QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ენდოკრინოლოგია

1030 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1001

ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 25 წლის ქალმა, თავისი ორსულობის მეთორმეტე კვირის ბოლოს. იგი არ იმყოფება ქალთა კონსულტაციის მეთვალყურეობის ქვეშ და არ უტარდება იოდით პროფილაქტიკა. უკანასკნელ 1 თვის განმავლობაში პაციენტს განუვითარდა ჩივილები: საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ამჟამად სხეულის მასა 88 კგ, სიმაღლე –162 სმ. პაციენტს აღენიშნება ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა. საექიმო გასინჯვისას აღინიშნება სახისა და სხეულის ზომიერად გამოხატული შეშუპება, ხმა დაბალი ტემბრისაა, კანი მშრალია, პულსის სიხშირე 58 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა 120/80 მმ.ვ.წ.სვ. ფარისებრი ჯირკვალი პალპაციით ისინჯება გადიდებული, მკვრივი კონსისტენციის წარმონაქმნის სახით. ჯირკვალი მოძრავია, უმტკივნეულო. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით ორივე წილის საერთო მოცულობა 38 მლ, კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.7 ნგ/დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ/დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 15.1 მიკრ.საერთ.ერთ/მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ/მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია სავარაუდო ყველაზე მეტად აღნიშნულ შემთხვევაში.

1002

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც აღენიშნებოდა: კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რაც ძლიერდებოდა ყლაპვის დროს და ხელით ზეწოლისას. ტკივილი გადაეცემოდა კისრის უკანა მხარეს და კეფის არეში. აღნიშნული მოვლენები დაიწყო 10 დღის წინ, მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ტკივილთან ერთად ავადმყოფს დაეწყო ჰექტიური ცხელება 39- 40 გრადუსამდე ცელსიუსის სკალით. პაციენტი უჩივის აგრეთვე: ზოგადი აგზნებადობის ზომიერად მომატებას, ოფლიანობის გაძლიერებას, გულისცემის გახშირებას, სხეულში შინაგანი კანკალის შეგრძნებას. პალპაციით ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მტკივნეულია, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისაა. სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ერითროციტების დალექვის სისწრაფის მომატება 55 მმ-მდე საათში, ლეიკოციტოზის გარეშე. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია სავარაუდო ყველაზე მეტად აღნიშნულ შემთხვევაში?

1003

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც აღენიშნებოდა: კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რაც ძლიერდებოდა ყლაპვის დროს და ხელით ზეწოლისას. ტკივილი გადაეცემოდა კისრის უკანა მხარეს და კეფის არეში. აღნიშნული მოვლენები დაიწყო 12 დღის წინ, მწვავედ, ზემო სასუნთქი გზების კატარალური მოვლენების გადატანიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ტკივილთან ერთად ავადმყოფს დაეწყო ჰექტიური ცხელება 39- 40 გრადუსამდე ცელსიუსის სკალით. პაციენტი უჩივის აგრეთვე: ზოგადი აგზნებადობის ზომიერად მომატებას, ოფლიანობის გაძლიერებას, გულისცემის გახშირებას, სხეულში შინაგანი კანკალის შეგრძნებას. პალპაციით ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, მტკივნეულია, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისაა. სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდა ერითროციტების დალექვის სისწრაფის მომატება 55 მმ-მდე საათში, ლეიკოციტოზის გარეშე. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 3.1 ნგ/დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ/დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 0.01 მიკრ.საერთ.ერთ/მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ/მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როგორი წარმოშობის თირეოტოქსიკოზის არსებობა არის მოსალოდნელი ყველაზე მეტად აღნიშნულ შემთხვევაში?

1004

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი სახე ითვლება ყველაზე მეტად ეფექტურად მსგავს შემთხვევებში?

