QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ენდოკრინოლოგია

1030 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

601

გესტაციური შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალი აქვთ ქალებს, რომლებსაც.... 1. ანამნაზში უკვე ჰქონდათ გესტაციური დიაბეტი; 2. წინამორბედი მშობიარობისას ნაყოფის წონა აღემატებოდა 4 კგ; 3. სხეულის მასის ინდექსი უშუალოდ ორსულობამდე არ აღემატებოდა 20კგ/მ2; 4. ანამნეზში აღენიშნებოდათ ნაყოფის დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული სიკვდილი.

602

ნაყოფის მაკროსომია - ეს არის: 1. დიაბეტიანი დედის მცირე მასის მქონე ნაყოფის არსებობა; 2. დიაბეტიანი დედის ჭარბი მასის მქონე ნაყოფის არსებობა; 3. დედის ჰიპერგლიკემიის შედეგია; 4. მდგომარეო-ბა, რომელიც აძნელებს ბუნებრივი გზებით მშობიარობას და იწვევს ნაყოფის მხრის სარტყლის დისტოციას..

603

ორსულობის დროს გამოყენებული ინსულინის პრეპარატი... 1. უნდა იყოს ცხოველური, მაგალითად, ღორის; 2. სასურველია იყოს ადამიანის და მაღალი ხარისხის სიწმინდის; 3. საკმარისია, თუ იქნება ჩვეულებრივი სიწმინდის; 4. უნდა იყოს მხოლოდ ხანმოკლე მოქმედების.

604

გესტაციური დიაბეტი განისაზღვრება, როგორც... 1. გლუკოზის მიმართ ნორმალური ან დარღვეული ტოლერანტობა, რომელიც გამოვლინდა ორსულობისას; 2. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის სხვადასხვა ხარისხი, რომელიც პირველად გამოვლინდა ორსულობისას; 3. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის სხვადასხვა ხარისხი, რომელიც პირველად გამოვლინდა ორსულობის შემდეგ; 4. დიაბეტი და ორსულობა.

605

ორსულობის დროს გლიკემიური კონტროლი მიზნად ისახავს... 1. უზმოდ გლიკემიის დონე 3 მმოლ/ლ-ზე ქვევით; 2. გლიკემიის დონეს დღის განმავლობაში 5 მმოლ/ლ-ზე დაბლა; 3. ნებისმიერ დროს ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილებას;4. გლიკემიისა და გლიკოჰემოგლობინის მაჩვენებლების შენარჩუნებას იდეალური ნორმის ფარგლებში.

606

პრეგესტაციური დიაბეტის ფონზე ორსულობისას... 1. შეიძლება გაუარესდეს დიაბეტის გართულებების, მაგალითად, რეტინოპათიის, მიმდინარეობა. 2. შესაძლოა განვითარდეს ეკლამფსია და აუცილებელი გახდეს ჰოსპიტალიზაცია; 3. აუცილებლად განვითარდება ნაყოფის მაკროსომია; 4. მიღწეული და შენარჩუნებული უნდა იყოს გლი-კემიის მკაცრი კონტროლი.

607

გართულებების რისკი დიაბეტის ფონზე ორსულობისას: 1. დედა შეიძლება დაიღუპოს ტიპი 1 დიაბეტის დროს კეტოაციდოზით ან ჰიპერტენზიით არასწორი მკურნალობის შედეგად; 2. ტიპი 1 დიაბეტის მქონე დედის არასწორი მკურნალობის გამო ნაყოფს შესაძლოა ჰქონდეს თირკმლების აგენეზია, შინაგანი ორგანოების ტრანსპოზიცია და სხვა სიმახინჯეები; 3. დიაბეტიან მამას უმძიმდება დიაბეტის გართულებების მიმდინარეობა; 4. გესტაციური დიაბეტის დროს ნაყოფის მაკროსომია აადვილებს მშობიარობას.

608

დიაბეტით დაავადებული დედის შვილს.... 1. მომატებული აქვს დიაბეტის განვითარებისადმი მიდრეკილება; 2. არასდროს უვითარდება კაუდალური რეგრესიის სინდრომი; 3. ნაადრევი მშობიარობისას შეიძლება განუვითარდეს რესპირატორული დისსტრეს სინდრომი; 4. გესტაციური დიაბეტის მქონე დედის შვილს შეიძლება ჰქონდეს განვითარების შეფერხება პუბერტატულ პერიოდში.

609

ჰიპოგლიკემია ორსულობის დროს... 1. შესაძლოა ინსულინის დოზის გადაჭარბების შედეგი იყოს; 2. უფრო ხშირად აღენიშ-ნებათ ინსულინოთერაპიაზე მყოფ ქალებს, რომელთაც გლიკემია ნორმალურთან ახლო ფარგლებში აქვთ; 3. შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული საკვების რეგულარული, დოზირებული მიღებით; 4. შესაძლოა კუპირებული იქნეს გლუკაგონის შეყვანით.

610

ზოგადი ქირურგიული ჩარევა დიაბეტის დროს... 1. ძალზე სახიფათოა და არასოდეს არ უნდა ჩატარდეს; 2. შაქრიანი დიაბეტის არსებობა არსებითად არ მოქმედებს სიტუაციაზე, ამიტომ ოპერაციის წინ გლიკემიის სტაბილიზაცია-ზე დროის დაკარგვა არ არის გამართლებული; 3. დიაბეტის დროს ზოგადი ქირურგიული ჩარევა შედარებით უფრო სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვიდრე დიაბეტის გარეშე. ამ დროს საჭიროა ოპერაციის წინა პერიოდში დიაბეტის სტაბილიზა-ცია და სათანადო მიხედვა ოპერაციის შემდგომ, კარგი გამოსავლის უზრუნველსაყოფად; 4. დიაბეტის სწორი მართვისა და მისი (დიაბეტის) გართულებების არარსებობის პირობებში პოსტოპერაციული სიკვდილიანობა და ავადობა იგივეა, რაც დიაბეტის გარეშე.

611

დიაბეტის დროს, ოპერაციისათვის მომზადების პერიოდში, რისკფაქტორებია: 1. სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; 2. რეტინოპათია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი; 3. დეჰიდრატაცია, შოკი, წამლების ურთიერთქმე-დება; 4. დიაბეტის ცუდი კონტროლი და თირკმლების უკმარისობა.

612

ინსულინოთერაპიის გაგრძელება ან დაწყება საჭიროა... 1. ტიპი 1 დიაბეტის დროს ოპერაციისთვის მომზადების პერიოდში; 2. ტიპი 2 დიაბეტის დროს რთული ქირურგიული ოპერაციისთვის მომზადების პერიოდში; 3. ტიპი 2 დიაბეტის ყველა შემთხვევაში, რომლებიც ღებულობდნენ შაქარდამწევ ორალურ საშუალებებს და ემზადებიან ნებისმიერი სახის ოპერაციისათვის; 4. დეკომპენსირებული დიაბეტის დროს ოპერაციისთვის მომზადების პერიოდში.

613

ოპერაციის შემდგომ დიაბეტიანი პაციენტი... 1. საჭიროებს გულდასმით დაკვირვებას და ინსულინით მკურნალობას; 2. შეიძლება მაშინვე გაეწეროს კლინიკიდან; 2. პარენტერალურ კვებაზე მყოფი პაციენტებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის დოზების მომატება, რადგან აღნიშნული საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს; 4. მეტაბოლური კონტროლის სტაბილიზაციის შემთხვევაში შესაძლოა დაბრუნდეს იგივე მკურნალობაზე, რომელსაც იღებდა ოპერაცია-მდე.

614

მეტაბოლიზმის კონტროლი დიაბეტის დროს გულისხმობს... 1. გლიკემიის შენარჩუნებას 4-იდან 5 მმოლ/ლ-ის ფარგლებში ოპერაციის დროს; 2. ოპე-რაციამდე გლიკემიის შენარჩუნებას 20 მმოლ/ლ-ზე ზევით; 3. ოპერაციამდე გლიკემიის შე-ნარჩუნებას 12 მმოლ/ლ-ზე ზევით; 4. გლიკემიის შენარჩუნებას 6-იდან 10 მმოლ/ლ-ის ფარგლებში ოპერაციის დროს.

615

ექიმი ვალდებულია... 1. უზრუნველყოს დიაბეტით დაავადებული პაციენტის მომზადება ოპერაციისათვის და სწორად შეაფასოს შესაძლო რისკი; 2. მაქსიმალურად შესაძლო გახადოს ჰიპოგლიკემიის რისკი დიაბეტიანებისათვის ოპერაციის პერიოდში; 3. უზრუნველყოს ჰიპერგლიკემიისა და კეტოაციდოზის განვითარების თავიდან აცილება ოპერაციის დროს; 4. უზრუნველყოს ქი-რურგიული ჭრილობების შეხორცებისათვის საჭირო პირობები, განსაკუთრებით დიაბეტის დროს.

616

ოპერაციაზე რეაქცია... 1. მატულობს ინსულინის სეკრეცია; 2. მატულობს გლუკაგონის და ადრენალინის გამო-ყოფა; 3. მატულობს ღვიძლიდან გლუკოზის პროდუქცია, მეტი რაოდენობით სინთეზირ-დება ცილა და ცხიმი; 4. ზოგალი მეტაბოლური ეფექტი კატაბოლიზმის გაძლიერებით გამოიხატება.

617

პაციენტები ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით... 1. სტაციონარში უნდა მოთავსდნენ ოპერაციის დღეს; 2. ოპერაციის წინ გადაყვანილი უნდა იქნენ ინსულინის მრავალჯერადი ინექციების რეჟიმზე, თუ ტრადიციული თერაპიის ფონზე არ არის მიღწეული კარგი კომპენსაცია; 3. თუ უკვე იღებს გახანგრძლივებულ ინსულინს, მაშინ არ არის საჭირო მისი გადაყვანა ხანმოკლე მოქმედების ინსულინზე;4. ოპერაციის დღეს იღებენ ჩვეულებრივ საუზმეს.

618

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია... 1. დაავადების განვითარება უპირატესად 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში; 2. დაავადების განვითარება უპირატესად 30-იდან 40 წლამდე ასაკში; 3. დაავადების განვითარება უპირატესად 30 წლამდე ასაკის ადამიანებში; 4. დაავადების განვითარება ნებისმიერ ასაკში სიმსუქნის ფონზე; 5. დაავადების განვითარება მოხუცებულ ასაკში. სხეულის ნორმალური მასის ფონზე.

619

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ხასიათდება: 1. დაავადების სიმპტომების თანდათანობით განვითარებით; 2. დაავადების სიმპტომების და ნიშნების შედარებით სწრაფი განვითარებით; 3. დაავადების სიმპტომების სწრაფი განვითარებით, რომელსაც სცვლის სპონტანური რემისიის პერიოდები; 4. დაავადების ფარული მიმდინარეობის ხანგრძლივი პერიოდით, ღარიბი კლინიკური მიმდინარეობის ფონზე; 5. დაავადების განვითარებით დიაბეტის სპეციფიური გართულებების მანიფესტაციის ფონზე.

620

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 ხასიათდება; 1. ინსულინის ბიოლოგიურად აქტიური ფრაქციის სეკრეციის დაქვეითებით სუმარული სეკრეციის ზომიერი მატების ფონზე; 2. ინსულინის სეკრეციის დაქვეითებით და პროინსულინის გამოყოფის პარადოქსული მატებით; 3. სისხლში ინსულინის კონცენტრაციის შემცირებით; 4. სისხლში ინსულინის კონცენტრაციის შემცირებით კონტრინსულინური ჰორმონების ანტაგონისტური მოქმედების გავლენით; 5. სისხლის ინსულინაზური აქტიობის გაძლიერებითა და ჰიპერგლიკემიით.

განმარტებები