სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო პედიატრია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო პედიატრია
ახალშობილთა რომელი დაავადების საპროფილაქტიკოდ გამოიყენება ადამიანის ანტი ,,D" გლობულინი?
დღენაკლული ახალშობილების დისადაპტაციური მდგომარეობისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთჩამოთვლილი მონაცემი გარდა?
თქვენ სინჯავთ დღენაკლულ ახალშობილს რომელსაც დაბადებიდან 3 სთ-ში გამოუვლინდა ტაქიპნოე, ექსპირაციული ხმიანობა, დამხმარე კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში, რენტგენოლოგიურად ფიჭისებრი სურათი. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
რდს-ის რომელი ქვემოთჩამოთვილი გართულება მიეკუთვნება ქრონიკულს?
ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის შემთხვევაში დაავადების კლინიკური ნიშნები უხშირესად ვლინდება:
პაციენტის კლინიკური შეფასების შედეგად ფიქრობთ რესპირატორული დისტრეს სინდრომის სასარგებლოდ, რენტგენოგრაფიულად რომელი გამოვლინება დაადასტურებს თქვენ დიაგნოზს?
ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატს მიეკუთვნება:
ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის საპროფილაქტიკოდ დედასთან ანტენატალურად გამოიყენება:
რომელ ქვემოთმოყვანილ შემთხვევაში განსაზღვრავთ ახალშობილთან ბილირუბინის დონეს?
თქვენ აფასებთ 14 დღის ახალშობილს, რომელსაც უვლინდება ინტენსიური სიყვითლე. სიყვითლე გამოვლინდა მე-7 დღიდან. სისხლში მკვეთრადაა მომატებული პირდაპირი ბილირუბინი. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
რომელი დაავადება იწვევს უპირატესად არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მომატებას?
თქვენ სინჯავთ 4 დღის ახალშობილს სიყვითლით. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკვებს იღებს კარგად. სიყვითლე ვრცელდება კრამერის I-III ზონაში. სისხლში: ჰემოგლობინი 200 გ/ლ, რეტიკულოციტები 1%, ბილირუბინი 95 მმოლ/ლ, პირდაპირი ბილირუბინი 1,2 მმოლ/ლ. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
თქვენ სინჯავთ 25 დღის დროულ ახალშობილს სიყვითლით. სიყვითლე გამოვლინდა პირველი კვირის განმავლობაში, მზარდი ინტენსივობით. ამჟამად ყურადღებას იპყრობს კუნთთა ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ყაბზობა და მაკროგლოსია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
არაპირდაპირი ჰიპერბილირუბინემიის შემთხვევაში მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს:
თქვენ სინჯავთ 26 დღის ახალშობილს სიყვითლით, რომელიც გამოვლინდა სიცოცხლის მეორე კვირას. ყურადღებას იპყრობს აქოლიური განავალი. სისხლში მომატებულია ბილირუბინის დონე უპირატესად პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე. ღვიძლის ფუნქციური ტესტები ნორმის ფარგლებშია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
თქვენ სინჯავთ III მშობიარობიდან დაბადებულ ახალშობილს I დღეს განვითარებული სიყვითლით. დედას არ ჩატარებია ჰემოლიზური დაავადების პროფილაქტიკა. კუმბსის პირდაპირი ტესტი დადებითია. დედას აქვს II ჯგუფის სისხლი, ახალშობილს I. თქვენი აზრით რა არის მოცემულ შემთხვევაში ჰემოლიზური სიყვითლის მიზეზი?
სისხლის ბანკში მოვიდა შეტყობინება ნაყოფთან სისხლის ტრანსფუზიის ჩატარების შესახებ. რომელი ქვემოთმოყვანილი პათოლოგიის დროსაა ფეტალური ტრანსფუზიის ჩატარების აუცილებლობა?
რომელი ქვემოთმოყვანილი დებულებაა სწორი ბილირუბინთან მიმართებაში?
თქვენ ახდენთ რესპირაციული დისტრეს სინდრომის დიფ. დიაგნოსტიკას. რომელ ქვემოთმოყვანილ მონაცემს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ასოცირებულია რდს-თან?
რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტს სურფაქტანტის შყვანის შემდეგ უტარდება ,,CPAP" (მუდმივ დადებითი წნევით ვენტილაცია). რა არის ,,CPAP" -ით მკურნალობის ძირითადი მიზანი ?