QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1301

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მენჯის რომელ სიბრტყეს კვეთს ნაყოფის თავის ბიპარიეტალური დიამეტრი ნაყოფის თავის ჩადგმის დროს?

1302

ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის პროცესის რომელი თავისებურება არის დამახასიათებელი თანმხლები პირის მშობიარობაზე დასწრების დროს?

1303

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნერვების საშუალებით გადაეცემა სამშობიარო ტკივილის აფერენტული იმპულსები თავის ტვინის ქერქს მშობიარობის პირველი პერიოდის განმავლობაში?

1304

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნერვების საშუალებით გადაეცემა სამშობიარო ტკივილის აფერენტული იმპულსები თავის ტვინის ქერქს მშობიარობის მეორე პერიოდის აქტიურ ფაზაში?

1305

რომელი ცენტრალური მოქმედების აგენტი გამოიყენება კრუნჩხვების მართვისათვის ადგილობრივი ანესთეზიით გამოწვეული ცნს-ის ტოქსიურობის დროს?

1306

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს პარაცერვიკალური ბლოკადის ყველაზე ხშირ გართულებას?

1307

ჩამოთვლილთაგან, რომელი მიზეზით არის განპირობებული თავის ტკივილის განვითარება სპინალური ანალგეზიის შემდეგ პერიოდში?

1308

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მდგომარეობა წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას სპინალური ანესთეზიის წარმოებისათვის?

1309

რომელი ნერვის ბლოკადა უზრუნველყოფს სამშობიარო ტკივილისა და საშოსმხრივი მშობიარობის სრულ გაუტკივარებას?

1310

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ეპიდურული ანესთეზიის ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტს?

1311

რა ძირითადი უპირატესობა გააჩნია ოპიატისა და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების კომბინაციას ეპიდურული ბლოკადის ჩატარების დროს?

1312

რა არის კომბინირებული ოპიატ-ეპიდურული ანალგეზიის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი?

1313

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი საანესთეზიო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რადგან მაღალი დოზის გამოყენების შემთხვევაში მატულობს ახალშობილთა სუნთქვითი დეპრესიის განვითარების რისკი?

1314

ჩამოთვლილთაგან, რა თავისებურებით ხასიათდება კეტამინის მოქმედება თიპენტალის გამოყენებასთან შედარებით?

1315

რა ეწოდება ზეწოლას ბეჭდისებრ ხრტილზე (საყლაპავის დასახშობად)?

1316

რა წარმოადგენს ჰალოტანის იშვიათ გვერდითი ეფექტს?

1317

რა არის მეანობაში ანესთეზიასთან დაკავშირებული დედის სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზი?

1318

ჩამოთვლილთაგან, კუჭის შიგთავსის "pH" რომელი მაქსიმალური მაჩვენებლის შემთხვევაში ვითარდება ყველაზე ხშირად ასპირაციული ქიმიური პნევმონია?

1319

ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს კუჭის შიგთავსის ასპირაციის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშანს?

1320

რა ჰქვია ჩანასახოვან ქსოვილს იმპლანტაციამდე?

განმარტებები