სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
რამდენ წუთში ერთხელ უნდა მოხდეს ნაყოფის გულისცემის მოსმენა მშობიარობის პირველ პერიოდში დაბალი რისკის მქონე ქალებში?
რამდენ წუთში ერთხელ უნდა მოხდეს ნაყოფის გულისცემის მოსმენა მშობიარობის მეორე პერიოდის პასიურ ფაზაში ფიზიოლოგიურად მიმდინარე მშობიარობის დროს?
რამდენ წუთში ერთხელ უნდა მოხდეს ნაყოფის გულისცემის მოსმენა მშობიარობის მეორე პერიოდის აქტიურ ფაზაში ფიზიოლოგიურად მიმდინარე მშობიარობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, სანაყოფო გარსების ვადამდელი დარღვევიდან რამდენი საათის გასვლის შემდეგ არის რეკომენდებული "GBS" დაინფიცირების პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის დაწყება?
ჩამოთვლილთაგან, საშუალოდ რამდენი მილილიტრი სისხლი შეიძლება გადავიდეს დედიდან ახალშობილში ჭიპლარის დაბადებიდან 3 წთის შემდეგ კლემირების შემთხვევაში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სამეანო გართულების რისკი არის მომატებული მშობიარობის მესამე პერიოდის დროს პლაცენტის ფორსირებული მოცილების წარმოებასთან?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს პლაცენტის ხელით მოცილების ჩვენებას მშობიარობის მესამე პერიოდის მოცდითი ტაქტიკით მართვის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რა მექანიზმით არის განპირობებული მომყოლის მოცილების შემდეგ საშვილოსნოს პლაცენტარული ზედაპირიდან სისხლისდენის შეწყვეტა ნორმალურად მიმდინარე მშობიარობის დროს?
რა გვერდით ეფექტი აღინიშნება 10 ერთეული ოქსიტოცინის ბოლუსით ინტრავენული შეყვანის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულბის განვითარების რისკი მატულობს ოქსიტოცინის ხანგრძლივი გამოყენების დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გართულების განვითარების რისკი არის მომატებული მეთილერგონოვინის გამოყენების დროს?
ჩამოთვლილთაგან, შორისის რომელი ხარისხის ჩახევის დროს არის დაზიანებული კანი, საშოს ლორწოვანი, შორისის მყესოვანი ცენტრი, სწორი ნაწლავის სფინქტერი და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი?
ჩამოთვლილთაგან, შორისის რომელი ხარისხის ჩახევის დროს არის დაზიანებული კანი, საშოს ლორწოვანი, შორისის მყესოვანი ცენტრი და სწორი ნაწლავის სფინქტერი?
რა არის მედიოლატერალური ეპიზიოტომიის მთავარი უპირატესობა?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მედიოლატერალური ეპიზიოტომიის ჩატარების ჩვენებას?
ჩამოთვლილთაგან, საშუალოდ რამდენიკვირის ვადიდან იწყება ამნიონური სითხის მოცულობის შემცირება?
ჩამოთვლილთაგან, ამნიონური ინდექსის რომელ ზღვრული მაჩვენებელი წარმოადგენს მრავალწყლიანობის დიაგნოსტიკურ მარკერს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნაყოფის რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მრავალწყლიანობის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან დედის რომელი მდგომარეობა წარმოადგენს მრავალწყლიანობის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო გართულების განვითარების რისკი არ არის მომატებული მრავალწყლიანობით მიმდინარე ორსულობის დროს?