1005

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. მკურნალობა დაწყებულ იქნა 15 მგ/დღეში პრედნიზოლონით. მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს პაციენტს სხეულის ტემპერატურა გაუხდა ნორმალური და ტკივილის სინდრომი მოეხსნა. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, შემდგომი მკურნალობის რომელი გეგმა არის ყველაზე მეტად ეფექტური მსგავს შემთხვევებში?

1006

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მომართა 23 წლის ქალმა შემდეგი ჩივილებით: საერთო სისუსტე, გულისცემის გახშირება, ემოციური აგზნებადობის მომატება. პაციენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მდგომარეობას ამძიმებს დაძაბული დღის რეჟიმი, რაც დაკავშირებულია სამი თვის წინ მშობიარობასთან და ახლადგაჩენილი ბავშვის მოვლასთან. ამავე დროს პაციენტი აღნიშნავს, რომ კისრის წინა ნაწილში ოდნავ მოიმატა გამობერილობამ. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ავადმყოფობის არსებობაა მოსალოდნელი ყველაზე მეტად?

1007

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მომართა 23 წლის ქალმა შემდეგი ჩივილებით: საერთო სისუსტე, გულისცემის გახშირება, ემოციური აგზნებადობის მომატება. პაციენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მდგომარეობას ამძიმებს დაძაბული დღის რეჟიმი, რაც დაკავშირებულია სამი თვის წინ მშობიარობასთან და ახლადგაჩენილი ბავშვის მოვლასთან, მის ძუძუთი კვებასთან. ამავე დროს პაციენტი აღნიშნავს, რომ კისრის წინა ნაწილში ოდნავ მოიმატა გამობერილობამ. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება არის წინააღმდეგნაჩვენები ამ შემთხვევაში?

1008

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მომართა 23 წლის ქალმა შემდეგი ჩივილებით: საერთო სისუსტე, გულისცემის გახშირება, ემოციური აგზნებადობის მომატება. პაციენტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მდგომარეობას ამძიმებს დაძაბული დღის რეჟიმი, რაც დაკავშირებულია სამი თვის წინ მშობიარობასთან და ახლადგაჩენილი ბავშვის მოვლასთან, მის ძუძუთი კვებასთან. ამავე დროს პაციენტი აღნიშნავს, რომ კისრის წინა ნაწილში ოდნავ მოიმატა გამობერილობამ. მკურნალმა ექიმმა ივარაუდა მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის თირეოტოქსიკური სტადიის არსებობის შესაძლებლობა. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება არის ნაჩვენები ამ შემთხვევაში დიფუზურ ტოქსიკურ ჩიყვთან დიფდიაგნოსტიკისათვის?

1009

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. მკურნალობა დაწყებულ იქნა 15 მგ/დღეში პრედნიზოლონით. მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს პაციენტს სხეულის ტემპერატურა გაუხდა ნორმალური და ტკივილის სინდრომი მოეხსნა. მდგომარეობის გაუმჯობესების გამო პაციენტმა აღარ მიმართა სამკურნალო დაწესებულებას და დაახლოებით 45 დღიანი მკურნალობის შემდგომ მთლიანად შეწყვიტა მედიკამენტების მიღება. ამ დროიდან 2 თვის შემდეგ პაციენტმა შეამჩნია, რომ მას განუვითარდა კანის სიმშრალე, შეშუპება სახისა და კიდურების არეში, მცივანობა, ყაბზობა, დღისით ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, გამობერილობა კისრის წინა ნაწილში (ჩიყვი). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მეტად რომელი პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლებოდა ყოფილიყო მოვლენათა ასეთი განვითარების მიზეზი მსგავს შემთხვევებში?

1010

ენდოკრინოლოგიურ კლინიკას მიმართა 35 წლის ქალმა, რომელსაც კლინიკური, ჰორმონული და ინსტრუმენტული მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი: ქვემწვავე (ვირუსული) თირეოიდიტი, თირეოტოქსიკური სტადია. მკურნალობა დაწყებულ იქნა 15 მგ/დღეში პრედნიზოლონით. მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს პაციენტს სხეულის ტემპერატურა გაუხდა ნორმალური და ტკივილის სინდრომი მოეხსნა. მდგომარეობის გაუმჯობესების გამო პაციენტმა აღარ მიმართა სამკურნალო დაწესებულებას და დაახლოებით 45 დღიანი მკურნალობის შემდგომ მთლიანად შეწყვიტა მედიკამენტების მიღება. ამ დროიდან 2 თვის შემდეგ პაციენტმა შეამჩნია, რომ მას განუვითარდა კანის სიმშრალე, შეშუპება სახისა და კიდურების არეში, მცივანობა, ყაბზობა, დღისით ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება, გამობერილობა კისრის წინა ნაწილში (ჩიყვი). პაციენტმა კვლავ მიმართა მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელმაც ივარაუდა ქვემწვავე თირეოიდიტის ჰიპოთირეოიდული სტადიის არსებობა. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მეტად რომელი ლაბორატორიული ცვლილებების არსებობა დაადასტურებს ექიმის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ამ შემთხვევაში?

1011

48 წლის ქალმა, პროფესიით მუსიკალური თეატრის მომღერალმა, მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას ჩივილებით, რომელიც მას განუვითარდა თანდათან ბოლო 3-4 თვის განმავლობაში: ხმის ტემბრის დადაბლება, საერთო სისუსტე, მეხსიერებისა და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება, მცივანობა, ყაბზობა, უჩვეულო გამობერილობის გაჩენა კისრის წინა ნაწილში. თქვენი ვარაუდით, ენდოკრინული სისტემის რომელი ავადმყოფობისთვის არის დამახასიათებელი მსგავსი გამოვლინებანი?

1012

48 წლის ქალმა, პროფესიით მუსიკალური თეატრის მომღერალმა, მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას ჩივილებით, რომელიც მას განუვითარდა თანდათან ბოლო 3-4 თვის განმავლობაში: ხმის ტემბრის დადაბლება, საერთო სისუსტე, მეხსიერებისა და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება, მცივანობა, ყაბზობა, უჩვეულო გამობერილობის გაჩენა კისრის წინა ნაწილში. ენდოკრინოლოგმა ივარაუდა ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის ფონზე განვითარებული ჩიყვის და ჰიპოთირეოზის არსებობა. თქვენი ვარაუდით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ლაბორატორიული გამოკვლევის როგორი შედეგები არის მოსალოდნელი ყველაზე მეტად, მითითებული ავადმყოფობის არსებობის შემთხვევაში?

1013

48 წლის ქალმა, პროფესიით მუსიკალური თეატრის მომღერალმა, მიმართა ენდოკრინოლოგიურ კლინიკას ჩივილებით, რომელიც მას განუვითარდა თანდათან ბოლო 3-4 თვის განმავლობაში: ხმის ტემბრის დადაბლება, საერთო სისუსტე, მეხსიერებისა და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება, მცივანობა, ყაბზობა, უჩვეულო გამობერილობის გაჩენა კისრის წინა ნაწილში. ლაბორატორიული გამოკვლევებით აღმოჩნდა სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონის დაქვეითება, თირეოტროპული ჰორმონის დონის მნიშვნელოვანი მომატება, თირეოგლობულინისა და თიროპეროქსიდაზის ანტისხეულების შემცველობის მკვეთრი მომატება ნორმასთან შედარებით. ჩატარებული კლინიკური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით დაისვა დიაგნოზი: ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი. დიფუზური ჩიყვი III ხარისხის. ჰიპოთირეოზი საშუალო სიმძიმის. გამოთქვით მოსაზრება აღნიშნულის მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მკურნალობის როგორი სქემის გამოყენება არის რეკომენდირებული თანამედროვე შეხედულებების შესაბამისად?

1014

ოცდაოთხი წლის ქალი არის 8 კვირის ორსული. მას აღენიშნება მკვეთრად გამოხატული გულისრევა, პირღებინება. სხეულის მასის დაკლება და გულის ფრიალი არ არის მკაფიოდ გამოხატული. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტებით გამოვლინდა სისხლის შრატში თირეოტროპული ჰორმონის მკვეთრი დაქვეითება და თავისუფალი თიროქსინის დონის უმნიშვნელოდ მომატება. პაციენტს არ აღენიშნება თირეოიდული ქსოვილის კომპონენტების (თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების, თირეოგლობულინის, თიროპეროქსიდაზის) მიმართ ანტისხეულების მომატება. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებისადმი პაციენტს ნეიტრალური პოზიცია აქვს, მაშინ როგორ უმკურნალებდით ასეთ შემთხვევაში თირეოტოქსიკოზს?

1015

რომელი მიგაჩნიათ თირეოიდული სტატუსის შესაფასებელი ტესტების სამიზნე მნიშვნელობად, ორსულობის დროს ანტითირეოიდული მედიკამენტების დოზის შერჩევისთვის?

1016

კომპენსირებული ჰიპოთირეოზის მქონე ორსულ ქალს ადრე ჩატარებული აქვს რადიოიოდთერაპია გრეივსის ავადმყოფობის (დიფუზური ტოქსიური ჩიყვის) გამო. აუცილებელია თუ არა, რომ ასეთ პაციენტს ჩაუტარდეს და თუ აუცილებელია, მაშინ როდის უნდა ჩაუტარდეს თტჰ-ის რეცეპტორების მიმართ ანტისხეულების გამოკვლევა?

1017

კომპენსირებული ჰიპოთირეოზის მქონე ორსულ ქალს ადრე ჩატარებული აქვს თირეოიდექტომია გრეივსის ავადმყოფობის (დიფუზური ტოქსიური ჩიყვის) გამო. აუცილებელია თუ არა, რომ ასეთ პაციენტს ჩაუტარდეს და თუ აუცილებელია, მაშინ როდის უნდა ჩაუტარდეს თტჰ-ის რეცეპტორების მიმართ ანტისხეულების გამოკვლევა?

1018

კომპენსირებული ჰიპოთირეოზის მქონე ორსულ ქალს ადრე ჩატარებული აქვს თირეოიდექტომია გრეივსის ავადმყოფობის (დიფუზური ტოქსიური ჩიყვის) გამო. აუცილებელია თუ არა, რომ ასეთ პაციენტს ჩაუტარდეს და თუ აუცილებელია, მაშინ როდის უნდა ჩაუტარდეს და რატომ უნდა ჩაუტარდეს თტჰ-ის რეცეპტორების მიმართ ანტისხეულების გამოკვლევა?

1019

30 წლის ორსულ ქალს აქვს დიფუზურად გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, კომპრესიული სინდრომის გარეშე. წინასწარი გამოკვლევების მონაცემებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა ნორმალურია, სისხლის შრატში თირეოტროპული ჰორმონის დონე საშუალო მაჩვენებელს აღემატება და ნორმის მაქსიმუმს უახლოვდება. თირეოიდული ანტისხეულების დონე სისხლში მომატებული არ არის. არ დადასტურდა აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა. პაციენტს აინტერესებს თავისი მკურნალი ექიმის გარდა კიდევ სხვა ექიმის მოსაზრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რას ურჩევდით თქვენ?

1020

თორმეტი კვირის ორსულობის ფონზე კლინიკურად აშკარა ფორმის პირველადი ჰიპოთირეოზის დიაგნოზი დაუდგინდა 24 წლის ქალს. პაციენტის სისხლის თტჰ-ის დონე ტოლია - 86 მ.საერთ.ერთ/ლ (ნორმა 0.4-დან 4.0 მ.საერთ.ერთ/ლ). დაიწყებდით თუ არა ასეთ შემთხვევაში ლევოთიროქსინის პრეპარატებით მკურნალობას და იოდით პროფილაქტიკას? როგორი დოზებით?

განმარტებები