QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ენდოკრინოლოგია

1030 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

561

სულფანილშარდოვანას პრეპარატები: 1. უშუალოდ მოქმედებენ პანკრეასის ბეტა-უჯრედებზე და აძლიერებენ ინსულინის სეკრეციას; 2. ძირითადად მოქმედებენ პერიფერიულ ქსოვილებზე და აძლიერებენ მათ მგრძნობელობას ინსულინის მიმართ; 3. არაადექვატურად დიდი დოზებით მკურნალობისას გლიბენკლამიდი და ქლორპროპამიდი იწვევენ ჰიპოგლიკემიას; 4. განსაკუთრე-ბით ეფექტური ხდებიან სხვა სულფანილამიდურ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში, რადგან ვლინდება მათი სინერგისტული ეფექტი.

562

ინსულინის ტიპები: 1. ხანმოკლე მოქმედების ინსულინი მოქმედებას იწყებს ინექციიდან 0,5 სთ-ში, მოქმედე-ბის პიკს აღწევს 1 - 3 სთ-ში, მოქმედების ხანგრძლიობაა 8 სთ. 2. საშუალო ხანგრძლიო-ბის ინსულინი მოქმედებას იწყებს 1,5 სთ-ში, პიკი - 4 - 12 სთ, მოქმედებს 24 სთმდე;3. ლენტე ინსულინს იგივე მოქმედების პროფილი აქვს, რაც იზოფანს; 4. ინტრავენური ინექციების რეჟიმში განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება იზოფან-.ინსულინი

563

დიაბეტიანი ავადმყოფის კვება; 1. მკაცრად უნდა იქნეს განაწილებული დღის განმავლობაში; 2. ტიპი 2 დიაბეტის და სიმსუქნის დროს უნდა იყოს ხშირი და მაღლკალორიული; 3. ტიპი 1 დიაბეტის დროს უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ინსულინოთერაპიისა და ფიზიკური აქტიობის რეჟიმის გათვალისწინე-ბით; 4. ტიპი 1 დიაბეტის დროს ზოგჯერ ითვალისწინებს ძილის წინ დამატებით კვებას.

564

დიაბეტის მწვავე გართულებანი: 1. ჰიპეროსმოლარული არაკეტოაციდოზური კომა განსაკუთრებით ხშირია ტიპი 1 დიაბეტის დროს;2. კეტოაციდოზი გვხვდება მხოლოდ ტიპი 2 დიაბეტის დროს: 3. სულფანილ-შარდოვანას პრეპარატები არასოდეს იწვევენ ჰიპოგლიკემიას; 4. ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები ძალზე სპეციფიურია და იმდენად მსგავსი გამოხატულება აქვთ სხვადასხვა ავადმყოფში, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი გამოცნობა ძნელი არ არის ლაბორატორიული კონტროლის გარეშე.

565

უმჯობესია სისხლში გლუკოზის დონე უნდა შევინარჩუნოთ: 1. 70 წლის დიაბეტიანი მამაკაცისათვის 3 - 6 მმოლ/ლ; 2. ორსული ქალისათვის, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი და წარსულში ჰქონდა სპონტანური აბორტი --> 10 მმოლ/ლ: 3. 60 წლის ავადმყოფი მამაკაცისათვის ტიპი 2 დიაბეტით და რეტინო-პათიით: 8 - 10 მმოლ/ლ: 4. 20 წლის ავადმყოფისათვის ტიპი 1 დიაბეტით, რომელიც ეწევა აქტიურ ცხოვრებას: 4 - 8 მმოლ/ლ.

566

ინსულინოთერაპიის დაწყება.1. იწყებენ დოზით 0,5 - 0,6 ერთ/კგ/დღეში ახლადგამოვლენილი ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში; 2. იწყებენ 1 - 2 ერთ/კგ/დღეში ახლადგამოვლენილი ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში: 3. დეკომპენსირებული ტიპი 2 დიაბეტის დროს, როდესაც შაქრის დამწევი ორალური პრეპარატები არასაკმარისად მოქმედებენ, იწყებენ ბაზალური ინსულინის მცირე დოზებით დამატებით მკურნალობას; 4. ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზის დადგენისთანავე უმჯობესია დავიწყოთ ინსულინით მკურნალობა დიაბეტის სწრაფი კომპენსაციის მიზნით.

