QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

201

ჩამოთვლილთაგან, მცირე მენჯის ღრუს რომელი ცვლილება არის დამახასიათებელი უბრალო ბრტყელი მენჯის სტრუქტურისათვის?

202

ჩამოთვლილთაგან, წინამდებარე ნაყოფის თავის რომელი მდგომარეობა წარმოადგენს თანაბრად დავიწროვებული მენჯით მშობიარობის ბიომექანიზმის დამახასიათებელ თავისებურებას?

203

ჩამოთვლილთაგან, მცირე მენჯის რომელი ზომის შემცირებით ხდება მენჯის დავიწროვების ხარისხის განსაზღვრა?

204

ჩამოთვლილთაგან, მენჯის დავიწროების რომელ ხარისხს შეესაბამება 10სმ-ის სიგრძის ნამდვილი კონიუგატა?

205

ჩამოთვლილთაგან, მენჯის დავიწროების რომელ ხარისხს შეესაბამება 8,5სმ-ის სიგრძის ნამდვილი კონიუგატა?

206

ჩამოთვლილთაგან, რომელი მონაცემები შეესაბამება კლინიკურად ვიწრო მენჯის განმარტებას?

207

ჩამოთვლილთაგან, რომელი პირობის დაცვის შემთხვევაში არის შესაძლებელი ვასტენის ნიშანის განსაზღვრა?

208

ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო გართულების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს წარმოადგენს ვასთენის დადებითი სიმპტომი?

209

მშობიარის ვაგინალური გასინჯვით დადგინდა, რომ წინამდებარე ნაყოფის თავი მდებარეობს -2დონეზე, ისრისებრი ნაკერი გარდიგარდმო ზომაში, ახლოს ბოქვენის სიმფიზთან. ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?

210

მშობიარის ვაგინალური გასინჯვით დადგინდა, რომ წინამდებარე ნაყოფის თავი მდებარეობს -2დონეზე, ისრისებრი ნაკერი გარდიგარდმო ზომაში, ახლოს ბოქვენის სიმფიზთან. ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის მართვის რომელი ტაქტიკაა ყველაზე უფრო დასაბუთებული ?

211

მშობიარის ვაგინალური გასინჯვით დადგინდა, რომ წინამდებარე ნაყოფის თავი მდებარეობს -2დონეზე, ისრისებრი ნაკერი გარდიგარდმო ზომაში, ახლოს გავის კონცხთან. მშობიარის მენჯის ზომებია: 23-26-29- 18,5სმ. ნაყოფის სავარაუდო წონა 3000,0-3200,0.ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის მართვის რომელი ტაქტიკაა ყველაზე უფრო დასაბუთებული ?

212

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის რომელი ორიენტირი წარმოადგენს წამყვან წერტილს ნაყოფის თხემით წინმდებარეობით მშობიარობის ბიომექანიზმის დროს?

213

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის რომელ ზომაზე გამავალი გარშემოწერილობით იბადება ნაყოფი თხემით წინმდებარეობის დროს?

214

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის რომელი ორიენტირი წარმოადგენს წამყვან წერტილს ნაყოფის შუბლით წინმდებარეობით მშობიარობის ბიომექანიზმის დროს?

215

ჩამოთვლილთაგან, სამეანო გასინჯვის რომელი მონაცემი წარმოადგენს ნაყოფის გარდიგარდმო მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშანს?

216

მშობიარის ვაგინალური გასინჯვით ისინჯება წინამდებარე ნაყოფის თავის შუბლის ნაკერი, რომლის ერთ მხარეზე ისინჯება წარბსაყარი, ხოლო მეორე მხარეს-დიდი ყიფლიბანდის წინა კუთხე. ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის წინმდებარეობის რომელი ტიპის არსებობა არის სავარაუდო ყველაზე მეტად?

217

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის როგორი მოძრაობა შეესაბამება მშობიარობის ბიომექანიზმის II მომენტს ნაყოფის კეფით წინმდებარეობის წინა სახით მშობიარობის დროს?

218

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის წინმდებარეობის რომელი ტიპის დროს გადის ნაყოფის თავი მენჯის ღრუს თავისი ვერტიკალური ზომით?

219

ჩამოთვლილთაგან, ახალშობილისათვის თავის როგორი კონფიგურაცია არის დამახასიათებელი შუბლით წინმდებარეობით მშობიარობის დროს?

220

მშობიარის ვაგინალური გასინჯვის დროს დადგინდა, რომ ნაყოფის თავის საგიტალური ნაკერი მდებარეობს მენჯის შესავლის გარდიგარდმო ზომაში, კონცხთან ახლოს. ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის ჩადგმის რომელი ვარიანტია ყველაზე სავარაუდო?

განმარტებები