სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
Q-T ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება აღინიშნოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის მიღების ფონზე, გარდა:
Q-T ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივების სინდრომის მკურნალობისთვის ,,არჩევის" პრეპარატია:
დეფორმული QRS კომპლექსებიანი ტაქიკარდია შეიძლება იყოს:1) პარკუჭოვანი ტაქიკარდია;2) აბერაციით მიმდინარე პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია;3). ანტეროგრადული WPW (ანტეროგრადული იმპულსი ვრცელდება დამატებითი გზით, რეტროგრადული ჰისის კონით);4). რეტროგრადული WPW (ანტეროგრადული იმპულსი ვრცელდება ჰისის კონით, რეტროგრადული დამატებითი გზით).
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის კუპირების საუკეთესო საშუალებაა:
პარკუჭოვანი და აბერაციით მიმდინარე პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სადიფერენციაციოდ გამოიყენება:
დეფორმულ QRS კომპლექსებიანი ტაქიკარდიის შეტევის კუპირების შემდეგ აუცილებელია:1) რიტმის ტიპის ზუსტად განსაზღვრა; 2) მარცხენა პარკუჭის ფუნქციის გამოკვლევა;3). გულის ორგანული პათოლოგიის დადგენა;4). ყველა შემთხვევაში, ხანგრძლივი ანტიარიტმული თერაპიის ჩატარება.
პარკუჭოვანი არიტმიის თერაპიისათვის მედიკამენტის შერჩევა:1) შეიძლება ემპირიულად; 2) ემყარება ჰოლტერის მონიტორირების შედეგებს:3). ემყარება ელექტროფიზიოლოგიური ტესტირების შედეგებს.
მედიკამენტური თერაპიის უეფექტობისას პარკუჭოვანი არიტმიის სამკურნალოდ გამოიყენება:1) ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება; 2) ქირურგიული ჩარევა; 3). კათეტერული აბლაცია; 4). იმპლანტირებადი დეფიბრილატორი.
აჩქარებული პარკუჭოვანი რიტმი:1) ჩვეულებრივ, ტრანზიტორული, კეთილთვისებიანი არიტმიაა;2) ჩვეულებრივ, კლინიკურად არ ვლინდება;3). ჩვეულებრივ, აღმოცენდება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;4). აღმოცენდება საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციისას.
აჩქარებული პარკუჭოვანი რიტმი:1) შეიძლება აღმოცენდეს კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ:2) შეიძლება აღმოცენდეს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;3). შეიძლება აღმოცენდეს მიოკარდიტის დროს;4). ჩვეულებრივ, საჭიროებს აგრესიული ანტიარიტმული თერაპიის ჩატარებას.
პარკუჭების თრთოლვა და ფიბრილაცია ყველაზე ხშირად ვითარდება:
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ან იშემიის ფონზე განვითარებულ პარკუჭების ფიბრილაციას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის:
ჰიპოტენზიით, მიოკარდიუმის იშემიით ან გულის უკმარისობით მიმდინარე ყველა არიტმია საჭიროებს შეძლებისდაგვარად სწრაფ ელექტროიმპულსურ თერაპიას, გარდა:
უეცარ სიკვდილთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) ტერმინ "უეცარი სიკვდილის" ქვეშ იგულისხმება მოულოდნელად და უეცრად განვითარებული სიკვდილი;2) ტერმინ "უეცარი სიკვდილის" ქვეშ იგულისხმება გარკვეული კლინიკური სიმპტომების გამოვლინებიდან 1 საათში განვითარებული სიკვდილი;3). უეცარი სიკვდილი და უეცარი გულსისხლძარღვოვანი კოლაფსი იდენტური ცნებებია;4). უეცარი სიკვდილის დროს მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი თავის ტვინში შეუქცევადი პათოლოგიური პროცესების განვითარებისათვის.
უეცარი სიკვდილის მიზეზს შეიძლება წარმოადგენს:1) გულის რიტმის დარღვევა;2) გულის დარტყმითი მოცულობის მკვეთრად შემცირება - სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მექანიკური ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობის გამო (მაგ. გულის ტამპონადა);3). გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის უეცრად დარღვევა (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტის, აორტის მკვეთრი სტენოზის დროს);4). ვაზოდეპრესორული რეფლექსების მკვეთრად გააქტივება.
უეცარ სიკვდილთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) უეცარი სიკვდილი კორონარული ათეროსკლეროზის ხშირი გართულებაა;2) უეცარი სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს კორონარული არტერიების მწვავე ობსტრუქცია;3). კორონარების მწვავე ობსტრუქციის მიზეზი ყოველთვის თრომბოზია;4). კორონარების ობსტრუქციის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც თრომბოზი, ასევე ათეროსკლეროზული ფოლაქის დაზიანება.
უეცარ სიკვდილთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) უეცარი სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს მიოკარდიუმის ელექტროფიზიოლოგიური არასტაბილობა;2) ინფარქტის გადატანის შემდეგ მიოკარდიუმი ელექტროფიზიოლოგიურად არასტაბილურ მდგომარეობაში შეიძლება განუსაზღვრელად დიდხანს იმყოფებოდეს;3). უეცარ სიკვდილი ყოველთვის კლინიკურად გამოვლენილი გულის იშემიური დაავადების ფონზე ვითარდება;4). უეცარი სიკვდილის ალბათობა იზრდება გულის უკმარისობის ან პარკუჭების გაზრდილი ექტოპიური აქტივობის ფონზე.
უეცარი სიკვდილის რისკი იზრდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი არიტმიის განვითარებისას, გარდა:
პარკუჭოვან ექსტრასისტოლურ არიტმიასთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია შეიძლება წარმოადგენდეს პარკუჭთა ფიბრილაციის წინაპირობას;2) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამოუკიდებელი მოვლენა, განპირობებული ფიბრილაციის მსგავსი ან მისგან განსხვავებული ელექტროფიზიოლოგიური მექანიზმებით;3). მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე აღმოცენებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია არ ზრდის უეცარი სიკვდილის განვითარების რისკს;4). პარკუჭების ფიბრილაცია ყოველთვის მოულოდნელად ვითარდება და მას წინ ყოველთვის უსწრებს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების სიხშირისა და ხასიათის შეცვლა.
უეცარი სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი არიტმია, გარდა: