QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო გინეკოლოგია

1572 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1541

ჩამოთვლილთაგან, რომელი ცვლილების არსებობა არ არის დამახასიათებელი “HELLP” სინდრომისათვის?

1542

სამშობიაროს მიმართა 28 წლის ორსულმა, “G1P0” ორსულობის ვადა 38 კვ. ორსული უჩივის ძლიერ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევას, პირღებინებას. ობიექტურად: არტერიული წნევა - 140/90 მმ.ვრცხ.სვ. პროტეინურია 0,2გ/ლ. ჩამოთვლილთაგან, რომელი ლაბორატორიული მაჩვენებელი არ წარმოადგენს აღწერილი კლინიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკურ მარკერს?

1543

სამშობიაროს მიმართა 26 წლის ორსულმა, “G3P1” ორსულობის ვადა 32 კვ. ორსული უჩივის ძლიერ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევას, პირღებინებას. ობიექტურად: არტერიული წნევა140/90მმ.ვრცხ.სვ. პროტეინურია 0,2გ/ლ.კლინიკაში ორსულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები: თრომბოციტები 80 000, “ LDH”- 760, “ALT” , “AST” ნორმაზე 2-ჯერ მეტი. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზი არის ყველაზე დასაბუთებული?

1544

სამშობიაროს მიმართა 19 წლის ორსულმა “G1P0” ორსულობის ვადა 36 კვ. ორსული უჩივის ძლიერ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევას, პირღებინებას. ობიექტურად: არტერიული წნევა- 140/90 მმ.ვრცხ.სვ. პროტეინურია 0,3გ/ლ.კლინიკაში ორსულს ჩაუტარდა კლინიკოლაბორატორიული გამოკვლევები: თრომბოციტები 60 000, “LDH”800, “ALT “/ “AST” ნორმაზე 2-ჯერ მეტი, ტოტალური ბილირუბინი1,8მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან, ორსულობის შემდგომი მართვის რომელი ტაქტიკა არის ყველაზე დასაბუთებული?

1545

სამშობიაროს მიმართა 19 წლის ორსულმა, “G1P0”, ორსულობის ვადა 33 კვ. ორსული უჩივის ძლიერ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევას, პირღებინებას. ობიექტურად: არტერიული წნევა- 160/110 მმ.ვრცხ.სვ. პროტეინურია 0,3გ/ლ.კლინიკაში ორსულს ჩაუტარდა კლინიკოლაბორატორიული გამოკვლევები: თრომბოციტები 90 000, “LDH”650, “ALT” / “AST” ნორმაზე 2-ჯერ მეტი, ტოტალური ბილირუბინი>1,6მგ/დლ, სისხლის ნაცხში შისტოციტები. ჩამოთვლილთაგან, ორსულობის შემდგომი მართვისას რომელი ქმედების განხორციელება არ არის გამართლებული?

1546

ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულება გვხვდება ყველაზე ხშირად “HELLP” სინდრომის დროს?

1547

ჩამოთვლილთაგან, როდის ვითარდება ეკლამფსია ყველაზე ხშირად პერინატალური პერიოდის განმავლობაში?

1548

22 წლის მშობიარე მოთავსდა სამშობიარო ბლოკში სამშობიარო ტკივილებით. მშობიარობა წარიმართა ფიზიოლოგიურად. მშობიარობის შემდეგ 12 საათში მელოგინეს დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, რის შემდეგაც მელოგინეს დაეწყო ტონური და კლონური კრუნჩხვები. ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს პაციენტის მართვისას პირველსაწყისს ქმედებას?

