QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1501

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ნაყოფის შუბლით წინმდებარეობის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს?

1502

ჩამოთვლილთაგან, ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობის დროს რომელი ჩარევის განხორციელება არის ყველაზე დასაბუთებული სანაყოფო გარსების ნაადრევი დარღვევის შემთხვევაში?

1503

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ნაყოფის მხრების დისტოციის განვითარების დედისმხრივ რისკ-ფაქტორს?

1504

ჩამოთვლილთაგან, რომელი ჩარევა წარმოადგენს მხრების დისტოციის განვითარების პრევენციის მეთოდს?

1505

ჩამოთვლილთაგან, რომელი მანევრი არ წარმოადგენს მხრების დისტოციის მართვის მეთოდს?

1506

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა ახდენს გავლენას ნაყოფის თავის კონფიგურაციის ხარისხის მატებაზე ყველაზე იშვიათად?

1507

ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულება წარმოადგენს ეკლამფსიით გართულებული ორსულობის დროს დედათა სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზს?

1508

ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულების პრევენციის მიზნით ინიშნება ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა პრეეკლამფსიის დროს?

1509

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი წარმოადგენს გადაუდებელი მშობიარობის დედისმხრივ ჩვენებას მძიმე პრეეკლამფსიის დადასტურებული დიაგნოზის დროს?

1510

18 წლის ორსული “G1P0” ორსულობის ვადა 32 კვ. მიმართა სამშობიარო სახლს ჩივილებით: ქვედა კიდურების შეშუპება, თავის ტკივილი. ობიექტურად არტერიული წნევა 150/100 მმ.ვრცხ.სვ. , შარდში ცილა 2გ/ლ. თრომბოციტები - 150 000, ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილი 6/10ქულა. ჩამოთვლილთაგან დიაგნოზის დაზუსტების მიზნით რომელი ნაბიჯია ყველაზე უფრო დასაბუთებული?

1511

18 წლის ორსული “G1P0” ორსულობის ვადა 32 კვ. მიმართა სამშობიარო სახლს ჩივილებით: ქვედა კიდურების შეშუპება, თავის ტკივილი. ობიექტურად არტერიული წნევა 180/110 მმ.ვრცხ.სვ. , შარდში ცილა 4გ/ლ. თრომბოციტები - 100 000, ნაყოფის ბიოფიზიკური პროფილი 4/10. ჩამოთვლილთაგან, ორსულობის შემდგომი მართვის რომელი ტაქტიკა არის ყველაზე დასაბუთებული?

1512

ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობის განვითარება არ წარმოადგენს მშობიარობის დროს განვითარებული ეკლამფსიური კრუნჩხვის გართულებას?

1513

მშობიარობის დროს პაციენტს აღენიშნა ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, არტერიული წნევის მატება 160/110მმ.ვრცხ.სვ. პროტეინურია 3გ/ლ. დაეწყო კუნთების მონაცვლეობით მოდუნება და შეკუმშვა. ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე დასაბუთებული პირველსაწყისი ქმედება?

1514

ჩამოთვლილთაგან, რომელ მაჩვენებელზე დაკვირვება არ წარმოადგენს მაგნიუმის ტოქსიურობის შეფასების მონიტორინგის კომპონენტს?

1515

ჩამოთვლილთაგან, რომელი ეფექტის მიღწევის მიზნით ინიშნება მაგნიუმის სულფატი მძიმე პრეეკლამფსიის დროს?

1516

ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომი არის დამახასიათებელი ეკლამფსიისთვის?

1517

ჩამოთვლილთაგან, პრეეკლამფსიის დროს პროტეინურიის რაოდენობის განსაზღვრის რომელი მეთოდის სასუალებით არის შესაძლებელი პროტეინურიის ხარისხის დადგენა ყველაზე ზუსტად?

1518

32 წლის ორსული “G 1P0 “ ორსულობის ვადა 34 კვირა, მიმართა ქალთა კონსულტაციას ჩივილებით: თავის ტკივილი, ქვედა კიდურების შეშუპება; უკანასკნელი 2 დღეა აღენიშნება არტერიული წნევის მატება 140/90მმ.ვრცხ.სვ.-მდე. ობიექტურად: არტერიული წნევა 140/90მმ.ვრცხ.სვ. პროტეინურიის ხარისხი 0,3გ/ლ. ჩამოთვლილთაგან, რა სახის კვლევა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს დიაგნოზი დაზუსტების მიზნით?

1519

პრეეკლამფსიის დიაგნოზის დადგენის მიზნით პროტეინურიის ხარისხის დადგენისას ჩამოთვლილთაგან ძირითადად ცილის რომელი ფრაქციის განსაზღვრა ხდება შარდის ანალიზის ჩატარებისას?

1520

ჩამოთვლილთაგან რა სახის ცვლილება არის ყველაზე მეტად გამოხატული ორსულის თირკმლების ფუნქციონირებაში პრეეკლამფსიის დროს?

განმარტებები