სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
ჩამოთვლილთაგან რომელი ინფორმაციის მიღება არის მნიშვნელოვანი ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჩატარებული ულტრასონოგრაფიული კვლევით?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის შესაძლებელი გესტაციური პარკის ვიზუალიზაცია ტრანსაბდომინალური ულტრასონოგრაფიით?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის შესაძლებელი ნაყოფის გულისცემის ვიზუალიზაცია ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიით?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ულტრასონოგრაფიული მაჩვენებელი წარმოადგენს გესტაციური ასაკის განმსაზღვრელ ყველაზე ზუსტ დიაგნოსტიკურ მარკერს ორსულობის 10-14კვირის ვადაზე?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ულტრასონოგრაფიული მაჩვენებელი წარმოადგენს ნაყოფის სავარაუდო წონის განმსაზღვრელ ყველაზე ზუსტ დიაგნოსტიკურ მარკერს ორსულბის >24კვირის ვადაზე?
ჩამოთვლილთაგან, საშუალოდ რამდენ მილიმეტრს შეადგენს ნაყოფის ლატერალური პარკუჭოვანი დიამეტრი ორსულობის >15კვირის ვადაზე?
ჩამოთვლილთაგან, რამდენ პროცენტ შემთხვევაში არის დაკავშირებული კისტოზური ჰიგრომების არსებობა ანეუპლოიდიის განვითარებასთან?
ჩამოთვლილთაგან, კისტოზურ ჰიგრომასთან ასოცირებული რომელი ქრომოსომული ანომალია გვხდება ყველაზე ხშირად ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის შესაძლებელი ყველაზე ნათლად ნაყოფის ფილტვების ვიზუალიზაცია?
ორსულობის 18კვირის ვადაზე ჩატარებული ულტრასონოგრაფიული კვლევით დადგინდა ნაყოფის მარცხენა გულის ჰიპოპლაზია. ჩამოთვლილთაგან, რომელია ორსულობის შემდგომი მართვის ყველაზე დასაბუთებული ნაბიჯი?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადაზე არის შესაძლებელი ნაყოფის თირკმლების ვიზუალიზაცი?
ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თირკმლის რომელი პათოლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტირება არის შეუძლებელი ანტენატალურ პერიოდში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არის ჭიპლარის არტერიის დოპლერით გამოკვლევის ნაყოფისმხრივი ჩვენება?
ჩამოთვლილთაგან,ორსულობის დროს რომელი მედიკამენტის გამოყენების შემდეგ არის რეკომენდებული ბოტალის სადინრის დოპლეროგრაფიული მონიტორინგი?
ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელი გართულების დროს აღინიშნება ნაყოფის შუა ცერებრალური არტერიის სისხლის ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე დოპლეროგრაფიული კვლევით ?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ემბრიონალური სტრუქტურიდან ხდება საშოს კარიბჭის ფორმირება?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი არ წარმოადგენს საქალწულე აპკის დამახასიათებელ თავისებურებას?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ემბრიონალური სტრუქტურიდან ხდება საშოს ზედა მესამედის ფორმირება?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ემბრიონალური სტრუქტურიდან ხდება საშოს ქვედა ნაწილის ფორმირება?
რა ტიპის ეპითელიუმით არის დაფარული საშო ?