერიზაციის გართულებებია: 1. ფეხის შეზღუდული მოძრაობა მენჯ-ბარძაყის სახსარში; 2. თრომბოზი (მცდელობათა 10%); 3. არტერიის პუნქცია (შემთხვევათა 5%); 4. ინფიცირების მაღალი რისკი.
ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს: 1. ჟანგბადის დისოციაციის მრუდის მარჯვნივ გადახრა; 2. 28 გრად. ცელს.-ზე დაბალი ტემპერატურის დროს გუგების გაფართოება და ფიქსირება; 3. ჰიპოგლიკემია; 4. ჰიპოქსიური ვაზოკონსტრიქციის დაქვეითება.
ტერმინალური მდგომარეობის დროს, ზოგადი ანესთეზიის მიმართ მართებულია შემდეგი: 1. საანესთეზიო და ანალგეზიური საშუალებების დოზის შემცირება; 2. ფ.ხ.ვ.-ის რეჟიმის შერჩევა; 3. ინფუზიურტრანსფუზიური თერაპიის ინდივიდუალური შერჩევა; 4. საოპერაციოდ გაყვანა ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის წინასწარი კორექციის შემდეგ.
ტერმინალური მდგომარეობის დროს, ზოგადი ანესთეზიის მიმართ არასწორია: 1. ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია; 2. პრემედიკაციის ჩატარება; 3. ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა; 4. ანამნეზის შეკრება ავადმყოფისაგან.
10%-იანი ხსნარის 1 მილილიტრი შეიცავს ნივთიერების:
2 მილილიტრიანი ამპულა შეიცავს 1% ლიდოკაინს და 5% ეფედრინს. ეფედრინის რაოდენობა ტოლია:
მოზრდილი ადამიანის სისხლის როგორ მოცულობას შეესაბამება ახალშობილის სისხლის დანაკარგი _ 30 მლ:
მწვავე ქოლეცისტიტით დაავადებულის მდგომარეობა ერთი დღე-ღამის განმავლობაში გაუარესდა, მარჯვენა ფერდქვეშა არეში გაუძლიერდა ტკივილი, გამოვლინდა პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები, მოიმატა ბილირუბინემიამ, პულსი 60 წთ-ში, არტერიული წნევა 90/50 მმ.ვწყ.სვ. გადაწყდა ოპერაციული ჩარევა. წინასაოპერაციო მომზადება მოიცავს: 1. კრისტალოიდების გადასხმა არაუმცირეს 1,5-2 ლ-ისა; 2. ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა; 3. პრემედიკაცია სუპრასტინი+ფენტანილი+ატროპინი; 4. პრემედიკაცია პრომეტაზინი+მორფინი.
ჰეროინის მომხმარებელ მამაკაცს (ასაკი 32 წ.), რომელიც იტარებს მკურნალობის კურსს ნალოქსონით, განუვითარდა თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია. გამოკვლევებით დაუდგინდა პროთრომბინის დაბალი ინდექსი და თრომბოციტოპენია. ჩამოთვლილთაგან რომელია ოპტიმალური ანესთეზიისთვის?
მშობიარობის დროს მშობიარეს აღენიშნა შემცივნება, ტემპერატურის მომატება 39 გრად. ცელს.-მდე, რასაც თან დაერთო არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, სუნთქვის გაძნელება, ციანოზი. თქვენი დიაგნოზი:
ავადმყოფი 70 წლის, ქვემო კიდურები შეშუპებულია, გადიდებულია ღვიძლი, აღენიშნება ქოშინი. არტერიული წნევა 160/100 მმ.ვწყ.სვ. პულსი 100, არითმული. აუცილებელია ქოლეცისტექტომიის ჩატარება გეგმური წესით. განსაზღვრეთ ზოგადი ანესთეზიის რისკი ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების (ASA.) კლასიფიკაციის მიხედვით:
მამაკაცი 60 წლის, შაქრიანი დიაბეტის კომპენსირებული ფორმით, ჰიპერტონული დაავადებით მე-2 სტადიაში. ანამნეზში 5 წლის წინ გადატანილი აქვს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ტრანზიტორული მოშლა. ამჟამად - ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე. აუცილებელია სასწრაფო აპენდექტომია. განსაზღვრეთ ზოგადი ანესთეზიის რისკი (A.S.A.) კლასიფიკაციის მიხედვით:
საოპერაციოდ მოყვანილია 30 წლის ავადმყოფი, დიაგნოზით: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია. ASA კლასიფიკაციით როგორია ზოგადი ანესთეზიის რისკი:
საოპერაციოდ მოყვანილია 54 წლის მამაკაცი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობით თავის არეში. ASA კლასიფიკაციით როგორია ზოგადი ანესთეზიის რისკი:
მიმღებ განყოფილებაში შემოყვანილი ავადმყოფის ნევროლოგიური სტატუსია: სრული სენსორული და მოტორული აფაზია, მტკივნეულ გაღიზიანებაზე გამოხატულია კიდურების ტონური მოხრა და თვალების გახელა, სუნთქვის სიხშირე 10წთ-ში, არტერიული წნევა 90/60 მმ.ვწყ.სვ.; გლაზგოს შკალით რამდენ ბალად შეაფასებდით მდგომარეობას: