QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

721

აორტაში სისხლის წნევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული:1) აორტის კედლის ელასტიურობაზე;2) სისხლძარღვთა პერიფერიულ რეზისტენტობაზე;3). არტერიებში მოცირკულირე სისხლის მოცულობაზე.

722

სისხლის მოცულობითი გადანაწილება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ყველა ქვემოთ ჩამოთვლილზე, გარდა:

723

გულის უკმარისობით გართულებული რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების დროს აღინიშნება, ძირითადად, სისტოლური მოცულობის გაზრდა:1) ჰიპერთირეოზი; 2) გულის იშემიური დაავადება; 3). კარდიომიოპათიები; 4). ბერი-ბერი.

724

გულის უკმარისობით გართულებული რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების დროს აღინიშნება, ძირითადად, სისტოლური მოცულობის შემცირება:1) არტერიული ჰიპერტენზია; 2) ანემია;3). ექსუდაციური პერიკარდიტი.

725

გულის სისტოლური უკმარისობისას აღინიშნება:1) მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება; 2) დარტყმითი მოცულობის შემცირება;3). პარკუჭთა დიასტოლური წნევის გაზრდა; 4). პარკუჭების დილატაცია.

726

გულის დიასტოლური უკმარისობისას აღინიშნება:1) პარკუჭთა კედლების არასრული რელაქსაცია;2) პარკუჭთა დიასტოლური წნევის გაზრდა;3) მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება;4). პარკუჭთა ნორმალური მოცულობის შენარჩენება.

727

გულის ექსცენტრული ჰიპერტროფიისთვის დამახასიათებელია:

728

გულის კონცენტრული ჰიპერტროფიისთვის დამახასიათებელია:

729

გულის კუნთის რომელი ტიპის ჰიპერტროფიისთვის არის დამახასიათებელი პარკუჭის კედლის სისქის, მისი ღრუს მოცულობასთან შეფარდების მუდმივობის შენარჩუნება:

730

გულის უკმარისობის განვითარებისას თირკმლების პერფუზიის გაუარესების მიზეზია:1) მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება;2) სიმპათო-ადრენალური სისტემის გააქტივება;3). ბრადიკინინ-კალიკრეინის სისტემის გააქტივება;4). პროსტაგლანდინების პროდუქციის გაზრდა.

731

გულის უკმარისობისას თირკმლების პერფუზიის დაქვეითებას თან სდევს:1) რენინის პროდუქციის გაზრდა; 2) ანგიოტენზინ II-ის პროდუქციის გაზრდა;3). ალდოსტერონის პროდუქციის შემცირება;4). ანტიდიურეზული ჰორმონის პროდუქციის გაზრდა.

732

გულის უკმარისობისას მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება ძირითადად განპირობებულია მიოკარდიციტებში:

733

გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელია:1) სისხლში ნორადრენალინის კონცენტრაციის მომატება;2) სისხლში ნორადრენალინის კონცენტრაციის შემცირება;3). მიოკარდიოციტებში ნორადრენალინის შემცველობის მომატება;4). მიოკარდიოციტებში ნორადრენალინის შემცველობის შემცირება.

734

რომელი ფიზიკალური ნიშნები და სიმპტომები მიუთითებენ მარცხენა პარკუჭის უკმარისობაზე?

735

გულის შეგუბებით უკმარისობას შეგუბებითი მდგომარეობისაგან განასხვავებს:

736

მარცხენა პარკუჭის უკმარისობისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:

737

მარჯვენა პარკუჭის უკმარისობისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:

738

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ახასიათებს მარჯვენა პარკუჭის უკმარისობას, გარდა:

739

ქოშინი:1) არასდროს ვითარდება ჯანმრთელებში;2) ჯანმრთელებში შეიძლება განვითარდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ფონზე;3). გულის უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში ყოველთვის აღინიშნება მოსვენებით მდგომარეობაში;4). გულის უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში შეიძლება განვითარდეს უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის ფონზე.

740

გულის უკმარისობისას ჩეინ-სტოქსის ტიპის სუნთქვის აღმოცენება განპირობებულია:1) მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითებით;2) სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის შემცირებით;3). სისხლში ნახშირორჟანგის პარციალური წნევის შემცირებით;4). სუნთქვის ცენტრის მგრძნობელობის დაქვეითებით.

განმარტებები