სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო გინეკოლოგია
ჩამოთვლილთაგან, რომელი აგენტი წარმოადგენს სეპტიური შოკის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი აგენტი წარმოადგენს ჰოსპიტალური ინფექციის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზს?
მელოგინეს ლოგინობის ხანის მესამე დღეს აღენიშნა ტემპერატურის ერთჯერადი მატება 38 გრადუს ცელსიუსამდე. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე უფრო დასაბუთებული ქმედება?
ჩამოთვლილთაგანი, რომელი მდგომარეობა მიეკუთვნება ლოგინობის ხანის საშიშ გართულებას?
კლინიკაში შემოვიდა პაციენტი გ. ს. 49 წლის, ჩივილებით ტემპერატურის მომატებაზე 38.7 მდე. პაციენტი აღნიშნავს ტკივილს ჰიპოგასტრიუმის არეში, უპირატესად მარჯვნივ. აღნიშნული ტკივილები დაეწყო ბოლო ერთი კვირაა, და თანდათან გაუძლიერდა. სისხლის ანალიზში ფორმულა მარცხნივაა გადახრილი, ყურადღებას იქცევს ლეიკოციტოზი – 17000 ერთეული, ედს – 32. ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნო გადიდებულია 17-18 კვირის ორსულობის ოდენობამდე, მოძრაობაში შეზღუდულია. დანამატები არ ისინჯება ძლიერი ტკივილის გამო. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება არის ყველაზე უფრო დასაბუთებული?
ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულების განვითარება არ არის დამახასიათებელი ორსულთა “B” ჯგუფის სტრეპტოკოკით დაინფიცირების დროს?
ქვემოთჩამოთვლილთაგან კვერცხსავალი მილის რომელი პათოლოგია წარმოადგენს ქრონიკული სალპინგოოოფორიტის სპეციფიკურ გართულებას?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობის არსებობა არ წარმოადგენს ლოგინობის ხანის ინფექციური გართულებების განვითარების რისკ-ფაქტორს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდის დახმარებით არის შესაძლებელი ამნიონური ინდექსის გამოთვლა?
ჩამოთვლილთაგან, კონტრაცეპციის რომელი მეთოდის გამოყენების დროს მატულობს ექტოპიური ორსულობის განვითარების რისკი ყველაზე მეტად?
ჩამოთვლილთაგან, სისხლის შრატში HCG -ის რომელი მინიმალური მაჩვენებლის შემთხვევაში უნდა მოხდეს საშვილოსნოს ღრუში ორსულობის დეტექცია ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიით?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ულტრასონოგრაფიული მაჩვენებელი წარმოადგენს თვითნებითი აბორტის ყველაზე სარწმუნო პრედიქტორს?