QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

301

ბეტა-ბლოკატორები გამოიყენებიან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიის თერაპიისათვის, გარდა:

302

სტენოკარდიის სამკურნალოდ ბეტა-ბლოკატორების ეფექტურობა აიხსნება:

303

ბეტა-ბლოკატორის დოზის გადაჭარბებისას შეძლება გამოვიყენოთ:

304

ბეტა-ბლოკატორების აბსოლუტური უკუჩვენებებია:1) ბრონქული ასთმა; 2) მაღალი ხარისხის AV - ბლოკადა;3). რეინოს ფენომენის აქტიური ფორმები;4). ინსულინ - დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი; 5). ორსულობა.

305

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან სწორია:1) ყველა ნიტრატი ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმნება აზოტის ჟანგად -NO; 2) NO მიეკუთვნება მეორად გადამცემ სისტემას;3). NO-ს მოქმედებით ადგილი აქვს გლუვი კუნთების რელაქსაციას.

306

სტენოკარდიის ხანგრძლივი თერაპიისათვის მიზანშეწონილია:1) ტრინიტრატების გამოყენება; 2) დინიტრატების გამოყენება; 3). მონონიტრატების გამოყენება; 4). სამივე ჯგუფის პრეპარატები ერთნაირი ეფექტურობით ხასიათდებიან.

307

სტენოკარდიის შეტევის კუპირებისთვის გამოიყენება:1) ნიტროგლიცერინის სუბლინგვალური ან შესასხურებელი ფორმა;2) ნიტროგლიცერინის ტრანსდერმული ფორმა;3). გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატები; 4). იზოსორბიდ დინიტრატი; 5). იზოსორბიდ მონონიტრატი.

308

კალციუმის ანტაგონისტების ძირითადი ეფექტებია:1) მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება; 2) მიოკარდიუმის კუმშვადობის გაზრდა;3). ატრიოვენტრიკულური გამტარობის შეფერხება;4). სისხლძარღოვანი რეზისტენტობის დაქვეითება.

309

დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტების (ნიფედიპინი და II რიგის დიჰიდროპირიდინები) ძირითადი თერაპიული ეფექტი:1) ვენოდილატაციაა; 2) პერიფერიული და კორონარული არტერიოდილატაციაა;3). სინოაურიკულური და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შეფერხებაა;4). მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითებაა.

310

ნიფედიპინი და დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატები ნაჩვენებია ყველა ჩამოთვლილი დაავადების სამკურნალოდ, გარდა:

311

ვერაპამილი და დილთიაზემი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:1) ჰიპერტონული დაავადება; 2) პრინცმეტალის სტენოკარდია;3). სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიები; 4). პარკუჭოვანი ტაქიკარდიები;5). ათეროსკლეროზი.

312

ვერაპამილი და დილთიაზემი უკუნაჩვენებია შემდეგი პათოლოგიების არსებობისას:1) სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი; 2) არასტაბილური სტენოკარდია;3). დიგიტალისური ინტოქსიკაცია; 4). WPW სინდრომი; 5). მიოკარდიუმის ინფარქტი.

313

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) I კლასის ანტიარიტმული პრეპარატები იყოფიან IA, IB, IC კლასებად;2) I კლასის ანტიარიტმული პრეპარატებია ქინიდინი, პროკაინამიდი, ლიდოკაინი, პროპაფენონი, სოტალოლი.3). I კლასის პრეპარატები აქვეითებენ მოქმედების პოტენციალის სწრაფი დეპოლარიზაციის ფაზას - 0 ფაზას;4). I კლასის პრეპარატები აბლოკირებენ Na+ სწრაფ არხებს.

