QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

761

გულის უკმარისობის ფონზე განვითარებული, სიმპტომური პარკუჭოვანი არიტმიების სამკურნალოდ "არჩევის" პრეპარატს წარმოადგენს:

762

80 წლის პაციენტს გულის შეგუბებითი უკმარისობის ფონზე განუვითარდა სტენოკარდია. მას უტარდება მკურნალობა ფუროსემიდით, დიგოქსინით, ნიტროგლიცერინით და კალიუმის პრეპარატებით. აღნიშნული თერაპიის ფონზე ავადმყოფს განუვითარდა პულსაციური ტკივილი შუბლის არეში. პირველ რიგში, რა უნდა მოიმოქმედოს ექიმმა:

763

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელია ნაჩვენები გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებული პაციენტისთვის, რომელსაც დიურეტიკებით და დიგოქსინით ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად კვლავ აღენიშნება გულის უკმარისობის ნიშნები:

764

მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება, გარდა:

765

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ხშირად ვითარდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების ფონზე, გარდა:

766

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

767

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის:1) საწყის ეტაპზე ვლინდება ფილტვების ინტერსტიციული შეშუპება;2) საწყის ეტაპზე ვლინდება ფილტვების ალვეოლური შეშუპება;3). გვიან ეტაპზე ვლინდება ფილტვების ინტერსტიციული შეშუპება;4). გვიან ეტაპზე ვლინდება ფილტვების ალვეოლური შეშუპება.

768

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის საწყის ეტაპებზე:1) წვრილი სასუნთქი გზების წინააღმდეგობა მატულობს;2) წვრილი სასუნთქი გზების წინააღმდეგობა კლებულობს;3). ფილტვების ლიმფურ სისტემაში ლიმფის მიდინება მატულობს;4). ფილტვების ლიმფურ სისტემაში ლიმფის მიდინება კლებულობს.

769

ალვეოლური შეშუპების დროს:1) სისხლძარღვთა შიგნით წნევა კრიტიკულ ზღვარს აღწევს;2) ირღვევა ალვეოლურ-კაპილარული მემბრანის მთლიანობა;3). ირღვევა ალვეოლების ამომფენ უჯრედებს შორის მჭიდრო კავშირები.

770

ღამის პაროქსიზმული ქოშინისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა:

771

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის დროს ნახველი ძირითადად:

772

ფილტვების შეშუპების დროს აღინიშნება:1) ტაქისისტოლური და ძაფისებრი პულსი;2) ფილტვებში სხვადასხვა კალიბრის სველი ხიხინი;3). პარადოქსული პულსი; 4). გრეხემ-სტილის შუილი.

773

არაკარდიალური ფილტვების შეშუპება შეიძლება განპირობებული იყოს:1) კაპილარულ-ალვეოლური მემბრანის ფუნქციური და ანატომიური ანომალიით;2) ლიმფურ სადინრებში ლიმფის დინების შეფერხებით;3). სისხლის ონკოზური წნევის დაქვეითებით;4). ფილტვის კაპილარებში ჩაჭედვის წნევის გაზრდით.

774

მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის დიაგნოსტირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:

775

ფილტვების შეშუპების განვითარებისას:1) ავადმყოფი უნდა იწვევს, რათა თავიდან იქნას აცილებული ორთოსტატიული კოლაფსის განვითარება;2) ავადმყოფი უნდა იჯდეს საწოლიდან ფეხებ ჩამოშვებული, რათა შემცირდეს ფილტვებისკენ სისხლის მიდინება;3). საჭიროა ოქსიგენაციის უზრუნველყოფა;4). ჩვენების მიხედვით საჭიროა ტრაქეის ინტუბაციის ჩატარება.

776

ფილტვების შეშუპების მკურნალობისას:1) მორფინი არჩევის პრეპარატია; 2) მორფინი მხოლოდ ერთჯერადად შეიყვანება;3). შესაძლებელია მორფინის განმეორებითი გამოყენებაც;4). მორფინით ინტოქსიკაციისას გამოიყენება ნალოქსონი.

777

მორფინი1) ხსნის შიშის შეგრძნებას (ეს უკანასკნელი ამცირებს ფილტვების ვენტილაციის ეფექტურობას);2) ამცირებს მარცხენა წინაგულის წნევას და ფილტვებში ვაზოკონსტრიქციას;3). ამცირებს ქოშინის ინტენსივობას, რის გამოც მკვეთრად მცირდება სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობა.

778

ფილტვების შეშუპების დროს ფუროსემიდი იწვევს:1) ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას;2) ვენოდილატაციას და პრედატვირთვის შემცირებას;3). ადრენერგული გენეზის ვაზოკონსტრიქციის შემცირებას.

779

ფილტვების შეშუპების სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა პრეპარატი, გარდა:

780

ამინოფილინი (ეუფილინი):1) ამცირებს ბრონქოსპაზმს; 2) აუმჯობესებს თირკმლების სისხლის მიმოქცევას;3). ზრდის ნატრიუმის ექსკრეციას; 4). ამცირებს მიოკარდიუმის კუმშვადობას.

განმარტებები