სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომ განვითარებული პაროქსიზმული წინაგულოვანი თრთოლვის სწრაფად მოსახსნელად მიზანშეწონილია:
წინაგულების ფიბრილაციის შესახებ ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან სწორია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
თანამედროვე შეხედულებით, სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიების აღმოცენების საფუძველია:1) ტრიგერული აქტივობა; 2) ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაცია;3). რეენთრის მექანიზმების ამოქმედება.
სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:1) გულისცემის შეგრძნებით; 2) გულის წასვლით; 3). ჰიპოტენზიით; 4). ფილტვების შეშუპებით.
სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიების სიმპტომების სიმძიმე განისაზღვრება:1) სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის ტიპით (წინაგულოვანი თუ კვანძოვანი);2) ტაქიკარდიის აღმოცენების სიხშირით;3). თითოეული პაროქსიზმის ხანგრძლივობით; 4). გულის ფუნქციური მდგომარეობით.
გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული არაპაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების აღმოცენების მექანიზმია:1) ტრიგერული აქტივობა; 2) ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაცია;3). რეენთრის მექანიზმების ამოქმედება.
ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან ატრიო-ვენტრიკულური (კვანძოვანი) პაროქსიზმული ტაქიკარდიის შესახებ სწორია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის შემთხვევაში აგზნების ტალღა წინაგულებიდან პარკუჭებამდე ტარდება:
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ფონზე პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების აღმოცენებისას აგზნების ტალღა წინაგულებიდან პარკუჭებამდე ძირითადად ტარდება:
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ფონზე ვიწრო (ნორმალური ხანგრძლივობის) QRS კომპლექსებიანი პაროქსიზმიული ტაქიკარდია ვითარდება, თუ წინაგულებიდან პარკუჭებამდე აგზნების ტალღა ვრცელდება:1) ანტეროგრადულად - ჰის-პურკინიეს გამტარი გზით;2) ანტეროგრადულად - დამატებითი გამტარი გზით;3). რეტროგრადულადდამატებითი გამტარი გზით;4). რეტროგრადულად- ჰის-პურკინიეს გამტარი გზით.
ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ფონზე ფართო (დეფორმული) QRS კომპლექსებიანი პაროქსიზმიული ტაქიკარდიის აღმოცენებას ადგილი აქვს, თუ წინაგულებიდან პარკუჭებამდე აგზნების ტალღა ვრცელდება:1) ანტეროგრადულად - ჰის-პურკინიეს გამტარი გზით;2) ანტეროგრადულად - დამატებითი გამტარი გზით;3). რეტროგრადულად- დამატებითი გამტარი გზით;4). რეტროგრადულად- ჰის-პურკინიეს გამტარი გზით.
კვანძოვანი რეენთრის მექანიზმით აღმოცენებული პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის თერაპია (ჰემოდინამიკურად სტაბილურ პირობებში) მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:
კვანძოვანი რეენთრის მექანიზმით ან ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომის ფონზე აღმოცენებული პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების თერაპია (ჰემოდინამიკურად არასტაბილურ პირობებში) მოიცავს:1) ცდომილი ნერვის გამაღიზიანებელ პროცედურებს;2) ინტრავენურად ადენოზინის შეყვანას;3). ინტრავენურად დილთიაზემის ან ვერაპამილის შეყვანას; 4). ელექტრულ კარდიოვერსიას.
სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა:
ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობებიდან პარკუჭოვანი არიტმიის განვითარება ყველაზე ხშირად აღინიშნება:
პარკუჭოვანი ტაქიკარდია:1) ჩვეულებრივ უცაბედად იწყება; 2) შეიძლება განვითარდეს თანდათანობით;3). იხსნება ინტრავენური ადენოზინით;4). შეიძლება გადავიდეს პარკუჭების ფიბრილაციაში.
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის კლინიკური ნიშნების ინტენსივობა განისაზღვრება:1) პარკუჭების შეკუმშვის სიხშირით; 2) ტაქიკარდიის ხანგრძლივობით;3). ფონური კარდიალური პათოლოგიის გამოხატულებით;4). მიოკარდიუმის ფუნქციური მდგომარეობით.
56 წლის მამაკაცს, რომელიც მორეციდივე პარკუჭოვანი არიტმიის სამკურნალოდ 5 თვის განმავლობაში იღებდა გარკვეულ ანტიარიტმულ პრეპარატს დაეწყო: ქოშინი, ხველა და სუბფებრილური ტემპერატურა. გულმკერდის რენტგენოგრამაზე დიფუზური ინტერსტიციული პნევმონიის სურათია. რომელ ანტიარიტმულ პრეპარატს შეეძლო გამოეწვია ეს გვერდითი ეფექტი:
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პროგნოზი დამოკიდებულია:
Q-T ინტერვალის გახანგრძლივების მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი, გარდა: