სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ენდოკრინოლოგია
გლუკოჰემოგლობინის განსაზღვრა: 1. ჩვეულებრივ, დიაბეტიანებში უნდა ტარდებოდეს ყოველ სამ-ოთხ თვეში ერთჯერ;2. ორსულებსა და ცუდად კონტროლირებულ დიაბეტიანებში უნდა ტარდებოდეს მხო-ლოდ 5 - 6 თვეში ერთჯერ; 3. წინააღმდეგნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაში; 4 საშუალებას იძლევა შეფასდეს დიაბეტის მკურნალობის ეფექტურობა წინამორბედი 3-4 თვის განმავლობაში
გლიკემიის კონტროლის მიზნები: 1. ახალგაზრდა, აქტიური ცხოვრების ნირის მქონე დიაბეტიანისთვის კარგ მაჩვენებლად ითვლება უზმოდ გლიკემია 4 - 6 მმოლ/ლ-ის ფარგლებში; 2. ტიპი 1 დიაბეტისა და რეტინოპათიის მქონე საშუალო ასაკის ავადმყოფისათვის კარგ მაჩვენებლად ითვლება დღის განმავლობასი 12 - 14 მმოლ/ლ; 3. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე საშუალო ასაკის ავადმყოფისთვის გლიკემიის მაჩვენებლები რაც შეიძლება ახლო უნდა იყოს ნორმასთან; 4. ტიპი 2 დიაბეტისა და მძიმე ნეფროპათიის მქონე ავადმყოფებისათვის გლიკემია უნდა მერყეობდეს ისეთ ფარგლებში, რომ არ ვითარდებოდეს ჰიპოგლიკემია და ავადმყოფები თავს კარგად გრძნობდნენ.
ჰიპოგლიკემია... 1. ის მდგომარეობაა, როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია 3 მმოლ/ლ-ზე მეტია 2. უხშირესად ვითარდება გადაჭარბებული ფიზიკური აქტიობის შედეგად, უფრო იშვიათად ინსულინის დოზისა და მიღებული საკვების შეუსაბამობის გამო; 3. არასოდეს აღენიშნება კანკალი, შიმშილის შეგრძნება, გულის ფრიალი და ოფლიანობა; 4. მძიმე შემთხვევაში ახასიათებს კრუნჩხვები.
ნეფროპათია... 1. დიაგნოზი უხშირესად ემყარება ალბუმინურიის (პროტეინურიის) ფაქტის დადგენას; 2. თირკმლების უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში საჭირო ხდება დიალიზი ან თირკმლების ტრანსპლანტაცია; 3. მიმდინარეობა უფრო მძიმდება არტერიული ჰიპერტენზიისა და 10 წელზე მეტი ხანგრძლიობის დიაბეტის ფონზე; 4. სტაბილური პროტეინურიის დროს შეუქცევადი ხასიათი აქვს.
ნეიროპათია... 1. შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული და ავტონომური ნეიროპათიის შეუღლების სახით ან ცალკეული სინდრომების თანაარსებობით; 2. ძალზე ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს; 3. ნეიროპათიის სიხშირე მინიმუმამდე შეიძ-ლება იქნეს დაყვანილი გლიკემიის ოპტიმალური კონტროლის პირობებში; 4. შეიძლება გამოიწვიოს გასტროპარეზი, შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლა, იმპოტენცია და ა. შ.
სულფანილშარდოვანას პრეპარატებს შეუძლიათ ჰიპოგლიკემიის გამოწვევა; 1. იშვიათია და არ არის დამახასიათებელი მოვლება ხანშიშესული ავადმყოფები-სათვის; 2. უპირატესად ახასიათებთ პირველი გენერაციის პრეპარატებს, როგორიცაა ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი; 3. მისი მკურნალობისათვის საჭიროა ინსული-ნის მცირე დოზებით ინტენსიური თერაპია და რეგიდრატაცია სტაციონარის პირობებში; 4. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის გადაყვანა ინსულინოთერაპიაზე.
ქრონიკული გართულებები... 1. ვითარდებიან უეცრად და იწვევენ ნაადრევ სიკვდილს ან ინვალიდობას; 2. იგულისხ-მება ჰიპოგლიკემია, დიაბეტური კეტოაციდოზი და რეტინოპათია; 3. სისხლძარღვოვანი გართულებები იყოფა ორ ჯგუფად: მაკროანგიოპათია და მიკროანგიოპათია; 4. სიხშირე მატულობს დიაბეტის ხანდაზმულობის მატების, ცუდი მეტაბოლური კონტროლისა და ჰიპერტენზიის ზეგავლენით.
ჰიპოგლიკემიის მკურნალობა... 1. ყველა შემთხვევაში, მსუბუქი ხარისხის დროსაც კი უმჯობესია ჰოსპიტალიზაცია გართულებების პროფილაქტიკისათვის; 2. მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია დამატებითი საკვების, შაქრის ნატეხის ან ერთი ჭიქა ხილის წვენის მიღება; 3.. თუ ჰიპოგლიკემია გამვითარდა საკვების მიღების რეჟიმით გათვალისწინებულ დროზე ადრე, შეიძლება დამატებით პურის ან მშრალი ნამცხვრის მცირე ზომის რამდენიმე ნაჭრის მიღება; 4. მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ინტრავენურად დექსტროზის გადასხმა ან გლუკაგონის ინექციის გამოყენება.
მაკროანგიოპათია... 1. გულისხმობს აორტის, კორონარული, ცერებრული, და პერიფერიული არტერიების დაზიანებას; 2. შაქრიანი დიაბეტის დროს ვითარდება უფრო ადრეულ ასაკში და იშვიათად, ვიდრე დიაბეტის გარეშე; 3. შაქრიანი დიაბეტის დროს სიკვდილის შემთხვევათა 10%-ის მიზეზია; 4. თამბაქოს წევა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსყქნე და ჰიპერლიპიდემია ხელს უწყობენ მის განვითარებას.
შაქრიანი დიაბეტის დროს გულის სისხლძარღვების დაზიანების ძირითადი რისკ-ფაქტორებია:1. თამბაქოს წევა, სიმსუქნე და ჰიპერტენზია; 2. პერიფერიული პულსაციის დაქვეითება, განსაკუთრებით 40 წელზე უფროსი ასაკის მწეველებში; 3. ჰიპოდინამია, ჰიპერტენზია, დამძიმებული მემკვიდრეობა; 4. ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტენზია და თამბაქოს წევა.
ავადმყოფი დიაბეტური კეტოაციდოზით... 1. საჭიროა მოთავსდეს სტაციონარში და იმყოფებოდეს სრული ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმშვიდის პირობებში, სხვა სამედიცინო ჩარევის გარეშე; 2. ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციისთანავე უნდა ჩაბარდეს სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი ბაქტე-რიოლოგიური გამოკვლევისათვის; 3. საიმდო შედეგების მისაღებად მკურნალობას ვიწყებთ იზოფან ინსულინით ინტრავენურად და აქტრაპიდის დამატებითი კანქვეში ინექციებით; 4. აუცილებლად საჭიროებს დაკვირვებას გლიკემიის და ელექტროლიტური დარღვევების და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით. მიღებული შედეგების ადექვატურად უნდა ჩატარდეს მკურნალობა
დიაბეტიან პაციენტებში დისლიპიდემია... 1. ტიპი 2-ის დროს ყველაზე უფრო ხშირად გამოვლინდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინის მომატებით; 2. ტიპი 2-ის დროს არ არის დაკავშირებული გართულებათა გახშირებასთან და ადვილად სამკურნალოა; 3. ტიპი 1-ის დროს არ არის დამახასიათებელი; 4.. კორეგირდება მეტაბოლური კონტროლის გაუმჯობესების, სხეულის მასის შემცირებისა და ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების გამოყენების ზეგავლენით.
დიაბეტიან პაციენტს აღმოაჩნდა ინფიცირებული ჭრილიბა მარჯვენა ტერფის პირველი თითის მიდამოში. მკურნალობისათვის საჭიროა: 1. საკმარისია ბინის პირობებში ჭრილობის ანტისეპტიური ხსნარებით დამუშავება და ფიზიკური დატვირთვებისაგან თავშეკავება; 2. მარცხენა ქვემო კიდურის ამპუტაცია;3. პერორალური შაქრის დამწევი საშუალებებით მკურნალობა დიაბეტის დეკომპენსაციის ხარისხის მიუხედავად; 4. ანტიბიოტიკები პერორალურად ან ინტრავენურად, ჭრილობის დამუშავება, დრენირება, ინსულინოთერაპია.
დიაბეტის მყარი კომპენსაცია... 1. ვერ შეაჩერებს დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესირებას მის ნაადრევ ეტაპზეც კი; 2 დიაბეტური ნეფროპათიის ადრეულ ან ტრანზიტორულ სტადიაზე რეკომენდირებულია მიღწეულ იქნას მხოლოდ დიეტით და/ან შაქრის დამწევი ორალური საშუალებებით, რადგან ინსულინით მკურნალობა შეასძლოა ხელი შეუწყოს გორგლოვანი აპარატის აუტოიმუნურ დაზიანებას; 3. დიაბეტური ნეფროპათიის მოგვიანებით სტადიაში რეკომენდირებულია განხორციელდეს ინსულინოთერაპიით; 4. მეთფორმინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია .დიაბეტური ნეფროპათიის მოგვიანებით სტადიაში.
რეტინოპათია... 1. მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს გაურთულებელი საწყისი სტადიის სახით; 2. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს იშვიათად იწვევს მხედვე-ლობის დაკარგვას პროლიფერაციული ფორმის არსებობის დროსაც კი; 3. ტიპი 2 -გან განსხვავებითტიპი 1 დიაბეტის დროს მაკულოპათიის შემთხვევაში არ იწვევს მხედველობის სერიოზულ დარღვევებს; 4. საჭიროებს მკურნა-ლობას დიაბეტის მყარი კომპენსაციის ფონზე არგონლაზერით ფოტოკოაგულაციის მეთოდით.
სულფანილშარდოვანას მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში: 1. ექსტრაპანკრეასული ეფექტი (ინსულინის რეცეპტორები და სხვა); 2. ბეტა-უჯრედები-დან ინსულინის სეკრეციის სტიმულაცია; 3. ნაწლავებში გლუკოზის შეწოვის დათრგუნვა; 4. ბეტა-უჯრედებიდან ამილინის გამოყოფის სტიმულაცია, რაც იწვევს ინსულინის რეცეპ-ტორებზე ინსულინის მოქმედების პოტენცირებას.
ტიპი 2-ის დეკომპენსაციის დროს ინსულინით მკურნალობის დაწყება აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას, რაც გამოწვეულია იმით, რომ მცირდება: 1. რეტინოპათიის სიმძიმე; 2. პოლიურია; 3. საერთო სისუსტე;4. წყურვილი.
X-სინდრომისთვის დამახასიათებელია: 1. ინსულინორეზისტენტობა 2. ჰიპერინსულინემია და ჰიპოგლიკემია 3. ჰიპერტენზია 4. დისლიპიდემია.
მოხუცებული ასაკის დიაბეტიანი ავადმყოფის მიერ ინსულინის ინექციის კეთების დროს ხელშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს: 1. გულმავიწყობა; 2. მხედველობის დაქვეითება; 3. ტემპერატურის მერყეობის ზეგავლე-ნით ინსულინის ხსნარის მოცულობის ცვალებადობა; 4. შპრიცში ინსულინის დოზის სწორად ამოღების სირთულეები.
დიაბეტისა და ორსულობის თანხვედრისას... 1. მცირდება დიაბეტიანი დედის სიკვდილის საფრთხე; 2. მატულობს პერინატალური სიკვდილიანობა, განსაკუთრებით ტიპი 1 დიაბეტის ფონზე; 3. დიაბეტიანი დედის მეტაბოლური კონტროლის გაუმჯობესება ამცირებს მკვდრადშობადობას და ნეონატალურ სიკვდილიანობას; 4. მატულობს გასტრო-დუოდენური სისხლდენების რისკი.