QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

281

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან სწორია:1) გულშიდა ეკგ-ის ჩასაწერად გამოიყენება სპეციალური კათეტერ-ელექტროდები, რომელთა მეშვეობით შეიძლება ამორჩევითად დავარეგისტრიროთ მარჯვენა წინაგულის, პარკუჭის და ჰისის კონის პოტენციალები;2) გულშიდა ელექტროსტიმულაციით ჩატარებული ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევები გამოიყენებიან რეფრაქტერული ტაქიარიტმიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის;3). კათეტერული ელექტროდები გამოიყენებიან ელექტრული იმპულსით ატრიოვენტრიკულური კვანძის და დამატებითი გამტარი გზების აბლაციისთვის.

282

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან სწორია:1) ტრანსვენური გულშიდა ბიოფსია ტარდება სპეციალური კათეტერებით, რომელთა საშუალებითაც შეიძლება სუბენდოკარდიული ბიოფსიური მასალის აღება, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პარკუჭიდან;2) გულშიდა ბიოფსია განსაკუთრებით ინფორმატიულია ინფილტრაციული კარდიომიოპათიების სადიაგნოსტიკოდ;3). გულშიდა ბიოფსია ინფორმატიულია სხვადასხვა ტიპის ანთებითი პროცესების დიფერენცირებისათვის.

283

ორგანიზმში შეყვანილი პრეპარატი განიცდის:1) აბსორბციას; 2) პლაზმასა და ქსოვილებში განაწილებას;3). მეტაბოლიზმს; 4). ორგანიზმიდან ელიმინაციას.

284

ორგანიზმში პრეპარატის პარენტერალური შეყვანის გზებია:1) ინტრავენური; 2) ინტრამუსკულური; 3). ტრანსდერმული; 4). კანქვეშა.

285

პრეპარატის ენტერალური შეყვანის გზებია:1) პერორალური; 2) ინჰალაციური; 3). სუბლინგვალური; 4). რექტალური.

286

ნახევარდაშლის პერიოდი, ეს არის დრო, რომლის განმავლობაშიც:

287

ამოირჩიეთ სწორი პასუხი:1) პრეპარატის თერაპიული ინდექსი განისაზღვრება ამ პრეპარატის ტოქსიური დოზის შეფარდებით ეფექტურ დოზასთან;2) რაც ვიწროა პრეპარატის თერაპიული ინდექსი, მით უფრო ნაკლებია ტოქსიური ეფექტის გამოვლენის საშიშროება;3). რაც ვიწროა პრეპარატის თერაპიული ინდექსი, მით მეტია ტოქსიური ეფექტის გამოვლენის საშიშროება.

288

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) რეცეპტორი სპეციფიური სუბსტრატის ამომცნობი სტრუქტურაა;2) რეცეპტორები განლაგებული არიან სამიზნე ორგანოების უჯრედების მემბრანების ზედაპირზე;3). რეცეპტორებს არ ახასიათებთ სუბსტრატის მიმართ სპეციფიურობა;4). რეცეპტორების უმეტესობა ლიპიდებია;5). რეცეპტორების უმეტესობა ცილებია.

289

ალფა1 - რეცეპტორების სტიმულაციით გამოწვეული ძირითადი ეფექტებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

290

ალფა2-რეცეპტორების სტიმულაციით გამოწვეული ძირითადი ეფექტებია:1) ვაზოკონსტრიქცია; 2) ნორეპინეფრინის (ნორადრენალინის) გამოყოფის ინჰიბირება;3). ინსულინის გამოყოფის ინჰიბირება; 4). არტერიული წნევის მომატება.

291

ბეტა -1 რეცეპტორების სტიმულაციით გამოწვეული ძირითადი ეფექტებია:1) ტაქიკარდია; 2) ვაზოდილატაცია; 3). ლიპოლიზის გაძლიერება; 4). მიოკარდიუმის კუმშვადობის გაზრდა; 5). ბრონქოდილატაცია.

292

ბეტა - 2 რეცეპტორების სტიმულაციით გამოწვეული ძირითადი ეფექტებია, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

293

ქვემოთ მოყვანილი პრეპარატებიდან ადრენერგული რეცეპტორების სტიმულატორებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

294

ქვემოთ მოყვანილი პრეპარატებიდან მხოლოდ ბეტა-რეცეპტორების სტიმულატორებია:

295

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) ალფა-ბლოკატორების უმეტესობა არასელექტიურია - ე.ი. აბლოკირებენ როგორც ალფა-1, ისე ალფა-2 ადრენორეცეპტორებს;2) ალფაბლოკატორებს აღენიშნებათ, როგორც ვენო, ასევე არტერიოდილატატორული ეფექტი;3). ალფაბლოკატორები მხოლოდ არტერიოდილატატორები არიან;4). პრაზოზინი, დოქსაზოზინი და ტერაზოზინი მიეკუთვნებიან ალფა-ბლოკატორებს.

296

არასელექტიური ბეტა-ბლოკატორებია:1) პროპრანოლოლი (ანაპრილინი); 2) ნადოლოლი; 3). პინდოლოლი; 4). აცებუტოლოლი; 5). ათენოლოლი; 6). მეტოპროლოლი; 7). ლაბეტალოლი.

297

კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორებია:1) პროპრანოლოლი; 2) ნადოლოლი; 3). პინდოლოლი; 4). აცებუტოლოლი; 5). ათენოლოლი; 6). მეტოპროლოლი.

298

კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორები:1) ნებისმიერ დოზებში აბლოკირებენ მხოლოდ ბეტა1-რეცეპტორებს;2) დიდ დოზებში აბლოკირებენ ბეტა2-რეცეპტორებსაც;3). გამოიყენებიან სტენოკარდიის და ჰიპერტენზიის სამკურნალოდ;4). არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორებთან შედარებით ნაკლებად გამოხატული გვერდითი ეფექტები აღენიშნებათ.

299

ვაზოდილატატორული ბეტა - ბლოკატორებია:1) პროპრანოლოლი; 2) ნადოლოლი; 3). აცებუტალოლი;4). ლაბეტალოლი; 5). მეტოპროლოლი; 6). კარვედილოლი.

300

რომელ ბეტა-ბლოკატორს ახასიათებს ალფა-რეცეპტორების ბლოკირების უნარიც:1) პროპრანოლოლი; 2) ნადოლოლი; 3). აცებუტოლოლი; 4). ლაბეტალოლი; 5). კარვედილოლი.

განმარტებები