QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

241

ჩამოთვლილთაგან, სამშობიარო მოქმედების სტიმულაციის მიზნით რეკომენდებული რომელი მეთოდი წარმოადგენს პირველი რიგის საშუალებას?

242

ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო გართულების განვითარება არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი სწრაფი მშობიარობის დროს?

243

ჩამოთვლილთაგან, დედის რომელი მდგომარეობის დროს არის ყეველაზე მეტად მოსალოდნელი მაკროსომიის განვითარება?

244

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე მატულობს ნაყოფის მასა ყველაზე ინტენსიურად მაკროსომიის დროს?

245

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის მიზანშეწონილი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ორსულისათვის?

246

ჩამოთვლილთაგან, მეანის მიერ რომელი ქმედება წარმოადგენს სამეანო მაშის ოპერაციის პირველ ეტაპს?

247

ჩამოთვლილთაგან, მენჯის ღრუს რომელ ზომაში მდებარეობს სწორად დადებული გამოსავლის მაშის ტოტები?

248

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობის დროს არის უკუნაჩვენები სამეანო მაშის ოპერაციის წარმოება?

249

მშობიარობის მეორე პერიოდში ნაყოფის გულისცემის მუდმივი ელექტრონული მონიტორნგის ჩანაწერით დადგინდა ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობა. ვაგინალური გასინჯვით: საშვილოსნოს ყელი გახსნილია სრულად, სანაყოფო ბუშტი მთელი, წინამდებარე ნაყოფის თავი მცირე მენჯის ღრუშია, ისრისებრი ნაკერი მარცხენა ირიბ ზომაში, , მცირე ყიფლიბანდი -წინ და მარჯვნივ. მშობიარობის სასწრაფოდ დასრულების მიზნით გადაწყდა სამეანო მაშის ოპერაციის წარმოება. ჩამოთვლილთაგან, რომელ ზომაში უნდა მოხდეს მაშის ტოტების დადება და რომელი კოვზი უნდა იყოს მოძრავი?

250

ჩამოთვლილთაგან, სამეანო მაშის ოპერაციის მესამე ეტაპის დროს ტრაქციების წარმოების როგორი ტექნიკის გამოყენებით არის რეკომენდებული ტრაქციების წარმოება?

251

ჩამოთვლილთაგან, მენჯის ღრუს რომელი ზომის ცვლილება არის დამახასიათებელი განივად დავიწროვებული მენჯისათვის?

252

ჩამოთვლილთაგან, მენჯის ღრუს რომელი ზომების ცვლილება არის დამახასიათებელი განივად დავიწროვებული მენჯის ვარიანტებისათვის?

253

ჩამოთვლილთაგან, მენჯის ღრუს ზომების რომელი ცვლილებით განსხვავდება უბრალო ბრტყელი მენჯი ბრტყელ-რაქიტული მენჯისაგან?

254

ჩამოთვლილთაგან, რომელ ძვლოვან ორიენტირს შეესაბამება რეპროდუქციული ასაკის ქალის გავა-წელის რომბის ქვედა კუთხე?

255

ჩამოთვლილთაგან, რომელ ძვლოვან ორიენტირს შეესაბამება რეპროდუქციული ასაკის ქალის გავა-წელის რომბის გვერდითა კუთხეები?

256

ორსული ქალის ვაგინალური გასინჯვის დროს დადგინდა, რომ დიაგონალური კონიუგატა 11,5სმ-ის ტოლია. ჩამოთვლილტაგან, რამდენ სანტიმეტრს შეესაბამება სავარაუდოდ ქალის მენჯის ნამდვილი კონიუგატის სიდიდე?

257

ჩამოთვლილთაგან, რომელ კონიუგატას შეესაბამება მანძილი ბოქვენის ქვედა კიდესა და კონცხს შორის?

258

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს საკეისრო კვეთის წარმოების ჩვენებას?

259

ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი წარმოადგენს ისრისებური ნაკერის დაბალი განივი დგომის ძირითად გამომწვევ მიზეზს?

260

ჩამოთვლილთაგან, სამეანო გასინჯბის რომელი მონაცემის არსებობა წარმოადგენს ნაყოფის მენჯით წინმდებარეობის ყველაზე დამახასიათებელ ნიშანს?

განმარტებები