QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო პედიატრია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო პედიატრია

2697 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

861

დღენაკლული ახალშობილი რესპირატორული დისტრეს სინდრომით მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან. მისი ჟანგბადის სატურაცია აპარატის მინიმალურ რეჟიმზე იყო 100 %. რა დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ჟანგბადის დამატებით მიწოდებამ დღენაკლულებში?

862

რა არის დღენაკლულებში რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების ძირითადი პათოფიზიოლოგიური მექანიზმი?

863

ფიზიოლოგიური მიზეზებით გამოწვეულ სიყვითლეს ახასიათებს:

864

პრენატალურად რესპირატორული დისტრეს სინდრომის გამოსავლენად იყენებენ:

865

თქვენ სინჯავთ 5 დღის ახალშობილს, რომელსაც უვლინდება ჰიდროცეფალია, ქორიორეტინიტი, სიყვითლე და ინტრაკრანიული კალციფიკატები. რა დაავადებაზე იფიქრებთ?

866

თქვენ სინჯავთ ახალშობილს, რომელსაც გამოხატული აქვს კატარაქტა, სიყრუე და გულის მანკი, კერძოდ ღია არტერიული სადინარი. როგორია თქვენი დიაგნოზი?

867

1 დღის ახალშობილთან თანდაყოლი ინფექციის არსებობაზე მიუთითებს უპირატესად:

868

თქვენ სინჯავთ გესტაციის 35 კვირაზე დაბადებულ ახალშობილს, რომელიც იწონის 3,9 კგ-ს და აქვს მკვეთრად გამოხატული მაკროგლოსია (დიდი ენა). გასინჯვისას არ ვლინდება სხვა დისმორფული ან პათოლოგიური ნიშნები. რა არის თქვენი სავარაუდო დიაგნოზი?

869

რომელი ნიშნის საფუძველზე განასხვავებთ კეფალოჰემატომას სამშობიარო სიმსივნისაგან?

870

თქვენ სინჯავთ ახალშობილს პოლიმორფული გამონაყარით და დასვით ტოქსიკური ერითემას დიაგნოზი. გამონაყარის შიგთავსში რომელი უჯრედების მომატება დაადასტურებს თქვენს დიაგნოზს?

871

მეკონიუმის გამოყოფის დაგვიანების რომელ შემთხვევაში ჩათვლით საჭიროდ ახალშობილთან ნაწლავის ობსტრუქციის გამორიცხვას?

872

რომელი ქვმოთმოყვანილი დებულებაა სწორი თანდაყოლილი ჰიპოთირეოიდიზმის შესახებ:

873

რომელი ქვმოთმოყვანილი დებულებაა სწორი ,,ქალის რძით" განპირობებული სიყვითლის შესახებ?

874

თქვენ სინჯავთ გესტაციის 39 კვირაზე დაბადებულ ახალშობილს რომლის წონაა 2000 გრამი. როგორ დაახასიათებთ მას?

875

ახალშობილისა და ჩვილის ძილისთვის რეკომენდებულია ზურგზე წოლის პოზიცია. დადგენილია რომ მუცელზე წოლის პოზიცია ახალშობილებსა და ჩვილებში ზრდის შემდეგი პრობლემის განვითარების რისკს:

876

დროულ ახალშობილს კისტური ფიბროზის ოჯახური ანამნეზით სიცოცხლის პირველ დღეებში აღენიშნება ღებინება და მუცლის შებერილობა. რომელი ქვემოთმოყვანილი მდგომარეობა შეესაბამება ბავშვის ოჯახურ ანამნეზს?

877

თქვენ ბინაზე უნდა გაწეროთ დროული ახალშობილი, მშობელი გეუბნებათ რომ ბავშის ძმას გამუვლინდა ჩუტყვავილა. რომელი ქვემოთმოყვანილი მოსაზრებაა სწორი?

878

ახალშობილს აღენიშნება დაუნის სინდრომი და გასინჯვისას ვლინდება შუილი. რომელი მანკი ვლინდება უხშირესად დაუნის სინდრომის დროს?

879

რომელი ქვემოთმოყვანილი პრობლემა არ შეესაბამება ახალშობილთა დისადაპტაციურ ანუ ,,ტრანზიტორულ" მდგომარეობებს?

880

დედა შეშფოთებულია, რომ მისი 2 დღის შვილის საფენზე ნახა აგურისფერი ფერის ლაქა და ითხოვს შარდის გამოკვლევას სისხლის შემცველოაბზე. როგორ მოიქცევით?

განმარტებები