სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
სასწრაფოდ საოპერაციო ავადმყოფის სავარაუდო დიაგნოზია ფილტვების შეშუპება. საიდან დაიწყებთ ფილტვების მოსმენას:
კლინიკაში მოთავსდა მამაკაცი უგონო მდგომარეობით, მეთილის ალკოჰოლით მოწამვლის დიაგნოზით. ამ დროს გამოხატულია: 1. კუსმაულის ტიპის პათოლოგიური სუნთქვა; 2. ქუთუთოების შეშუპება; 3. სისხლის პლაზმის ბიკარბონატის დონე დაბალია; 4. პერიოდულად ვლინდება ტონურ - კლონური კრუნჩხვები.
მიმღებ განყოფილებაში შემოსულია ავადმყოფი, რომელსაც აწუხებს ძლიერი ტკივილი გულმკერდში. ტკივილის აღმოცენებიდან გასულია 5 საათი. გამოითქვა ვარაუდი, რომ საქმე გვაქვს მიოკარდიუმის ინფარქტთან. ჩამოთვლილი გამოკვლევებიდან რომელი იქნება ყველაზე სპეციფიური დადასტურება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში?
20 წლის, 55 კგ წონის ქალმა ჰოსპიტალიზაციამდე 6 საათით ადრე მიიღო პარაცეტამოლი 10 გრამი რაოდენობით ალკოჰოლთან ერთად) ლაბორატორიული ანალიზით პარაცეტამოლის დონე სისხლში არის 400 მკგ/მლ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რომელი დებულებებია მისაღები: 1. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა სუფთა წყლებამდე და დაენიშნოს გააქტივებული ნახშირი; 2. რეკომენდებულია N-აცეტილცისტეინის დანიშვნა; 3. გასინჯვისას აღინიშნება ღვიძლის გადიდება; 4. ვლინდება ჰეპატოტოქსიკოზის კლინიკა.
არტერიული სისხლში: PH =7,35; PაO2 =70 მმ.ვწყ.სვ; PACO2 =57 მმ.ვწყ.სვ; SB= 18 მექვ/ლ-ზე; BE= _7 მექვ/ლ-ზე) მიუთითეთ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ხასიათი:
ექსტუბაციის შემდეგ ავადმყოფი გახდა ღია ნაცრისფერი, PH - 7,21; aCO2 -78 მმHგ) BE = 0 ეს მიანიშნებს: 1. რესპირატორულ აციდოზზე; 2. მეტაბოლურ აციდოზზე; 3. ჰიპოვენტილაციაზე; 4. კომპენსირებულ სუნთქვით აციდოზზე; 5. შერეულ სუნთქვით აციდოზზე.
მხუთავი აირით მოწამვლისას მიღებულია, რომ პაციენტი ასუნთქონ 100% ჟანგბადით. როგორია კარბოქსიჰემოგლობინის ნახევარდაშლის პერიოდი ასეთ პირობებში?
ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილის გამონაბოლქვით ინტოქსიკაციის გამო იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. 100% ჟანგბადით სუნთქვის შემდგომ აღდგენილია ცნობიერება, მაგრამ დეზორიენტირებულია. ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდა: PaO2- 560 მმHგ.; PaCO2- 33.7 მმHგ.; PH- 7.13.; BS: - 16.3.; COHb-25%. აღნიშნული შემთხვევისთვის რომელი დებულებებია მისაღები? 1. პაციენტი საჭიროებს ჰიპერბარულ ოქსიგენაციას: 2. პაციენტს აღარ გაუღრმავდება ნევროლოგიური დეფიციტი; 3. საქმე გვაქვს კრიტიკულ ინტოქსიკაციასთან; 4. სისხლის პლაზმის ტუტის დეფიციტი მწვავე ინტოქსიკაციის მაჩვენებელია.
70 წლის მამაკაცი შემოიყვანეს "ემერჯენსის" განყოფილებაში სხეულის ზედაპირის 56% დამწვრობით. მას ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების დამწვრობა. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული სიკვდილის რისკი მოცემულ კონკრეტულ პაციენტში? 1. პაციენტის ასაკზე; 2. დამწვრობის ფართობზე; 3. სასუნთქი გზების დამწვრობის არსებობასა და ხარისხზე; 4. თანმხლებ დიაბეტზე; 5. დამწვრობის აგენტის ტემპერატურაზე.
შემოსულია 20 წლის ავადმყოფი კისრის წინა ზედაპირის ჭრილობით. კონტაქტის დამყარება არ ხერხდება, ციანოზურია, სახეზეა სისხლის დაკარგვის ნიშნები. ჭრილობაში ტრაქეის დეფექტია. რომელი ქმედებაა არასწორი?
65 წლის ავადმყოფს უნდა გაუკეთდეს ხორხის სიმსივნის გამო ოპერაცია; ავადმყოფი გამოფიტულია, კანის საფარველი მშრალი, სუნთქვა გაძნელებული, მოსვენებულ მდგომარეობაში ქოშინი. წინასაოპერაციო მომზადება გულისხმობს: 1. ზონდით კვებას; 2. პარენტერალურ კვებას; 3. ოპიოიდების დანიშვნას; 4. ოქსიგენოთერაპიას.
