სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
რეპერფუზიული თერაპიის ჩატარება შესაძლებელია1) სტრეპტოკინაზით; 2) ალტეპლაზით ან უროკინაზით;3). ე.წ. პირველადი ანგიოპლასტიკით; 4). სასწრაფო კორონარული შუნტირებით.
მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას ასპირინი ინიშნება:
თრომბოლიზური თერაპიის შემდგომ რეოკლუზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:1) კალციუმის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანა;2) მაგნიუმის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანა;3). სტრეპტოკინაზასთან ერთად ჰეპარინის შეყვანა;4). ალტეპლაზასთან ერთად ჰეპარინის დანიშვნა.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს განვითარებული სინუსური ტაქიკარდიის მოსახსნელად საჭიროა:1) ტკივილის მოხსნა; 2) ჰიპოვოლემიის კორეგირება;3). მიოკარდიუმის დაქვეითებული კუმშვითი ფუნქციის კორეგირება;4). ბეტა-ბლოკატორების მიღება.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებისას საჭიროა:1) ამ არიტმიის განმაპირობებელი ფაქტორების მკურნალობა;2) კაროტიდულის სინუსის მასაჟის ან ცდომილი ნერვის გამაღიზიანებელი სხვა მანევრების ჩატარება;3). ადენოზინის ინტრავენურად შეყვანა (მარცხენა პარკუჭის შენახული ფუნქციის პირობებში);4). მარცხენა პარკუჭის უკმარისობის არსებობისას დილთიაზემის და ვერაპამილის ინტრავენურად შეყვანა.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პარკუჭოვანი არიტმიის აღმოცენებისას "არჩევის" პრეპარატია:
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პარკუჭოვანი არიტმიის აღმოცენებისას ანტიარიტმული პრეპარატების ეფექტებს მნიშვნელოვნად აძლიერებს:1) პარკუჭოვანი სტიმულაცია; 2) განგლიობლოკადა;3). მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მკურნალობა;4). ჰიპოკალემიის კორეგირება.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ატროპინის ინტრავენურად შეყვანის ჩვენებებია:1) ატრიოვენტრიკულურ ბლოკადასთან შერწყმული ბრადიარიტმიები;2) ჰიპოტენზიით მიმდინარე სინუსური ან კვანძოვანი ბრადიკარდიები;3). გამომხტარი პარკუჭოვანი რიტმები;4). პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე ატროპინით მკურნალობისას სიმპათიკური ნერვული სისტემის ფარულ ჰიპერტონუსის არსებობისას შეიძლება განვითარდეს:1) სინუსური ტაქიკარდია; 2) პარკუჭოვანი ტაქიკარდია;3). პარკუჭების ფიბრილაცია.
მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე მარცხენა პარკუჭის უკმარისობის განვითარებისას პირველი რიგის პრეპარატებია:1) აგე ინჰიბიტორები; 2) საგულე გლიკოზიდები; 3). შარდმდენები; 4). ბეტა-ბლოკერები.
მარჯვენა პარკუჭის ინფარქტის განვითარებისას უკუნაჩვენებია:
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის რომელი გართულება არ წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის ჩვენებას:
ინსულინ-დამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის ფონზე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარებისას საჭიროა:1) პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის გაზრდა;2) პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოხსნა და მათი ჩანაცვლება ინსულინით;3). გლუკოზაინსულინ-კალიუმის ხსნარის ინფუზია;4). თავი ავარიდოთ ნიტრატების დანიშვნას.
მიოკარდიუმის ინფარქტის შორეული გამოსავალი დამოკიდებულია:1) მარცხენა პარკუჭის მოცულობასა და ფუნქციაზე;2) კორონარული სისხლძარღვების მდგომარეობაზე;3). მიოკარდიუმის ელექტრულ სტაბილობაზე; 4). რისკ-ფაქტორების აღკვეთაზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში:1) საჭიროა სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება;2) არ არის მიზანშეწონილი ზომიერი ფიზიკური აქტივობა; 3). უკუნაჩვენებია სტატინების მიღება;4). მნიშვნელოვანია არტერიული წნევის ნორმალიზება.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პეროდში მიზანშეწონილია:1) დიდი რაოდენობით მცენარეული საკვების და თევზის მიღება;2) ხორცის შეზღუდვა;3). 60 წელს გადაკილებული მამაკაცებისთვის ესტროგენების დანიშვნა;4). E ვიტამინის, ბეტა-კაროტენის და სხვა ანტიოქსიდანტების მიღება.
მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეული ან გვიანი პერიოდის სიკვდილიანობას ამცირებენ:1) ასპირინი; 2) აგე ინჰიბიტორები; 3). ბეტაბლოკატორები;4). საგულე გლიკოზიდები.
ინფარქტის გადატანის შემდგომ პერორალური ანტიკოაგულანტური თერაპია ენიშნებათ იმ პაციენტებს:1) რომლებიც ანამნეზში აღნიშნავენ თრომბოემბოლიურ დაავადებას;2) რომელთაც ექოკარდიოგრაფიულად მარცხენა პარკუჭის ღრუში გამოუვლინდათ თრომბი;3). რომელთაც ექოკარდიოგრაფიულად დაუდგინდათ წინა კედლის დიდი ინფარქტი;4). რომლებსაც აღენიშნებათ მოციმციმე არიტმია;5). რომლებსაც აღენიშნებათ გამოხატული გულის უკმარისობა.
მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომ პერორალური ანტიკოაგულანტის მაგივრად ასპირინი ინიშნება:1) პერორალური ანტიკოაგულანტების მიმართ უკუჩვენების შემთხვევაში;2) თუ ავადმყოფი არ ემორჩილება პერორალური ანტიკოაგულანტური თერაპიის აუცილებელ მკაცრ მოთხოვნებს;3). მარცხენა პარკუჭის ქვედა კედლის ინფარქტების დროს;4). მარცხენა პარკუჭის ქვედა კედლის ანევრიზმის განვითარებისას.
პოსტინფარქტულ პაციენტებში აგე ინჰიბიტორები ინიშნებიან:1) მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის შემთხვევაში;2) განდევნის ფრაქციის დაქვეითების შემთხვევაში;3). გულის უკმარისობის შემთხვევაში; 4). საგულე გლიკოზიდების უეფექტობისას.