314

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) I კლასის ანტიარიტმული პრეპარატებიდან ყველაზე მეტად გამოხატული პროარიტმული მოქმედება ახასიათებთ IB კლასის აგენტებს;2) IA კლასის პრეპარატების გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია Q-T ინტერვალის გახანგრძლივება და Torsades de pointes განვითარება;3). IC კლასის პრეპარატებისთვის დამახასიათებელია QRS კომპლექსის გახანგრძლივება და ,,ფართო" კომპლექსებიანი ტაქიკარდიის განვითარება, რომელიც ხშირად გადადის პარკუჭების ფიბრილაციაში;4). IA კლასის პრეპარატების პროარიტმული ეფექტების გამოვლენას ხელს უწყობს ჰიპოკალემია და ბრადიკარდია.

315

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) III კლასის ანტიარიტმულ ეფექტებთან ერთად ამიოდარონს (კორდარონს) აღენიშნება, I კლასის ეფექტებიც;2) ამიოდარონი უნივერსალური ,,ფართო სპექტრის" ანტიარიტმიული პრეპარატია, რომელსაც III კლასის ანტიარიტმულ ეფექტებთან ერთად აღენიშნება ნაკლებად გამოხატული II და IV კლასის ანტიარიტმიული პრეპარატების ეფექტები;3). ამიოდარონი არ გამოიყენება მოციმციმე არიტმიის და WPW სინდრომის ფონზე განვითარებული არიტმიების სამკურნალოდ;4). ამიოდარონი წარმატებით გამოიყენება მძიმე, განსაკუთრებით, პოსტინფარქტული პერიოდის პარკუჭოვანი არიტმიების სამკურნალოდ.

316

ამიოდარონის გამოყენებისას წამოჭრილ პრობლემებს მიეკუთვნება:1) მოქმედების ნელი დასაწყისი, რაც ქმნის მედიკამენტის დიდი დარტყმითი დოზებით დანიშვნის საჭიროებას;2) მოქმედების ძალიან ხანმოკლე ხანგრძლივობა, რაც ქმნის მედიკამენტის დიდი დარტყმითი დოზებით დანიშვნის საჭიროებას;3). სერიოზული გვერდითი ეფექტების, განსაკუთრებით, პულმონური ინფილტრატების განვითარების საშიშროება;4). ზოგიერთ პრეპარატთან კომბინირებისას Torsades de pointes განვითარების რისკი.

317

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) III კლასის ანტიარიტმულ ეფექტებთან ერთად, სოტალოლს აღენიშნება II კლასის ანტიარიტმული პრეპარატების ეფექტებიც;2) d - სოტალოლს მხოლოდ III კლასის თვისებები აქვს;3). სოტალოლი გამოიყენება, როგორც სუპრავენტრიკულური, ისე WPW სინდრომის ან იშემიის ფონზე აღმოცენებული და აგრეთვე თერაპიისადმი რეზისტენტული პარკუჭოვანი არიტმიების სამკურნალოდ;4). სოტალოლის გამოყენებისას გვერდითი ეფექტების განვითარება, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირია ქალებში.

318

ადენოზინი:1) IV B კლასის ანტიარიტმული პრეპარატია, რომელიც იწვევს K+ არხების გაღებას (ჰიპერპოლარიზაცია);2) ეფექტურია "ვიწრო" კომპლექსებიანი სუპრავენტრიკულური არიტმიის პაროქსიზმის მოსახსნელად;3). ეფექტურია "ფართო" კომპლექსებიანი (აბერაციით მიმდინარე) სუპრავენტრიკულური არიტმიის მოსახსნელად;4). გვეხმარება პარკუჭოვანი და აბერაციით მიმდინარე სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების ერთმანეთისგან დიფერენცირებაში;

319

ადენოზინის საწინააღმდეგო მოქმედება აღენიშნება:

320

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) "მარყუჟის" შარდმდენების მოქმედების ადგილი ჰენლეს მარყუჟის აღმავალი მუხლია;2) "მარყუჟის" შარდმდენების მოქმედებით ქვეითდება ნატრიუმის, კალიუმის და ქლორის იონების გამოყოფა;3). "მარყუჟის" შარდმდენები აძლიერებენ კალციუმის იონების გამოყოფას;4). "მარყუჟის" შარდმდენები არაეფექტურნი არიან გლომერულურ ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითების შემთხვევაში.

განმარტებები