სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ენდოკრინოლოგია
აღნიშნე, თუ რა გართულებების რისკი არსებობს დიაბეტიანი ქალის ორსულობისას: 1.დედა შეიძლება დაიღუპოს ტიპი 1 დიაბეტის დროს კეტოაციდოზით ან ჰიპერტენზიით არასწორი მკურნალობის შედეგად; 2.ტიპი 1 დიაბეტის მქონე დედის არასწორი მკურნალობის გამო ნაყოფს შესაძლოა ჰქონდეს თირკმლების აგენეზია, შინაგანი ორგანოების ტრანსპოზიცია და სხვა სიმახინჯეები; 3. დიაბეტიან მამას უმძიმდება დიაბეტის გართულებების მიმდინარეობა; 4. გესტაციური დიაბეტის დროს ნაყოფის მაკროსომია აადვილებს მშობიარობას.
მონიშნე ორსულობის დროს რის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია და რით შეიძლება იქნეს იგი კუპირებული: 1.შესაძლოა ინსულინის დოზის გადაჭარბების შედეგი იყოს; 2.უფრო ხშირად აღენიშნებათ ინსულინოთერაპიაზე მყოფ ქალებს, რომელთაც გლიკემია ნორმალურთან ახლო ფარგლებში აქვთ; 3.შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული საკვების რეგულარული, დოზირებული მიღებით; 4.შესაძლოა კუპირებული იქნეს გლუკაგონის შეყვანით.
მონიშნე, თუ რას საჭიროებს ავადმყოფი დიაბეტური კეტოაციდოზით:
მონიშნე რა არის საჭირო ღამის ჰიპოგლიკემიის პროფილაქტიკისთვის: 1.ძილის წინ ნოყიერი ვახშამი; 2.მუშაობის ღამის გრაფიკზე გადასვლა, რათა სიფხიზლეში დროულად დაფიქსირდეს ჰიპოგლიკემიის პირველივე ნიშნები; 3.ვახშმის წინ დანიშნული ინსულინების კომბინაციიდან საშუალო ხანგრძლივობის ინსულინის გადატანა უფრო გვიანი დროისათვის – ძილის წინ; 4.ვახშმის წინ დანიშნული ხანმოკლე მოქმედების ინსულინის დოზის გადიდება.
რას ეწოდება ჩიყვი?
რამ შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი?
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის ანუ გრეივსის ავადმყოფობის განვითარების მექანიზმში წამყვანი მნიშვნელობა აქვს ისეთ ფაქტორის არსებობას, როგორიცაა:
დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის ანუ გრეივსის ავადმყოფობის დროს თირეოტოქსიკოზის შედეგად პაციენტს ხშირად აქვს:
აუტოიმუნური აგრესიის ერთ-ერთი გამოხატულებაა პრეტიბიალური მიქსედემა, რომლის დროსაც პათოლოგიური ცვლილებები ვლინდება ქვემო კიდურების წვივებისა და ტერფების არეში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როგორც წესი, რომელი პათოლოგიის დროს გვხვდება პრეტიბიალური მიქსედემა?
საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა ორსულობის მეთექვსმეტე კვირაში მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას შემდეგი ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუსტე, სხეულის მასის დაკლება 2 კგ-ით ბოლო 1 თვეში, გულის ფრიალის და მთელი სხეულის კანკალის შეგრძნება, დაძაბულობის შეგრძნება თვალის კაკლების არეში, ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლების ზომიერად წინ წამოწევა, დეფეკაციის გახშირება (დღე-ღამეში 5-ჯერ), ფაღარათის გარეშე. თავს ავად თვლის ბოლო 1 თვეა. ავადმყოფობის დაწყებას უკავშირებს ძლიერ ემოციურ სტრესს. ავადმყოფის დედას ანამნეზში აქვს დიფუზური ტოქსიური ჩიყვი. უშუალო საექიმო გასინჯვისას ყურადღებას იქცევს ავადმყოფის სახის აღგზნებული გამომეტყველება, მომატებული ემოციურობა, მოუსვენრობა. კისრის წინა ნაწილში შეინიშნება გამობერილობა. აღინიშნება: ხელების გაშლილი თითების კანკალი, ტაქიკარდია, გულის შეკუმშვათა რიცხვი 120-მდე წუთში, რიტმული. სისხლის არტერიული წნევა 140/60 მმ.ვ.წ.სვ. გულის აუსკულტაციით – ნაზი სისტოლური შუილი მწვერვალის მიდამოში. ფილტვების მოსმენით – ვეზიკულური სუნთქვა. მუცელი – რბილია, უმტკივნეულო. ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება. ფარისებრი ჯირკვალი პალპაციით ისინჯება. მისი ორივე წილი გადიდებულია, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისაა, მგძნობიარეა, ნერწყვის ყლაპვისას გადაადგილდება ხორხთან ერთად. პაციენტს გამოხატული აქვს თიროიდ ასოცირებული ორბიტოპათიის (ე.წ. "ენდოკრინული ოფთალმოპათიის") მოვლენები: თვალის კაკლების წინ წამოწევა (ეგზოფთალმია), თვალის ნაპრალების გაფართოვება, სკლერების ჰიპერემია, ქუთუთოების შეშუპება. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 4.1 ნგ/დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ/დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 0.01 მიკრ.საერთ.ერთ/მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ/მლ). მკვეთრად მომატებულია სისხლში თირეოტროპული ჰორმონის რეცეფტორების საწინააღმდეგო იმუნოგლობულინების დონე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ავადმყოფობის არსებობა არის სავარაუდო უპირველეს ყოვლისა?
25 წლის ქალმა ორსულობის მეთექვსმეტე კვირაში მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას შემდეგი ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუსტე, სხეულის მასის დაკლება 2 კგ-ით ბოლო 1 თვეში, გულის ფრიალის და მთელი სხეულის კანკალის შეგრძნება, დაძაბულობის შეგრძნება თვალის კაკლების არეში, ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლების ზომიერად წინ წამოწევა, დეფეკაციის გახშირება (დღე-ღამეში 5-ჯერ), ფაღარათის გარეშე. კისრის წინა მხარეს გამობერილობის ("ჩიყვის") გაჩენა ბოლო თვეებში. ჩატარებული კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე დაისვა დიაგნოზი: დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი III ხარისხის, თირეოტოქსიკოზი (საშუალო სიმძიმის). ორსულობა (16 კვირის). განსაზღვრეთ მკურნალობის ტაქტიკა.
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოფრქვეულ რადიოაქტიურ ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით იყო რადიოაქტიური იოდი. იწინასწარმეტყველეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ენდოკრინული სისტემის რომელი ნაწილის დაზიანება იყო უპირატესად მოსალოდნელი ელექტროსადგურის თანამშრომელთა და ავარიის შედეგების ლიკვიდატორთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნული ავარიის ადგილზე და განიცადეს ამ რადიოაქტიური ნარჩენების დამაზიანებელი ზემოქმედება.
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოფრქვეულ რადიოაქტიურ ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით იყო რადიოაქტიური იოდი. იწინასწარმეტყველეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ფარისებრი ჯირკვლის რომელი ავადმყოფობის განვითარება არის მოსალოდნელი ასეთი ავარიის მომდევნო რამდენიმე თვეში ელექტროსადგურის თანამშრომელთა და ავარიის შედეგების ლიკვიდატორთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნული ავარიის ადგილზე და განიცადეს ამ რადიოაქტიური ნარჩენების დამაზიანებელი ზემოქმედება.
ჰიპოთირეოზი შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამუსში თირეოლიბერინის დეფიციტის შედეგად. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ჰიპოთირეოზის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ასეთი შემთხვევები?
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიმართ ორგანიზმის ქსოვილების რეზისტენტობის შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზი. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ჰიპოთირეოზის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ასეთი შემთხვევები?
ჰიპოთირეოზის განვითარების მრავალი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა არის ჰიპოთირეოზის განვითარების ყველაზე უფრო ხშირი მიზეზი?
ქრონიკული აუტოიმუნური (ჰაშიმოტოს) თირეოიდიტის დროს, როგორც წესი, სისხლში მომატებულია აუტოანტისხეულების კონცენტრაცია. გამოთქვით მოსაზრება ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, რომელი სახის აუტოანტისხეულების მომატება გვხვდება განსაკუთრებით ხშირად, ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 30 წლის ქალმა უკანასკნელ თვეებში განვითარებული ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, თმების ცვენის გაძლიერება და თმოვანი საფარველის გამეჩხერება, სითბოს სიყვარული, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა, მენსტრუაციის შეწყვეტა. აღინიშნება რძისმაგვარი გამონადენის არსებობა ორივე ძუძუდან. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ/დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ/დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 25.1 მიკრ.საერთ.ერთ/მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ/მლ). სისხლის შრატში პროლაქტინის დონე 34 ერთ (ნორმა 5-21 ერთ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზი შეიძლება დაისვას ამ შემთხვევაში?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 70 წლის ქალმა, რომელმაც ორი წლის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ამჟამად სტენოკარდიული შეტევები არ აქვს. უკანასკნელ 8 თვის განმავლობაში პაციენტს განუვითარდა ჩივილები: ძლიერი საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ამჟამად სხეულის მასა 88 კგ, სიმაღლე – 162 სმ. ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, თმების ცვენის გაძლიერება და თმოვანი საფარველის გამეჩხერება, სითბოს სიყვარული, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღინიშნება სახისა და სხეულის შეშუპება, ხმა ჩახლეჩილი აქვს, კანი მშრალია, გასქელებული, შეხებით – დაქვეითებული ტემპერატურის. პულსი სუსტი ავსების, 58 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა 160/115 მმ.ვ.წ.სვ. პერკუსიით, გულის გარდიგარდმო საზღვრები გადიდებულია. გულის ტონები მკვეთრად მოყრუებულია. ფილტვების ქვემო წილების საპროექციო არეზე მოისმინება კრეპიტაცია. ფარისებრი ჯირკვალი პალპაციით ისინჯება გადიდებული, მკვრივი კონსისტენციის წარმონაქმნის სახით. ჯირკვალი მოძრავია, უმტკივნეულო. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევით გამოვლინდა სინუსური ბრადიკარდია, არითმიის გარეშე. ყველა განხრაში QRS კომპლექსის ვოლტაჟი მკვეთრად დაქვეითებულია. I და II სტანდარტულ განხრებში, აგრეთვე გულმკერდის V1 –V4 განხრებში აღინიშნება პათოლოგიური Q კბილები, ამავე განხრებში ST სეგმენტი იზოელექტრულ ხაზს ქვევითაა, T კბილები – უარყოფითია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ/დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ/დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 25.1 მიკრ.საერთ.ერთ/მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ/მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი გეგმა უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრში მოიყვანეს ქ. თბილისის მცხოვრები 7 თვის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა მოდუნება, ძილიანობა, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, ყაბზობა. პაციენტის დედა 25 წლისაა. ბავშვი პირველი ორსულობიდანაა. ორსულობის პერიოდი მიმდინარეობდა განსაკუთრებული გადახრების გარეშე. ბავშვი დაიბადა ორსულობის 42-ე კვირაზე. დაბადების შემდგომ დღეებში ბავშვს ჰქონდა გახანგრძლივებული სიყვითლე. ნეონატალური თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა ბავშვს არ ჩატარებია. დედა და ბავშვი იოდით პროფილაქტიკას არ იტარებენ. საექიმო გასინჯვისას ბავშვს აღენიშნება სახისა და სხეულის შეშუპება, ტირილისას ხმა ჩახლეჩილი აქვს, კანი მშრალია, გასქელებული, შეხებით – დაქვეითებული ტემპერატურის. პულსი სუსტი ავსების, 58 დარტყმა წუთში. პერკუსიით, გულის გარდიგარდმო საზღვრები გადიდებულია. გულის ტონები მკვეთრად მოყრუებულია. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით გამოვლინდა მისი ჰიპოპლაზია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ/დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ/დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 60 მიკრ.საერთ.ერთ/მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ/მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია უფრო მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში?