სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო - რადიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო - რადიოლოგია
კუჭის ადრეული კიბოს უხშირეს მორფოლოგიურ სახეს წარმოადგენს:
კუჭის ანტრალური ნაწილი ცირკულარულად შევიწროებული და დამოკლებულია, დიდი სიმრუდის კონტურები დაკბილული, პერისტალტიკა ზომიერად გამოხატული, ეს არის რენტგენოლოგიური სურათი:
კუჭის ანტრალური ნაწილი კონცენტრულადაა შევიწროებული, კონტურები უსწორმასწორო, კედლები რიგიდული, ლორწოვანის ნაოჭები წაშლილი. ეს სურათი დამახასიათებელია:
კუჭი ზომებში მომატებული, პილორული არხი ღიაა და დაგრძელებული, ბოლქვის ფუძე ბრტყლად შეზნექილი, ანტრუმსა და პრეპილორულ ნაწილში ლორწოვანის რელიეფი წაშლილია. თქვენი დასკვნა:
კუჭის ერთეული ავსების დეფექტი არასწორი მომრგვალო ფორმის, 2,0 სმ და მეტი ზომის, ფართე ფუძითა და სტრუქტურული ზედაპირით - ასეთი რენტგენოლოგიური სიმპტომები დამახასიათებელია:
კუჭში ბეზოარები უფრო ხშირად წარმოიქმნებიან:
ცოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს მეტწილად აღინიშნება შერყწმა:
კუჭის ზემო ნაწილისა და საყლაპავის დისტალური მონაკვეთის მრავლობითი დეფექტები რელიეფზე ზომით 1-2 სმ, შერწყმული გაფართოებულ ნაკეცებთან და კედლების შენახულ ელასტიურობასთან. დამახასიათებელია:
3 სმ-ზე მეტი ზომის არასწორი მომრგვალო ფორმის ერთეული ავსების ცენტრალური დეფექტი, ადვილად გადაადგილებადი 10,0 და მეტ სანტიმეტრზე, დამახასიათებელი სიმპტომია.
კუჭის ლორწოვანის პროლაფსი 12-გოჯას ბოლქვში:
კუჭის რეზექციის შემდეგ ანასტომოზის პეპტიური წყლული უმეტეს შემთხვევაში ვითარდება.
ანასტომოზის პეპტიური წყლული უმეტეს შემთხვევაში ლოკალიზდება:
გასტრექტომიის შემდეგ დემპინგ სიმპტომი გამოვლინდება:
კუჭის რეზექციის შემდეგ განვითარებული სუბდიაფრაგმული აბსცესის, როგორც ადრეული გართულების რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდოლოგიური პირობაა:
12-გოჯა ნაწლავის ტონუსის დაქვეითება ქვემო ჰორიზონტალურ ტოტში ბარიუმის სტაზით და გამავლობის შენარჩუნებით, ჰიპერსეკრეცია, ლორწოვანის ნაოჭების გაფართოება - რენტგენოლოგიური სიმპტომია:
15-25 სმ-ის მანძილზე თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილის კრიალოსნისმაგვარი შევიწროება, ლორწოვანი შეცვლილი ანთებითი ტიპით, დაწყლულებებითა და ფსევდოპოლიპებით, ღია ილიოცეკალური სარქველი, დაზიანებული ზონის ჰიპერმოტილურობა - ეს არის რენტგენოლოგიური სურათი:
12-გოჯა ნაწლავში ბოლქვსგარეთა წყლულები უმეტესწილად ლოკალიზდებიან:
წვრილი ნაწლავის სანათურის შევიწროება რიგიდული არხის სახით, ნაოჭების გაქრობითა და სუპერასტენოზური გაფართოებით, დაზიანებული სეგმენტის ფიქსაციით, ბრტყელი კიდური დეფექტები - დამახასიათებელი რენტგენოლოგიური სიმპტომებია:
12-გოჯა ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირია
მექანიკური სიყვითლიან ავადმყოფს 12-გოჯა ნაწლავის დასწვრივ ტოტში აღენიშნება არასწორი ფორმის 2,0 2,5 სმ ზომის ავსების დეფექტი ნაწლავი გაღიზიანებულია. ეს სიმპტომები დამახასიათებელია: