სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
რომელი ბაქტერია დომინირებს ქალის საშოს მიკროფლორის შემადგენლობაში ორსულობის განმავლობაში?
საშვილოსნოს რომელი ნაწილიდან ფორმირდება ორსულობისას ქვედა სეგმენტი?
მიომეტრიუმში მიმდინარე რა პროცესით არის განპირობებული ორსულობის დროს საშვილოსნოს ზომაში მატება?
რომელ ანატომიურ სტრუქტურას ესაზღვრება მენჯ-ძაბრისებრი იოგი?
რომელ იოგში გადის საკვერცხის სიხლძარღვები?
რა ეწოდება განიერ იოგზე არსებულ შესქელებულ ნაწილს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება საშვილოსნოს ყელის სუპრავაგინალურ ნაწილს?
რომელი სისხლძარღვის ტოტს წარმოადგენს საშვილოსნოს არტერია?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელიდან ლატერალურად რამდენი სმ-ით დაშორებულ წერტილში კვეთს საშვილოსნოს არტერია შარდსაწვეთს?
რომელი სისხლძარღვის ტოტს წარმოადგენს საკვერცხის არტერია ?
ჩამოთვლილთაგან რომელ ვენას უერთდება მარჯვენა საკვერცხის ვენა?
რომელ ლიმფურ კვანძებში მიედინება ლიმფა საშვილოსნოს ყელიდან?
რომელი ნერვები აძლევენ დასაბამს საშვილონოს ინერვაციას, რასთანაც დაკავშირებულია მტკივნეული შეკუმშვები?
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი სტრუქტურიდან ყალიბდება საშვილოსნო და ფალოპიუსის მილები ემბრიოგენეზის პერიოდში?
ჩამოთვლილთაგან, რამდენი ოოციტია ქალის საკვერცხეში პუბერტალურ პერიოდში?
პაციენტმა, რომელიც უჩივის არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს ჩაიტარა ულტრაბგერითი გამოკვლევა. განიერი იოგის სიბრტყეში აღმოჩნდა ერთ-კამერიანი, სადა-კიდეებიანი, თხელ-კედლიანი ანექოგენური სტრუქტურა, რომელიც ესაზღვრება მარჯვენა საკვერცხეს. ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე დასაბუთებული დიაგნოზი?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მექანიზმით არის განპირობებული ნაყოფის მხრების გათავისუფლება მხრების დისტოციით გართულებული მშობიარობის დროს მაკრობერტსის მანევრის გამოყენების შემთხვევაში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მენჯის ღრუს რომელი სიბრტყე წარმოადგენს მშობიარობის პროცესში ნაყოფის თავის წინმსვლელობის განმსაზღვრელ წარმოსახვით ორიენტირს?
ჩამოთვლილთაგა, მენჯის ღრუს რომელ ანატომიურ ორიენტირებს შორის მანძილი შეესაბამება მენჯის ღუს ყველაზე ვიწრო ნაწილს?
ქვემოთჩამოთვლილთაგან, როგორი ტიპის მენჯს მიეკუთვნება მენჯი, რომელსაც აქვს მოკლე უკანა საგიტალური დიამეტრი, კონვერგენტული გვერდითი კედლები, გამოშვერილი საჯდომი წვეტები და ვიწრო ბოქვენის კუთხე?
ქვემოთჩამოთვლილთაგან, როგორი ტიპის მენჯს მიეკუთვნება მენჯი, რომელსაც აქვს მრგვალი შესავლის სიბრტყე, სწორი გვერდითი კედლები, არაგამოშვერილი წვეტები და ბოქვენის ფართე კუთხე?