ავადმყოფის სურვილით, კბილის დაბჟენის მანიპულაცია მას უტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში. უეცრად, ავადმყოფს ტუჩები გაუხდა ციანოზური, რასაც მოჰყვა სპონტანური სუნთქვის შეწყვეტა. ანესთეზიოლოგმა პირველ რიგში უნდა გააკეთოს: 1. წინ წამოსწიოს ქვედა ყბა; 2. ჩადგას აირგამტარი მილი, ნაზოფარინგეალური ან ლარინგეალური ნიღაბი; 3. ჩაატაროს დამხმარე ფ.ხ.ვ.; 4. ჩაატაროს გულის არაპირდაპირი მასაჟი.
დაალაგეთ თანმიმდევრობით ჩამოთვლილი პრეპარატები დაბალანსებული ზოგადი ანესთეზიის დროს ნარკოზში ინდუქცისას: 1. ფენტანილი, 2. სუქცინილქოლინი, 3. ნატრიუმის თიოპენტალი 4. პიპეკურონიუმის ტესტ-დოზა, 5. დიაზეპამი.
დაალაგეთ თანმიმდევრობით ჩამოთვლილი პრეპარატები დაბალანსებული ზოგადი ანესთეზიის დროს ნარკოზში ინდუქცისას: 1.ფენტანილი, 2.ნატრიუმის თიოპენტალი, 3.პიპეკურონიუმი 0,1 მგ/კგ ი.ვ., 4. დიაზეპამი.
ენდოტრაქეული ზოგადი ანესთეზიის ინტრაოპერაციული მონიტორინგის დროს, სწორად შერჩეული ვენტილაციური პარამეტრების პირობებში, ამოსუნთქულ ჰაერში PCO2-ის მკვეთრი შემცირება მიუთითებს:
დაბალნაკადური ზოგადი ანესთეზიის პროცესში ანესთეზიოლოგმა შეამჩნია, რომ ჩასასუნთქ გაზთა ნარევში მკვეთრად მოიმატა აზოტის ქვეჟანგის კონცენტრაციამ. აღნიშნული მოვლენის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. აზოტის ქვეჟანგის მაღალი ნაკადი; 2. ჩასასუნთქ გაზთა ნარევში ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია; 3. ანესთეზიიის ხანგრძლივობა; 4. ადსორბენტის არაეფექტურობა.
დაბალნაკადური ზოგადი ანესთეზიის პირობებში დაფიქსირდა ჩასასუნთქ გაზთა ნარევში იზოფლურანის კონცენტრაციის ეტაპური დაქვეითება. ჩასასუნთქ გაზონარკოზულ ნარევში იზოფლურანის კონცენტრაციის დროულად ასაწევად საჭიროა 1. გაიზარდოს ინჰალაციური ანესთეტიკის მიწოდება ვაპორაიზერიდან; 2. შემცირდეს "ახალი გაზის" ნაკადი; 3. განხოდციელდეს O2-ის ექსტრემალური მიწოდება; 4. გაიზარდოს "ახალი გაზის" ნაკადი.
დაბალნაკადური ზოგადი ანესთეზიის პირობებში დაფიქსირდა კაპნომეტრიის მონაცემი EtCO2=55მმ.Hგ., ხოლო იგივე მონაცემი ჩასუნთქვაზე არის 3მმ.Hg. თქვენი მოქმედება: 1. შეცვლით ადსორბენტს; 2. გაზრდით Vt; 3. გაზრდით Ve; 4. არაფრის შეცვლა საჭირო არ არის, რაგდან ეს სავსებით ნორმალური პროცესია.
იგეგმება დაბალნაკადური (low flow) ზოგადი ანესთეზიის ჩატარება 80 კგ) მასის პაციენტზე. ჟანგბადის რა მინიმალური პარამეტრი უნდა იქნეს სანარკოზო აპარატის როტამეტრზე დაყენებული?
ზოგადი დაბალნაკადური ანესთეზიის ჩატარებისას მოხმარების ანესთეზიის პრინციპით, 4 ნარკოზ-საათის შემდგომ, ადექვატური მიოპლეგიის და ანალგეზიის პირობებში, აღინიშნა ჩასუნთქვის წნევის მომატება. ამასთანავე სუნთქვის მრუდზე დაფიქსირდა ოსცილაცია დაბალი ამპლიტუდით. ენდოტრაქეული მილის დგომა კორექტულია, სასუნთქი გზების გამტარუნარიანობა დარღვეული არ არის. აღწერილი მდგომარეობის მიზეზები შეიძლება იყოს: 1. ენდოტრაქეული მილის ძლიერი გადაღუნვა; 2. სასუნთქ კონტურში ჭარბი სითხის არსებობა; 3. ბაქტერიული ფილტრის სითხით გადაჯერება; 4. ადსორბენტის ტენიანობის გადაჯერება.