567

დიაბეტიანი პაციენტები იდეალურ შემთხვევაში უნდა იყენებდნენ...1. ადამიანის, ჩვეულებრივი ტექნოლოგიით გაწმენდილ ინსულინს; 2. ღორის მონოკომ-პონენტურ ინსულინს; 3. მაღალი ხარისხის სიწმინდის ცხოველურ ინსულინს: 4. ადამიანის მონოკომპონენტურ ინსულინს.

568

შარდში გლუკოზის გამოკვლევა...1. დიაბეტის სტაბილური მიმდინარეობისას, კარგი კონტროლის პირობებში საჭიროა ყოველდღიური შემოწმება უზმოდ, ყოველი ჭამის წინ და ძილის წინ; 2. მიზანია - აგლუკოზურიის მიღწევა; 3. შედეგზე გავლენას ახდენს შარდში კეტონების არსებობა, აგრეთვე, ასკორბინის მჟავის დიდი დოზებით, სალიცილატებითა და ანტიბიოტიკებით მკურნალობა: 4. შესაძლებელია ჩატარდეს "დიასტიქსი"- სა და „გლუკოტესტი"-ს დიაგნოსტიკური ჩხირებით.

569

სისხლში გლუკოზის თვითკონტროლი...1. უზრუნველგვყოფს გადაუდებელი ხასიათის ინფორმაციით მეტაბოლური დარღვევე-ბის შესახებ (მაგ., ატიპური ჰიპოგლიკემიის დროს); 2. პრაქტიკული საშუალებაა მეტაბო-ლური კონტროლის შესაფასებლად და საჭიროებისამებრ მკურნალობის კორექციისათვის; 3. კარგი კონტროლის პირობებში ტარდება უზმოდ, ყოველი ძირითადი კვების წინ და ძილის წინ, კვირაში ერთი ან ორი დღის განმავლობაში; 4. ფართოდ გავრცელებულია, რადგან საკმარისად ზუსტია და გასაზომი აპარატურა მსუბუქი, პორტატული და ადვილად მოსახმარია.

570

დიაბეტის მონიტორინგი მნიშვნელოვანია... 1. ტიპი 1 დიაბეტიანი ავადმყოფებისთვის გლიკემიის ხშირი და ფართო ფარგლებში მერყეობის გამო;2. ინსულინოთერაპიაზე მყოფი ავადმყოფებისათვის ინსულინის დოზის შერჩევის მიზნით; 3. ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთათვისაც, ანტიდიაბეტური ორალური საშუალებებით მკურნალობის ფონზე, თუნდაც, ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობის გამო; 4. ნორმალური გლიკემიური კონტროლის შენარჩუნებისათვის, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ამას ადასტურებენ DCCT, UKPDS და სხვა ფართომასშტაბიანი გამოკვლევები.

571

გლუკოჰემოგლობინი (HbA1c): 1. სინთეზირდება ჰემოგლობინისა და გლუკოზის ურთიერთმოქმედების შედეგად; 2. ყვე-ლა სხვა მაჩვენებელზე უკეთ ასახავს გლუკოზურიის საშუალო დონეს წინამორბედი 6 - 10 თვის მანძილზე; 3. სასარგებლოა დიაბეტიანი პაციენტის თვითკონტროლის შედეგების ჩანაწერების ჭეშმარიტების შესაფასებლად; 4. უზრუნველყოფს გლიკემიის დონის საუკეთესო ობიექტურ შეფასებას 2 - 3 თვის განმავლობაში.

572

დიაბეტიანი ავადმყოფის მეტაბოლიზმის მდგომარეობის მონიტორინგი... 1. უკიდურესად საჭიროა ექიმის მაღალი პირაი შემოსავალის მისაღწევად; 2. უკიდურესად სა-ჭიროა დიაბეტიანი პაციენტის უსაფრთხოებისათვის; 3. სულაც არ არის აუცილებელი, რადგან ამით შეიძლება თავი მოვაბეზროთ პაციენტს და შეილახოს მისი, როგორც პიროვ-ნების უფლებები. 4. საშუალებას იძლევა, ექიმის დახმარების გარეშე, თვითონ იმკურნალოს ანუ თვითონ გახდეს საკუთარი თავის ექიმი.

573

შარდში გლუკოზის გამოკვლევა დიაგნოსტიკური ფირფიტებით... 1. განსაკუთრებით საიმედო და ნაკლებად რთული მეთოდია მონიტორინგის სხვა მეთოდებთან შედარებით: 2. საშუალებას იძლევა პაციენტმა თავიდან აიცილოს ჰიპო-გლიკემია და დროულად მიიღოს ადექვატური გადაწყვეტილება; 3. იაფი მეთოდია, რადგან არ მოითხოვს სპეციალური აპარატურის გამოყენებას; 4. ძალზე არაზუსტია, რადგან ფართო ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს გლუკოზისადმი თირკმლოვანი ზღურბლის ვარიაბილობის გამო.

