QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1241

განაყოფიერებიდან რამდენ დღეში აქვს ადგილი ბლასტოცისტის იმპლანტაციას ენდომეტრიუმში ?

1242

განაყოფიერებიდან რამდენ დღეში ყალიბდება პლაცენტარული სისხლის მიმოქცევა?

1243

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადიდან ამნიონი და ქორიონი ერთმანეთისაგან აღარ არის გაყოფილი ექსტრაცელომური ღრუთი?

1244

ჩამოთვლილთაგან, რა ფუნქციას ასრულებს ფეტალური ფიბრონექტინი პლაცენტის ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობაში?

1245

საშუალოდ რამდენ სანტომეტრს შეადგენს დროული ორსულობისას პლაცენტის დიამეტრი?

1246

საშუალოდ რამდენს იწონის პლაცენტა ორსულობის ბოლოს?

1247

ჩამოთვლილთაგან, რომელი ტიპის ლეიკოციტები ჭარბობს იმპლანტაციის პროცესის დროს?

1248

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი უჯრედებისაგან შედგება ამნიონი?

1249

გესტაციური ასაკის რომელ კვირაზე აღწევს ამნიონური სითხის მოცულობა მაქსიმუმს?

1250

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ჭიპლარის ყველაზე გავრცელებული ვასკულარული ანომალია?

1251

რამდენია ჭიპლარის საშუალო სიგრძე სანტიმეტრებში?

1252

გესტაციური ასაკის რომელ კვირაზე აღწევს მაქსიმუმს ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობა დედის სისხლის შრატში?

1253

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ მიეკუთვნება ადამიანის ქორიონალური გონადოტროპინის ფუნქციებს?

1254

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სტრუქტურა ახდენს საკვერცხის ჩანაცვლებას ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ხდება პროგესტერონის გამომუშავების მთავარი წყარო?

1255

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთიერება წარმოადგენს პლაცენტაში ესტროგენის სინთეზის უშუალო წინამორბედს?

1256

ქვემოთ ჩამოთვლითაგან სად ხდება დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატის გარდაქმნა ესტროგენად?

1257

რაოდენობრივად რომელია პლაცენტარული ესტროგენის წინამორბედი ნივთიერების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ადამიანებში?

1258

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელი პათოლოგიის განვითარება არ არის დაკავშირებული დედის სისხლის შრატში პლაზმური ესტროგენების დაბალ შემცველობასთან?

1259

ბგერის რა სიხშირეს გამოიმუშავებენ ტრანსდუქტორები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება ტრანსაბდომინალური ულტრასონოგრაფიის ჩატარების დროს?

1260

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის რეკომენდებული ნაყოფის ანატომიის სრულყოფილი შეფასება ნაყოფის განვითარების მანკების იდენტიფიცირების მიზნით?

განმარტებები