სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო - რადიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო - რადიოლოგია
12-გოჯა ნაწლავის მარყუჟი გაშლილია, გარკვეულ უბანზე ნაწლავის კონტური დეფორმირებულია, რიგიდულია, გამოხატულია ნახევარჩრდილის - (კულისის) - სიმპტომი და ლორწოვანის რღვევის ნიშნებით. თქვენი დასკვნაა:
გაუვალობის ნიშნები, ჰიპერთერმია, ბარიუმით რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ისახება მყარი ცირკულარული შევიწროება, ნაწლავის სიგრძივი ღერძის გამრუდება. 24 საათის შემდეგ კუჭი თავისუფალია საკონტრასტო ნივთიერებისაგან - თქვენი დასკვნა:
ავადმყოფი გარდამავალი მექანიკური სიყვითლით. რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით გამოვლინდა ნაღვლის საერთო სადინრის დისტალური ნაწილის შევიწროება საწერი კალამის ფორმით და ნაწლავის მედიალური კედლის გლუვი, გვერდითი შეზნექილობა სადინრის შესვლის ადგილას. ეს გამოვლინებაა:
წვრილი ნაწლავის ყველაზე ხშირი კეთილთვისებიანი სიმსივნეებია:
მსხვილი ნაწლავის ფუნქციური დარღვევების რენტგენოდიაგნოსტიკას საფუძვლად დაედო:
განივი კოლინჯის მარცხენა ნახევრის რენტგენოლოგიური კვლევისას ვლინდება ნაწლავის სანათურის შევიწროება, წვრილი დაკბილვა და ნაწლავის კედლის ორმაგი კონტური, ჰაუსტრების არარსებობა, მოტორიკის დარღვევა, ლორწოვანის ნაოჭების შეშუპება. ეს ნიშნები დამახასიათებელია:
ლორწოვანის წერტილოვანი ჰემორაგიები, მათი ინფიცირება, დაჩირქება და წვრილი აბსცესების წარმოქმნა გვხვდება:
ექსუდაციური ანთება, კედლის კუნთოვანი შრის ჩათრევით, ლორწქვეშა შრეში ეპითელოიდური გრანულომების წარმოქმნით, ახასიათებს:
კოლინჯის პირველადი ორმაგი კონტრასტირებისას აღინიშნება ბარიუმის ბეჭდისებური ზოლი 1,5 სმ დიამეტრით, მკვეთრი გარეთა და არამკაფიო შიგნითა კონტურით, ასეთი სურათი დამახასიათებელია:
ბრმა ნაწლავის ქვემო მედიალურ ნაწილში აღინიშნება 4-5 სმ დიამეტრის, სადა მკაფიო კიდეებიანი ავსების კიდური დეფექტი, ნაწლავის დაცლის შემდეგ მოჩანს ლორწოვანის ნაკეცები, რომლებიც განიცდიან ცდომას სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლით. ნაწლავი გაღიზიანებულია, აღინიშნება სუბფებრილიტეტი. ეს არის გამოვლინება:
სიგმურ ნაწლავში 1,5 სმ-ზე მეტი დიამეტრის ავსების დეფექტი ტალღისებური კონტურებით და უჯრედული სტრუქტურით, რომელიც ფორმას იცვლის ნაწლავშიდა წნევის მომატებისას - არის რენტგენოლოგიური ნიშანი:
კოლინჯის მარცხენა ნახევარში მომრგვალო დეფექტი, დიამეტრით 2 სმ-მდე, უფრო მეტად დამახასიათებელია:
მსხვილი ნაწლავის კიბო პოლიპისაგან ფეხზე წარმოიქმნება:
შეუცვლელი ლორწოვანის ფონზე კოლინჯის მრავალრიცხოვანი მომრგვალო ავსების დეფექტები, მკვეთრი კონტურებით - დამახასიათებელია:
ერთეული მრგვალი ავსების დეფექტი მსხვილ ნაწლავში, ხორკლიანი ზედაპირით ზომით 3 სმ-ზე მეტი. ეს რენტგენოლოგიური ნიშანია:
განივი კოლინჯის მყარი ცირკულარული შევიწროება, არასწორი დაკბილული კონტურებით ვლინდება:
ცენტრალური ოვალური ავსების დეფექტი, ლოკალიზებული სიგმური ნაწლავის დისტალურ ნაწილში, დიამეტრით 8 სმ, „დეფექტის" დონეზე და მის მაღლა ნაწლავის სანათური მნიშვნელოვნად გაგანიერებულია. „დეფექტის ლოკალიზაციის შესაბამისად ისინჯება მკვრივი წარმონაქმნი, მოძრავი ნაწლავთან ერთად. ნაწლავის გამავლობა დარღვეულია, ავადმყოფი უჩივის ყაბზობას. ყველაზე ხშირი მიზეზი ამისა არის:
ოპერირებული მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევისას პირველ რიგში ყურადღება ექცევა:
დუოდენალური ფანჯარა უფრო მკვეთრად გამოხატულია:
კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევისას კუჭის წვენის მჟავიანობის მაღალი ციფრები, მრავლობითი წყლულები, გამოხატული ჰიპერსეკრეცია; კუჭქვეშა ჯირკვლის ანგიოგრაფიისას, სიმსივნე ჭარბად გამოხატული ვასკულარიზაციით. აღნიშნული ტრიადა დამახასიათებელია: