QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1441

ნაყოფის როგორი მდებარეობის დროს კვეთს ნაყოფის და დედის სიგრძივი ღერძები ერთმანეთს 45 გრადუსიანი კუთხით?

1442

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა არ წარმოადგენს ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობის განვითარების რისკ-ფაქტორს?

1443

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის რომელი წინმდებარეობის დროს არის ნაყოფის თავი ნაწილობრივ გაშლილი, ხოლო წამყვან წერტილს დიდი ყიფლიბანდი წარმოადგენს?

1444

ლეოპოლდის რომელი წესის დახმარებით ხორციელდება საშვილოსნოს ფუძეში მდებარე ნაყოფის მსხვილი ნაწილის იდენტიფიცირება?

1445

ლეოპოლდის რომელი წესის დახმარებით ხორციელდება ნაყოფის წინამდებარე ნაწილის იდენტიფიცირება?

1446

ლეოპოლდის რომელი წესის დახმარებით ხორციელდება ნაყოფის მდებარეობის, პოზიციის და სახის იდენტიფიცირება?

1447

ჩამოთვლილთაგან, როგორი ტიპის მენჯის არსებობით არის განპიროებებული უკანა სახით მშობიარობა?

1448

ჩამოთვლილთაგან, რომელ მოძრაობას ახორციელებს ნაყოფი კეფით წინმდებარეობის წინასახით მსობიარობის ბიომექანიზმის II მომენტის დროს?

1449

ჩამოთვლილთაგან, მენჯის შესავლის რა ნაწილში მდებარეობს ისრისებრი ნაკერი ნაყოფის თავის ასინკლიტური ჩადგმის დროს?

1450

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის თავის რომელი ანატომიური სტრუქტურის პალპირება არის შესაძლებელი უკანა ასინკლიტიზმის დროს?

1451

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მშობიარობის დაწყების კრიტერიუმს?

1452

ჩამოთვლილთაგან, რამდენ საათს არ უნდა აღემატებოდეს ლატენტური ფაზის ხანგრძლივობა ნორმალურად მიმდინარე მშობიარობის დროს?

1453

ჩამოთვლილთაგან, დაახლოებით რას უდრის საშვილოსნოს ყელის გახსნის სიჩქარე მშობიარობის აქტიურ ფაზაში?

1454

ჩამოთვლილთაგან, დაახლოებით რამდენი საათით ხანგრძლივდება მშობიარობის მეორე პერიოდი ეპიდურული ანალგეზიის დროს?

1455

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშნის არსებობა მიუთითებს ყველაზე სარწმუნოდ სანაყოფო გარსების ვადამდელი დარღვევის დიაგნოზს ყველაზე ზუსტად?

1456

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშნის არსებობით განსხვავდება ცრუ მშობიარობის კლინიკა გახანგრძლივებული ლატენტური ფაზის მიმდინარეობისაგან?

1457

რამდენს შეადგენს ჩვეულებრივ ამნიონური სითხის “PH”?

1458

რა ეწოდება საჯდომი წვეტებზე გამავალ სიბრტყეს?

1459

ჩამოთვლილთაგან, უპირატესად რა დონეზე მდებარეობს ნაყოფის თავის წამყვანი ნაწილი მშობიარობის ბიომექანიზმის პირველი მომენტის დროს?

1460

ჩამოთვლილთაგან, როდის უნდა ხდებოდეს ნაყოფის გულისცემის აუსკულტაცია ფიზიოლოგიურად მიმდინარე მშობიარობის დროს?

განმარტებები