სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
ფილტვების შეშუპების მკურნალობისას იყენებენ შემდეგ მეთოდებს:1) კიდურებზე ლახტების დადება; 2) ფლებოტომია და სისხლის გამოღება;3). პლაზმოფერეზი.
კარდიომიოპათია:1) მიოკარდიუმის პათოლოგიაა; 2) ყოველთვის იდიოპათიურია;3). შესაძლებელია იყოს იდიოპათიური ან გარკვეული დაავადების ფონზე განვითარებული.
განარჩევენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სახის კარდიომიოპათიებს, გარდა:
კარდიომიოპათია შეიძლება განვითარდეს შემდეგი დაავადების ფონზე:1) ჰიპერტონული დაავადება; 2) მიოკარდიტი;3). სკლეროდერმია; 4). პერიკარდიტი.
იდიოპათიური კარდიომიოპათიებია:1) დილატაციური; 2) რესტრიქციული; 3). ჰიპერტროფიული.
კარდიომიოპათიის შესაძლო განმაპირობებელი ფაქტორებია:1) ალკოჰოლი; 2) რადიაცია; 3). მედიკამენტები;4). ალიმენტური ან ელექტროლიტური დეფიციტი; 5).ორსულობა.
38 წლის ქალს აქვს გულის შეგუბებითი უკმარისობა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმია და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განმეორებადი ეპიზოდები. მისი გული შესამჩნევად გადიდებულია, შუილი არ მოისმინება. არტერიული წნევა და კორონარული ანგიოგრაფიის მონაცემები ნორმის ფარგლებშია. მისი დიაგნოზია:
დილატაციურ კარდიომიოპათიასთან მიმართებაში მართებულია შემდეგი მტკიცებანი:1) დილატაციური და შეგუბებითი კარდიომიოპათია იდენტური მცნებებია;2) დილატაციური კარდიომიოპათიისთვის ძირითადად დამახასიათებელია გულის სისტოლური ფუნქციის დარღვევა;3). დილატაციური კარდიომიოპათიისთვის ძირითადად დამახასიათებელია გულის დიასტოლური ფუნქციის დარღვევა;4). დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ხშირად აღინიშნება ინტრაკარდიული კედლის ამყოლი თრომბები.
დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ძირითადად აღინიშნება:1) ინტერსტიციული ფიბროზი; 2) პერივასკულური ფიბროზი; 3). ნეკროზი.
დილატაციური კარდიომიოპათიის გამომწვევი ფაქტორებია:1) ინფექციური; 2) მეტაბოლური; 3). ტოქსიური;4). ხშირად ფაქტორის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება.
დილატაციური კარდიომიოპათიის დროს:1) დაავადება კლინიკურად შეიძლება წლების განმავლობაში არ გამოვლინდეს;2) დაავადების სიმპტომები ვლინდება თანდათანობით;3). ვითარდება მხოლოდ მარცხენა პარკუჭის უკმარისობა;4). შეიძლება განვითარდეს ორივე პარკუჭის უკმარისობა.
დილატაციური კარდიომიოპათიისთვის ყველაზე ნაკლებად დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური სიმპტომი:
დილატაციური კარდიომიოპათიისთვის დამახასიათებელია:1) III და IV ტონი; 2) მიტრალური ან ტრიკუსპიდული რეგურგიტაცია;3). დიასტოლური შუილები; 4). არტერიული ჰიპერტენზია.
დილატაციური კარდიომიოპათიის ექოკარდიოგრაფიული ნიშნებია:1) გულის ღრუების დილატაცია;2) მარცხენა პარკუჭის კედლის მნიშვნელოვანი ჰიპერტროფია;3). მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირება;4). გულის სარქვლების კალციფიკაცია.
დილატაციური კარდიომიოპათიის დროს:1) მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური წნევა მატულობს;2) ფილტვის არტერიების ჩაჭედვის წნევა მატულობს;3). ცენტრალური ვენური წნევა კლებულობს; 4). არტერიული წნევა მატულობს.
დილატაციური კარდიომიოპათია შეიძლება გართულდეს:1) გულის უკმარისობით; 2) გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანებით;3). თრომბოემბოლიებით; 4). არიტმიებით.
დილატაციური კარდიომიოპათიის ფონზე განვითარებული გულის უკმარისობის სამკურნალოდ რეკომენდებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენება, გარდა:
დილატაციური კარდიომიოპათიის ფონზე არიტმიების აღმოცენებისას:1) შეიძლება ბეტა-ბლოკატორების და კორდარონის გამოყენება;2) ანტიარიტმული პრეპარატების გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ მძიმე სიმპტომური პარკუჭოვანი არიტმიების შემთხვევაში;3). ანტიარიტმული პრეპარატების გამოყენება ნაჩვენებია ნებისმიერი არიტმიის შემთხვევაში;4). ხშირად ანტიარიტმული პრეპარატები შედეგს არ იძლევიან და საჭირო ხდება ქირურგიული მეთოდის ან იმპლანტირებადი დეფიბრილატორის გამოყენება.
მართებულია ყველა ქვემოთ მოყვანილი მტკიცება, გარდა:ორსულთა კარდიომიოპათია
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია:1) წარმოადგენს ნეირო-კუნთოვან დაავადებას;2) შესაძლებელია წარმოადგენდეს კარდიომიოპათიის განვითარების მიზეზს;3). ხასიათდება მარცხენა პარკუჭის უკანაბაზალურ არეში ტრანსმურული ნეკროზის განვითარებით;4). ეკგ-ზე ვლინდება გულ-მკერდის მარჯვენა განხრებში (V1, V2) Q კბილით, ხოლო ლატერალურ განხრებში (V5,V6) მაღალი R კბილით.