574

სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის სიზუსტე... 1. ძალზე მნიშვნელოვანია; 2. მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გამოკვლევის ჩამტარებლის უნარსა და ცოდნაზე; 3. ტესტ-ჩხირზე არასაკმარისი რაოდენობით სისხლის დაწვეთე-ბამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ანალიზის შედეგი;4. ტესტ-ჩხირთან სისხლის კონტაქტის დროის დაცვა მნიშვნელოვნად მოქმედებს გაზომვის სიზუსტეზე.

575

გლუკოჰემოგლობინის მაჩვენებლების აბსოლუტური მნიშვნელობანი მერყეობენ იმისდა მიხედვით, თუ 1. რომელი მეთოდით ხდება მისი განსაზღვრა; 2. რომელი ჰემოგლობინის განსაზღვრა ტარდება; 3. დღერამის რომელ მონაკვეთშია აღებული გამოსაკვლევის სისხლი; 4. რომელი პროდუქტები და რა რაოდენობით ჰქონდა მიღებული გამოსაკვლევ პირს უშუალოდ გასინჯვის წინ.

576

(მაკრო)პროტეინურია: 1. მიუთითებს თირკმლების ფუნქციის დარღვევაზე: 2. თირკმლების დაზიანების ადრეუ-ლი სტადიის მაჩვენებელია, რომლის მედიკამენტებით მკურნალობა ძალზე კარგი ეფექტით ხასიათდება: 3. შესაძლოა დაკავშირებული იყოს არამხოლოდ დიაბეტთან; 4. ძალზე ძვირადღირებული გამოკვლევაა და ამიტომ იშვიათად ტარდება.

577

კეტოსხეულების გამოკვლევა უნდა ტარდებოდეს... 1. ყოველდღიურად, ყველა დიაბეტიანი პაციენტის მიერ; 2. დიაბეტიანი პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ან თანმხლები დაავადებების გამწვავებისას; 3. თუკი მთელი დღე-ღამის განმავლობაში გლიკემია 15 მმოლ/ლ-ის დონეზეა; 4. ბავშვებსა და მოხუცებში - ყოველდღიურად.

578

მიკროალბუმინურია.. 1. ჯანმრთელებში შარდში ცილის რაოდენობა არ აღემატება100-მგ-ს 24 სT-ში; 2. მიუთითებს თირკმლების დაზიანების შორსწასულ შეუქცევადი სტადიის არსებობაზე 3. წარმოადგენს მნიშვნელოვან მარკერს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადმყოფობათა და ამ მიზეზით სიკვდილიანობის პროგნოზისათვის: 4. ძალზე იაფი გამოკვლევაა, მაგრამ რთულია მასალის შეგროვების თვალსაზრისით.

579

ფრუქტოზამინის განსაზღვრა... 1. ყველაზე უფრო საიმედოა დიაბეტის კომპენსაციის მდგომარეობის შესაფასებლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში; 2. რეკომენდირებულია ჩატარდეს რეგულარულად, 12 თვეში ერთხელ, დიაბეტის დროს; 3. არ ექვემდებარება სისხლში ალბუმინის რაოდენობის მერყეობას;4. საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ გლიკემიურ კონტროლზე (დიაბეტის კომპენსაციის მდგომარეობაზე) ბოლო 7 - 14 დღის განმავლობაში.

580

სისხლში გლუკოზის განსაზღვრა: 1. საანალიზო სისხლის წვეთი შეიძლება მიღებული იქნეს ხელის ან ფეხის თითიდან და ყურის ბიბილოდან; 2. დიაგნოსტიკურ ჩხირზე სისხლის დაწვეთებამდე, რეკომენდირე-ბულია მისი განზავება ორჯერ გამოხდილ წყალში; 3. დიაგნოსტიკურ ჩხირთან სისხლის კონტაქტის ხანგრძლიობა გავლენას არ ახდენს გლუკოზის განსაზღვრის შედეგზე;4. სისხლის ანალიზი უნდა კეთდებოდეს დროის გარკვეულ შუალედებში, რაც აადვილებს მიღებული შედეგების ინტერპეტაციას.

განმარტებები