QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1521

ჩამოთვლილთაგან, რომელი რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში ქვეითდება პრეეკლამფსიის განვითარების სიხშირე?

1522

ჩამოთვლილთაგან, რომელი კარდიოვასკულარული ცვლილება არის დამახასიათებელი პრეეკლამფსიის დროს?

1523

ჩამოთვლილთაგან, ორსულის ორგანიზმში რომელი ნივთიერების სინთეზი მატულობს პრეეკლამფსიის დროს?

1524

ჩამოთვლილთაგან, მშობიარობიდან რამდენ დღეში უბრუნდება თრომბოციტების რაოდენობა ნორმალურ მაჩვენებლებს პრეეკლამფსიის დროს?

1525

ჩამოთვლილთაგან, რომელი სახის მოქმედების მექანიზმის არსებობა არის დამახასიათებელი პროსტაციკლინისათვის?

1526

ჩამოთვლილთაგან, სად სინთეზირდება პროსტაციკლინი ორსული ქალის ორგანიზმში?

1527

ქალთა კონსულტაციას მიმართა 32კვირის ორსულმა , რომელიც უჩივის თავის ტკივილს, ქვედა კიდურების შეშუპებას. დაორსულებამდე მისი არტერიული წნევის მაჩვენებელი იყო 100/70მმ. ვრცხ. სვ. შემოსვლისას არტერიული წნევის მაჩვენებელი 130/85მმ.ვრცხ. სვ. , შარდში ცილის რაოდენობა 2+, საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე-30სმ. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება არის რეკომენდებული ამ ეტაპზე დიაგნოზის დაზუსტების მიზნით?

1528

ქალთა კონსულტაციას მიმართა 20 წლის 32 კვირის ორსულმა, რომელიც უჩივის თავის ტკივილს, ქვედა კიდურების შეშუპებას. დაორსულებამდე მისი არტერიული წნევის მაჩვენებელი იყო 100/70მმ. ვრცხ. სვ. შემოსვლისას არტერიული წნევის მაჩვენებელი 130/85მმ. ვრცხ. სვ. შარდში ცილა 0,1გ/ლ. საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე-30სმ. ჩამოთვლილთაგან, ორსულობის შემდგომი მართვის რომელი ტაქტიკა არის ყველაზე დასაბუთებული?

1529

ქალთა კონსულტაციას მიმართა 31 წლის ორსულმა, ორსულობის ვადა 34 კვირა, შემოსვლისას ორსული უჩივის ზედა და ქვედა კიდურების შეშუპებას; არტერიული წნევის მაჩვენებელი 150/100 მმ. ვრცხ.სვ. შარდში ცილა 0,5გ/ლ. ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე უფრო დასაბუთებული ქმედება?

1530

სამშობიაროს მიმართა 17 წლის ორსულმა, ორსულობის ვადა 34 კვირა, რომელიც უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში. არტერიული წნევის მაჩვენებელი 150/100 მმ.ვრცხ.სვ. შარდში ცილა 4გ/ლ, საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე 25 სმ. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია ყველაზე უფრო სავარაუდო?

1531

სამშობიაროს მიმართა 24 წლის ორსულმა, ორსულობის ვადა 35 კვირა, რომელიც უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მხედველობის დაბინდვას. არტერიული წნევის მაჩვენებელი 150/100 მმ.ვრცხ.სვ. შარდში ცილა 4გ/ლ, საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე 26 სმ. ჩამოთვლილთაგან, ორსულობის შემდგომი მართვის რომელი ტაქტიკაა ყველაზე დასაბუთებული?

1532

სამშობიაროში მოთავსდა 23 წლის ორსული, ორსულობის ვადა 34 კვირა. ორსული უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას, ოლიგურიას, ქვედა და ზედა კიდურების შეშუპებას, არტერიული წნევის მაჩვენებელი 150/100მმ. ვრცხ. სვ. შარდში ცილა 3გ/ლ. ჩამოთვლილთაგან, პირველ რიგში მკურნალბოს რომელი მეთოდის გამოყენება არის ყველაზე დასაბუთებული?

1533

სამშობიაროში მოთავსდა 23 წლის ორსული, ორსულობის ვადა შეესაბამება 34 კვირას. ორსული უჩივის ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას, ოლიგურიას, ქვედა და ზედა კიდურების შეშუპებას, არტერიული წნევის მაჩვენებელი 150/100მმ. ვრცხ. სვ. შარდში ცილა 3გ/ლ. ჩამოთვლილთაგან, რომელია ქალასშიდა სისხლისჩაქცევის პრევენციის ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი?

1534

ჩამოთვლილთაგან, რა წარმოადგენს პრეეკლამფსიის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტურ საშუალებას მაღალი რისკის ორსულებში?

1535

ჩამოთვლილთაგან, რა სიმპტომი არ არის დამახასიათებელი მძიმე პრეეკლამფსიის კლინიკისათვის?

1536

ჩამოთვლილთაგან, სისხლის შრატში რომელი ნივთიერების დეტექციის საშუალებით არის შესაძლებელი პრეეკლამფსიისა და „HELLP” სინდრომის დიფერენცირება?

1537

ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰემატოლოგიური ცვლილება არის დამახასიათებელი პრეეკლამფსიისათვის?

1538

ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაყოფისმხრივი გართულების განვითარება არის ყველაზე დამახასიათებელი პრეეკლამფსიისათვის?

1539

ჩამოთვლილთაგან, რამდენ პროცენტს შეადგენს პრეეკლამფსიის განმეორების რისკი წინა ორსულობის დროს მძიმე პრეეკლამფსიის არსებობის შემთხვევაში?

1540

ჩამოთვლილთაგან, გაუტკივარების რომელი მეთოდის გამოყენებას ენიჭება უპირატესობა პრეეკლამფსია/ეკლამფსიით გართულებული ორსულობის მართვის დროს?

განმარტებები