სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
პულმონური ობსტრუქციის განვითარების რისკი ყველაზე დიდია გულის შემდეგი თანდაყოლილი მანკის დროს:
გულის თანდაყოლილი მანკებით შეპყრობილ ავადმყოფებში სისხლძარღოვანი შუნტის მიმართულება და ხარისხი განისაზღვრება:1) დეფექტის ან პათოლოგიური შეერთების ზომით;2) სისტემური არტერიული წნევის დონით;3). პულმონური არტერიული წნევის დონით;4). გულის სხვადასხვა კამერებში წნევის დონეთა სხვაობით.
მარცხნიდან მარჯვნივ შუნტი ვითარდება:
გულის თანდაყოლილი მანკების დროს ციანოზის განვითარება გამოწვეულია:1) მარცხნიდან - მარჯვნივ შუნტით; 2) მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტით;3). ფილტვის არტერიის სარქვლის უკმარისობით; 4). აორტის სტენოზით.
მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტით მიმდინარე მანკებს ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშანი, გარდა:
ციანოზი:1) ეწოდება კანის და ლორწოვანი საფარველის მოლურჯო შეფერვას რაც გამოწვეულია ამ ორგანოების წვრილ სისხლძარღვებში აღდგენილი ჰემოგლობინის დაგროვებით;2) ნაკლებადაა გამოხატული ტუჩების, ყურის ნიჟარების და ფრჩხილების არეებში;3). შეიძლება განპირობებული იყოს კანისა და ლორწოვანი გარსის ვენებსა და ვენულებში (მათი დილატაციის შედეგად) ვენური სისხლის დაგროვებით;4). შეიძლება განპირობებული იყოს კაპილარული სისხლის ჟანგბადით გაჯერების გაზრდით.
ციანოზის გამოხატულება:1) მეტია ანემიის ფონზე; 2) მეტია პოლიციტემიის ფონზე;3). იზრდება კაპილარული სისხლის ჟანგბადით გაჯერების გაზრდისას;4). იზრდება კაპილარული სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითებისას.
მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტით მიმდინარე გულის თანდაყოლილი მანკების ფონზე განვითარებული ციანოზი:1) ცენტრალური ხასიათისაა; 2) პერიფერიული ხასიათისაა;3). განპირობებულია არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითებით;4). განპირობებულია დილატირებულ ვენებსა და ვენულებში ვენური სისხლის დაგროვებით.
"ლურჯი" მანკებიდან მოზრდილებში ყველაზე ხშირად გვხვდება:
მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტით მიმდინარე გულის თანდაყოლილი მანკებისთვის დამახასიათებელია:1) ერითროციტების რაოდენობის მკვეთრად მომატება - პოლიციტემია;2) ერითროციტების ზომის მკვეთრად შემცირება;3). ჰემატოკრიტის მაჩვენებლის გაზრდა; 4). ერითროციტების ზომის მკვეთრად გაზრდა.
ქვემოთ ჩამოთვლილი გულის თანდაყოლილი მანკებიდან მკვეთრად გამოხატული პოლიციტემია ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი პათოლოგიების დროს:1) ფალოს ტეტრადა; 2) მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიცია;3). ეიზენმენგერის დაავადება; 4). სამკარიანი სარქვლის ატრეზია.
"დოლის ჯოხისებური" თითები:1) მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტით მიმდინარე გულის თანდაყოლილი მანკების ერთერთი სიმპტომია;2) ვითარდება ჰიპოქსიის საპასუხოდ კიდურების ტერმინალური ფალანგების გამსხვილების შედეგად;3). ხასიათდება დისტალური ფალანგების კაპილარების რაოდენობის შემცირებით;4). ხასიათდება დისტალური ფალანგების არეში შემაერთებელი ქსოვილის განვითარებით.
მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის თანდაყოლილი კორექცია:1) ხასიათდება აორტის აღმავალი ნაწილისა და ფილტვის არტერიის ტრანსპოზიციით და პარკუჭების ინვერსიით;2) ხასაითდება მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით;3). დიაგნოსტირდება სელექტიური ანგიოკარდიოგრაფიით;4). დიაგნოსტირდება ელექტროკარდიოგრაფიით.
მაგისტრალური სისხლძარღვების ტრასპოზიციის თანდაყოლილი კორექციით შეპყრობილ ავადმყოფებში:1) მარცხნივ II ნეკნთაშუა სივრცეში მოისმინება აქცენტირებული II (აორტული) ტონი;2) მარჯვნივ II ნეკნთაშუა სივრცეში მოისმინება აქცენტირებული II (აორტული) ტონი;3). ხშირად აღინიშნება ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის განვითარება;4). რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფილტვის არტერიის ნორმალური სეგმენტის არარსებობა და აორტის აღმავალი ნაწილის გადანაცვლება.
გულის მწვერვალის მდებარეობას გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ეწოდება:
გულის მწვერვალის მდებარეობას გულმკერდის შუა ხაზზე ეწოდება:
გულის სტრუქტურა ჩვეულებრივ, ნორმალურია თუ:
გულის თანდაყოლილი სრული ბლოკადის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ანატომური გათიშულობა:1) წინაგულების მიოკარდიუმსა და ატრიო-ვენტრიკულურ კვანძს შორის;2) წინაგულების მიოკარდიუმსა და ჰისის კონას შორის;3). ატრიო-ვენტრიკულურ კვანძსა და ჰისის კონის მთავარ ღეროს შორის.
გულის თანდაყოლილი სრული ბლოკადის ფონზე გულის შეგუბებითი უკმარისობის და ადამს - სტოქსის შეტევების განვითარებისას:1) ეფექტურია ადრენომიმეტური საშუალებები; 2) ეფექტურია ატროპინი;3). აუცილებელია კარდიოსტიმულატორის იმპლანტირება;4). მუდმივი ტიპის კარდიოსტიმულატორის იმპლანტირებამდე ნაჩვენებია დროებითი ტრანსვენური სტიმულაცია.
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგია ასოცირებულია მარცხნიდან - მარჯვნივ შუნტთან, გარდა: