QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

221

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის რომელი ორიენტირი წარმოადგენს წამყვან წერტილს პირისახით წინმდებარეობით მშობიარობის ბიომექანიზმის დროს?

222

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის რომელი ორიენტირი წარმოადგენს საფიქსაციო წერტილს პირისახით წინმდებარეობით მშობიარობის ბიომექანიზმის დროს?

223

ჩამოთვლილთაგან, ახალშობილისათვის თავის როგორი კონფიგურაცია არის დამახასიათებელი თხემით წინმდებარეობით მშობიარობის დროს?

224

ნაყოფის ჯდომი მდებარეობს მენჯის შესავალთან, ნაყოფის ქვედა კიდურები- სხეულის გასწვრივ, მოხრილია მენჯ-ბარძაყის სახსარში და გაშლილია მუხლის სახსარში, ტერფები მდებარეობს ნიკაპთან. ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის მენჯით წინმდებარეობის რომელი ვარიანტია ყველაზე სავარაუდო?

225

ნაყოფის ჯდომი მდებარეობს მენჯის შესავალთან ტერფებთან ერთად, ნაყოფის ქვედა კიდურები მოხრილია მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსრებში. ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის მენჯით წინმდებარეობის რომელი ვარიანტია ყველაზე სავარაუდო?

226

ულტრასონოგრაფიული კვლევით ვიზუალიზირდა ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, კუთხე ხერხემალსა და კეფის ძვალს შორის შეადგენს 930. ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის გაშლის რომელი ხარისხი არის სავარაუდო ყველაზე მეტად?

227

ულტრასონოგრაფიული კვლევით ვიზუალიზირდა ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, კუთხე ხერხემალსა და კეფის ძვალს შორის შეადგენს 1050. ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის გაშლის რომელი ხარისხი არის სავარაუდო ყველაზე მეტად?

228

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს საკეისრო კვეთის წარმოების ჩვენებას ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობით ორსულობის დროს?

229

ორსულობის 36 კვირის ვადაზე ჩატარებული ულტრასონოგრაფიული კვლევით დადასტურდა ნაყოფი ჯდომით წინმდებარეობა. ჩამოთვლილთაგან, რომელია ორსულობის შემდგომი მართვის ყველაზე ეფექტური პირველსაწყისი ქმედება?

230

ჩამოთვლილთაგან, მენჯით წინმდებარეობის რომელი ვარიანტის დროს არის რეკომენდებული ცოვიანოვის ხელდახმარების მეთოდით ვაგინალური მშობიარობა?

231

ჩამოთვლილთაგან, სად ხდება მეანის თითის განთავსება ნაყოფის მენჯით წინმდებარეობით მშობიარობისას ნაყოფის ექსტრაგირების დროს?

232

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ნაყოფის ექსტრაქციის ჩვენებას ნაყოფის მენჯით წინმდებარეობით მშობიარობის დროს?

233

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელ ნაწილზე ხდება მეანის ხელის მოჭიდება ნაყოფის ექსტრაქციის პირველ ეტაპზე ნაყოფის მენჯით წინმდებარეობით მშობიარობის დროს?

234

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის მენჯით წინმდებარეობით მშობიარობის რომელ ეტაპზე იწყება ცოვიანოვის ხელდახმარების მეთოდის გამოყენება?

235

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი წარმოადგენს მრავალნაყოფიანი ორსულობის ძირითად კლინიკურ მახასიათებელს?

236

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა არ წარმოადგენს სამშობიარო მოქმედების სისუსტის განვითარების მიზეზს?

237

ჩამოთვლილთაგან, რომელი ცვლილების განვითარება არის დამახასიათებელი სამშობიარო მოქმედების სისუტით მიმდინარე მშობიარობის დროს?

238

სამშობიარო ოთახში მოთავსებისას მშობიარეს აღენიშნებოდა რეგულარული სამშობიარო შეტევები, 10წთ-ში 2შეტევა 20-25“ ხანგრძლივობით, საშოსმხრივი გასინჯვით საშვილოსნოს ყელი იყო ცენტრირებული, გადასწორებული, გახსნილი 4 სმ-ზე, ნაყოფის თავი 5/5; შემოსვლიდან 4 საათის საშვილოსნოს ყელის გახსნა იყო 7 სმ, სამშობიარო შეტევების ინტენსივობა 10’-ში 3 შეტევა 25-30“ ხანგრძლივობით, ნაყოფის თავი 4/5. ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს მეანის მიერ განხორციელებული ყველაზე ეფექტური ქმედება?

239

28წლის მშობიარე, G2P1, გესტაციური ვადა 39 4/7კვ, ბინაზე დაღვარა სანაყოფო წყლები, კლინიკაში შემოსვლისას სამშობიარო შეტევები 10' 2-3 შეტევა, 25-30" ხანგრძლივობის, საშვილოსნოს ყელის გახსნა 3 სმ, ნაყოფის თავი-4/5; ნაყოფის გულისცემა რითმული, 145-150'. 4 სთ-ის შემდეგ: 10' 2-3 შეტევა, 30-35" ხანგრძლივობის, საშვილოსნოს ყელის გახსნა-6სმ, ნაყოფის თავი-4/5, ნაყოფის გულისცემა 148-152'. ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?

240

28წლის მშობიარე, G2P1, გესტაციური ვადა 39 4/7კვ, ბინაზე დაღვარა სანაყოფო წყლები, კლინიკაში შემოსვლისას სამშობიარო შეტევები 10' 2-3 შეტევა, 25-30" ხანგრძლივობის, საშვილოსნოს ყელის გახსნა 3 სმ, ნაყოფის თავი-4/5; ნაყოფის გულისცემა რითმული, 145-150'. 4 სთ-ის შემდეგ: 10' 2-3 შეტევა, 30-35" ხანგრძლივობის, საშვილოსნოს ყელის გახსნა-6სმ, ნაყოფის თავი-4/5, ნაყოფის გულისცემა 148-152'. მშობიარე ძალზედ მტკივნეულად აღიქვამს სამშობიარო შეტევებს. ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის შემდგომი მართვის რომელი ქმედებაა ყველაზე დასაბუთებული?

განმარტებები