QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

541

პოსტინფარქტული პერიოდის საუკეთესო ანტიარიტმული პრეპარატებია:1) ბეტა-ბლოკატორები; 2) ამიოდარონი (კორდარონი); 3). ფლეკაინიდი; 4). მორიციზინი (ეთმოზინი).

542

პოსტინფარქტულ პერიოდში აბსოლუტურად უკუნაჩვენებია:1) ბეტაბლოკატორები; 2) ამიოდარონი (კორდარონი); 3). ფლეკაინიდი; 4). მორიციზინი (ეთმოზინი).

543

25 წლის მამაკაცს აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. მისი ოჯახის რამდენიმე წევრსაც გადატანილი აქვს იგივე დაავადება. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიჰიპერლიპიდემიური პრეპარატებიდან რომელია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ამ პაციენტისთვის:

544

პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მოქმედებით ადგილი აქვს:1) სინუსის კვანძის ავტომატიზმის დაქვეითებას;2) ატრიოვენტრიკულური გამტარობის დაქვეითებას;3). პერინოდალური ქსოვილების რეფრაქტერული პერიოდის შემცირებას;4). პერინოდალური ქსოვილების გამტარობის დაქვეითებას.

545

სიმპათიკური ნერვული სისტემის მოქმედებით ადგილი აქვს:1) სინუსის კვანძის ავტომატიზმის გაზრდას;2) ატრიოვენტრიკულური გამტარობის ხანგრძლივობის შემცირებას;3). პერინოდალური ქსოვილების რეფრაქტერული პერიოდის გახანგრძლივებას;4). პერინოდალური ქსოვილების გამტარობის დაქვეითებას.

546

მოსვენების ტრანსმემბრანული პოტენციალის სიდიდე, ძირითადად, განისაზღვრება:

547

სინუსის კვანძის დისფუნქცია შეიძლება გამოვლინდეს:1) სინუსური ბრადიკარდიით; 2) სინუსური ექსტრასისტოლიით;3). სინოაურიკულური ბლოკადით; 4). ატრიოვენტრიკულური ბლოკადით;5). სინუსის კვანძის გამოთიშვით.

548

სინუსის კვანძის დისფუნქცია ხშირად ვითარდება:1) ხანდაზმულ ასაკში (იზოლირებული დარღვევის სახით);2) სინუსის კვანძის არტერიის ობსტრუქციის შედეგად;3). ამილოიდოზის და წინაგულების სხვა ინფილტრაციული პროცესების ფონზე;4). სპეციფიური მიზეზის გარეშე.

549

სინუსური ბრადიკარდია ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებას, გარდა:

550

სინუსის კვანძის დისფუნქცია შეიძლება კლინიკურად გამოვლინდეს:1) თავბრუსხვევის ეპიზოდებით; 2) პერმანენტული გულისრევით;3). გულის წასვლით; 4). პერიოდულად ცნობიერების დაკარგვით.

551

სინუსის კვანძის დისფუნქციისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი პაუზების განმავლობაში განვითარებული გულის წასვლის ეპიზოდები შეიძლება განპირობებული იყოს:1) სინუსის კვანძის დროებითი გამოთიშვით;2) სინოაურიკულური ბლოკადით; 3). ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადით;4). გამომხტარი კვანძოვანი ან პარკუჭოვანი რიტმის აღმოცენებით.

552

სინუსის კვანძის დისფუნქცია პირველად შეიძლება გამოვლინდეს ფიზიკური დატვირთვის ან ცხელების ფონზე:

553

სინუსის კვანძის დისფუნქციის პირველად გამოვლენის მიზეზი შეიძლება გახდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღება, გარდა:

554

ბრადიკარდია - ტაქიკარდიის სინდრომი გულისხმობს:1) წინაგულების თრთოლვისა და ციმციმის პაროქსიზმების და ამ არიტმიების შემდგომ განვითარებული ხანგრძლივი სინუსური პაუზების მონაცვლეობას;2) ბრადი - და ტაქიკარდიების მონაცვლეობით აღმოცენებას;3). ხანგრძლივი სინუსური პაუზის შემდეგ წინაგულების თრთოლვისა და ციმციმის პაროქსიზმების აღმოცენებას;4). სინოაურიკულური ბლოკადისა და გამომხტარი პარკუჭოვანი რიტმის მონაცვლეობას.

555

სინოაურიკულური ბლოკადა:1) ეწოდება სინუსის კვანძიდან მის მიმდებარე წინაგულებამდე იმპულსის გადაცემის შეფერხებას;2) ეწოდება სინუსის კვანძიდან მის მიმდებარე წინაგულებამდე იმპულსის გადაცემის ბლოკირებას;3). ეწოდება სინუსის კვანძიდან ატრიოვენტრიკულურ კვანძამდე იმპულსის გადაცემის შეფერხებას;4). ეწოდება სინუსის კვანძიდან ატრიოვენტრიკულურ კვანძამდე იმპულსის გადაცემის ბლოკირებას.

556

I ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადა:

557

II ხარისხის სინოატრიალური ბლოკადა ვენკენბახის პერიოდით (I ტიპი) ეკგ-ზე ვლინდება:1) P-P ინტერვალის პროგრესირებადი გახანგრძლივებით (პარკუჭოვანი პაუზის აღმოცენებამდე);2) P-P ინტერვალის პროგრესირებადი დამოკლებით (პარკუჭოვანი პაუზის აღმოცენებამდე);3). პარკუჭოვანი პაუზით, რომლის ხანგრძლივობა წინა P-P ინტერვალის გაორმაგებულ ხანგრძლივობაზე მეტია;4). პარკუჭოვანი პაუზით, რომლის ხანგრძლივობა ნორმალური P-P ინტერვალის გაორმაგებულ ხანგრძლივობაზე ნაკლებია.

558

II ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადა მობიტცის ტიპის (II ტიპი) ეკგ-ზე ვლინდება:1) P-P ინტერვალის პროგრესირებადი გახანგრძლივებით (პარკუჭოვანი პაუზის აღმოცენებამდე);2) მუდმივი P-P ინტერვალით (პარკუჭოვანი პაუზის აღმოცენებამდე); 3). პარკუჭოვანი პაუზით, რომლის ხანგრძლივობა ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ აღემატება P-P ინტერვალს;4). პარკუჭოვანი პაუზით, რომლის ხანგრძლივობა P-P ინტერვალის გაორმაგებულ ხანგრძლივობაზე ნაკლებია.

559

III ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადა ეკგ-ზე ვლინდება:1) წინაგულოვანი აქტივობის არარსებობით;2) გამომხტარი წინაგულოვანი არიტმიების აღმოცენებით;3). P-P ციკლის პროგრესირებადი გახანგრძლივებით, რომელსაც მოყვება უკანასკნელ ციკლზე ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ უფრო ხანგრძლივი პაუზა;4). სინუსის კვანძის გამოთიშვის ეკგ ნიშნებით.

560

სინუსის კვანძის ინტრაკარდიული გამოკვლევა გამოიყენება სინოაურიკულური ბლოკადის შემდეგი ფორმების დიაგნოსტირებისთვის:1) I ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადა;2) ვენკენბახის II ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადა;3). მობიტცის II ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადა;4). III ხარისხის სინოაურიკულური ბლოკადა.

განმარტებები