სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
მიტრალური სარქვლის სტენოზის ფონზე ტაქისისტოლური ფორმის წინაგულთა ფიბრილაციის აღმოცენებისას ფილტვების შეშუპების განვითარების ძირითადი მიზეზია:1) პარკუჭების ავსებაში მონაწილეობისაგან წინაგულების ,,გამოთიშვა~;2) პარკუჭების დიასტოლური ავსების დროის შემცირება;3). სისტემური ემბოლიები;4) წინაგულთა ფიბრილაციის პაროქსიზმის შეწყვეტის შემდეგ განვითარებული პაუზა.
წინაგულთა ფიბრილაციის დროს, ჩვეულებრივ პარკუჭების შეკუმშვის სიხშირე:1) არარეგულარულია;2) დაახლოებით წინაგულების შეკუმშვის სიხშირის ტოლია;3). გაცილებით ნაკლებია წინაგულების შეკუმშვის სიხშირეზე;4). ძირითადად განისაზღვრება ატრიოვენტრიკულური კვანძის ფუნქციურირეფრაქტერული პერიოდით.
წინაგულთა ფიბრილაციის ფონზე სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ჩამოყალიბება შეიძლება ვივარაუდოთ, თუ :
წინაგულთა ფიბრილაციით შეპყრობილი ავადმყოფის ობიექტური გამოკვლევით შეიძლება გამოვლინდეს:1) საუღლე ვენის პულსის მრუდზე ქვემეხისებური a ტალღები;2) საძილე არტერიებზე პულსის ცვალებადობა;3). I ტონის ინტენსივობის ცვალებადობა;4). მარცხენა წინაგულის დილატაცია (ექოკარდიოგრაფიულად).
წინაგულთა ფიბრილაციის კუპირების შემდეგ სინუსური რიტმის შენარჩუნება საეჭვოა იმ ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
ჰემოდინამიური დარღვევით მიმდინარე წინაგულთა ფიბრილაციის თერაპიისთვის უპირატესობა ენიჭება:
წინაგულთა ფიბრილაციის პაროქსიზმის მკურნალობა გულისხმობს:1) გამომწვევი ფაქტორების (დეჰიდრატაცია, ალკოჰოლი, ჰიპერთერმია და სხვ.) აღკვეთას;2) ატრიოვენტრიკულური კვანძის გამტარებობაზე მოქმედი მედიკამენტების ინტრავენურად შეყვანას;3). ანტიკოაგულანტების გამოყენებას;4). გადაუდებელი კარდიოვერსიის ჩატარებას.
წინაგულთა ფიბრილაციისას გშს შემცირებისთვის გამოიყენება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
წინაგულთა ფიბრილაციისას სამკურნალოდ გეგმიური კარდიოვერსიის ჩატარებამდე საჭიროა ჩატარდეს მოსამზადებელი მკურნალობა, რაც გულისხმობს:1) პარკუჭების რიტმის გაკონტროლებას;2) პერორალური ანტიკოაგულანტების მიღებას;3). ამიოდარონის მიღებას 4). გამომწვევი მიზეზების (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დარღვევა) კორეგირებას.
გულის უკმარისობით და წინაგულთა ფიბრილაციით შეპყრობილი ავადმყოფისთვის (გეგმიური კარდიოვერსიის ჩატარებამდე) პარკუჭოვანი რიტმის გასაკონტროლებლად უპირატესობა ენიჭება:
გეგმიური კარდიოვერსიის ჩატარებამდე (წინაგულთა ფიბრილაციის კუპირებისათვის):1) საჭიროა 4 კვირის განმავლობაში პერორალური ანტოკოაგულანტების მიღება;2) საჭიროა 7 - 8 კვირის განმავლობაში პერორალური ანტიკოაგულანტების მიღება;3). საჭიროა 3 თვის განმავლობაში პერორალური ანტიკოაგულანტების მიღება;4). ანტიკოაგულანტურ თერაპიასთან ერთად ხშირად ინიშნება ამიოდარონი (კორდარონი).
წინაგულთა ფიბრილაციის კუპირებისთვის დაწყებიდან 48სთ-ის განმავლობაში შეიძლება მედიკამენტური კარდიოვერსიის ჩატარება ფლეკაინიდით და პროპაფენონით:1) თუ ავადმყოფი იღებდა ამიოდარონს (კორდარონს);2) მხოლოდ გულის ორგანული პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში;3). დიგოქსინთან კომბინაციაში;4). გულის პათოლოგიის არსებობისას შემთხვევაში.
წინაგულთა ფიბრილაციისას სამკურნალოდ ქინიდინის და დიგოქსინის კომბინირების შემთხვევაში ადგილი ექნება:
რეკურენტული წინაგულთა ფიბრილაციისას თერაპიისთვის ნაჩვენებია:1) პროპრანოლოლის (ანაპრილინის) მცირე დოზებით მიღება;2) ვერაპამილის მცირე დოზებით მიღება;3). ამიოდარონის (კორდარონის) მცირე დოზებით მიღება;4). სოტალოლის მცირე დოზებით მიღება.
ერთდროულად გულის უკმარისობით და პერმანენტული წინაგულთა ფიბრილაციით შეპყრობილი ავადმყოფის ანტიარიტმული მკურნალობისას (პარკუჭების რიტმის კონტროლისთვის) უპირატესობა ენიჭება:
წინაგულთა ფიბრილაციისას თერაპიისთვის ნაჩვენებია დიგოქსინის გამოყენება, რადგან:
ერთდროულად სტენოკარდიით ან ჰიპერტენზიით და პერმანენტული წინაგულთა ფიბრილაციით შეპყრობილი ავადმყოფის პარკუჭების სიხშირის კონტრლისთვის უპირატესობა ენიჭება:1) ვერაპამილს; 2) დილთიაზემს; 3). მეტოპროლოლს;4). დიგოქსინს.
პერმანენტული წინაგულთა ფიბრილაციისას თერაპიისთვის გამოიყენება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალება, გარდა:
წინაგულების თრთოლვა:1) ძირითადად ვითარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში;2) ძირითადად ვითარდება გულის ორგანული პათოლოგიის ფონზე;3). ხშირად ვითარდება კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ;4). ხშირად გადადის წინაგულების ციმციმში.
წინაგულების თრთოლვა:1) შეიძლება აღმოცენდეს პაროქსიზმების სახით;2) შეიძლება მუდმივი ხასიათის იყოს;3). წინაგულების ციმციმთან შედარებით უფრო ხშირად იწვევს თრომბოემბოლიურ გართულებებს;4). ხშირად გადადის წინაგულების ციმციმში.