1549

22 წლის მშობიარე მოთავსდა სამშობიარო ბლოკში მშობიარობის I პერიოდში. ობიექტურად არტერიული წნევა იყო 160/100 მმ. ვრცხ. სვ. შარდში ცილა 3გ/ლ. მშობიარობა წარიმართა ბუნებრივი სამშობიარო გზებით, არტერიული წნევის კონტროლი ხორციელდებოდა ნიფედიპინით. მშობიარობის შემდეგ მელოგინე თავს გრძნობდა კარგად, არტერიული წნევის მაჩვენებელი იყო 130/80მმ.ვრცხ.სვ. შარდში ცილა 1გ/ლ. მელოგინეს რაიმე მკურნალობა არ უტარდებოდა. მშობიარობის შემდეგ 24 საათში მელოგინეს დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, რის შემდეგაც მელოგინეს დაეწყო ტონური და კლონური კრუნჩხვები. ჩამოთვლილთაგან, რომელი პრევენციული ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი კრუნჩხვების თავიდან აცილება?

1550

ჩამოთვლილთაგან, რომელ პრეპარატს ენიჭება უპირატესობა განმეორებითი ეკლამფსიური კრუნჩხვების პრევენციის მიზნით?

1551

მშობიარობის შემდეგ 24 საათში მელოგინეს დაეწყო ეკლამფსიური კრუნჩხვები. მელოგინეს გაუკეთდა 5გ. მაგნიუმი დარტყმითი დოზით და გაგრძელდა შემანარჩუნებელი დოზირებით 2გ/სთ-ში მაგნიუმი ი/ვ ინფუზია. 4 საათის შემდეგ მელოგინეს დაეწყო ტკივილი გულმკერდის არეში, 4 საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდის რაოდენობა 80მლ. სუნთქვის სიხშირე <14. ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს მეანის მიერ განხორციელებული პირველსაწყისი ქმედება?

1552

მშობიარობის შემდეგ 24 საათში მელოგინეს დაეწყო ეკლამფსიური კრუნჩხვები. მელოგინეს გაუკეთდა 5გ. მაგნიუმი დარტყმითი დოზით და გაგრძელდა შემანარჩუნებელი დოზირებით 2გ/სთ-ში მაგნიუმი ი/ვ ინფუზია. 4 საათის შემდეგ მელოგინეს დაეწყო ტკივილი გულმკერდის არეში, გამოიხატა ანურია, სუნთქვის შეჩერება. ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს მეანის მიერ განხორციელებულუი პირველსაწყისი ქმედება?

1553

ეკლამფსიის შემთხვევაში ჩამოთვლილთაგან, რა ფაქტორს არ ენიჭება მნიშვნელობა მშობიარობის მეთოდის არჩევისას?

1554

ჩამოთვლილთაგან, რა სახის მკურნალობის ჩატარება არ არის რეკომენდირებული ლოგინობის ხანაში ეკლამფსიის დროს?

1555

ჩამოთვლილთაგან, ეკლამფსიის რომელი გართულება წარმოადგენს დედათა სიკვდილობის ძირითად მიზეზს?

1556

6 კვირის ორსულმა მიმართა ქალთა კონსულტაციას ჩივილით გულისრევასა და პირღებინებაზე, დღეში 2-3-ჯერ. კეტონურიის ხარისხი+2. ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი მეთოდის გამოყენება პირველ რიგში არის ყველაზე დასაბუთებული?

1557

მშობიარობის შემდგომ მე-12 დღეს დედა ახალშობილის ძუძუთი კვებისას გრძნობს სარძევე ჯირკვლის ტკივილს. ჯირკვალი შესიებულია, კანი გახურებული და შეწითლებულია. დედას აღენიშნება ტემპერატურის მატება შემცივნებით 39ºC-მდე. იღლიის ლიმფურ კვანძები პალპაციით გადიდებული და მტკივნეულია. ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?

1558

ჩამოთვლილთაგან, რომელი ანატომიური სტრუქტურით არის შემოსაზღვრული ზემოდან პარამეტრიუმის ანთებითი პროცესი?

1559

ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი ქმედება წარმოადგენს ჩირქოვანი პარამეტრიტის მკურნალობის ყველაზე უფრო მისაღებ ჩარევას?

1560

ჩამოთვლილთაგან, სეპტიური აბორტის მკურნალობის მეთოდების რომელი თანმიმდევრობის დაცვა არის ყველაზე დასაბუთებული?

განმარტებები