სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ნეონატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ნეონატოლოგია
3 დღის ახალშობილს, რომელსაც გავა-წელის მიდამოში აღენიშნება ზურგის ტვინის თიაქარი, ორჯერ განუვითარდა ღებინება. ობიექტურად დიდი ყიფლიბანდი დაჭიმულია და არის ოპისტოტონუსის პოზა. თავის გარშემოწერილობა დაბადების მომენტიდან გაიზარდა 1სმ-ით. აღნიშნული სიმპტომების მიზეზი სავარაუდოთ უნდა იყოს:
დროულ ახალშობილს დაბადებისთანავე აღენიშნება რესპირაციული დისტრესი, რომელიც ძლიერდება წოვის დროს და იხსნება ბავშვის ტირილის შემთხვევაში. მდგრადმა ციანოზმა და ჰიპოქსიამ აუცილებელი გახადა ენდოტრაქეალური ინტუბაცია. აღნიშნულ ნიშნების გამომწვევი სავარაუდო მიზეზია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სიმპტომის არსებობა საჭიროებს ახალშობილთან ცისტური ფიბროზის გამორიცხვას?
სამშობიარო ბლოკში სიცოცხლისუნარიანი ახალშობილის რეანიმირებისას პირველ ღონისძიებას წარმოადგენს შემდეგი:
თქვენს პაციენტს, რომელიც მიღებულია მე-3 ორსულობიდან და მშობიარობიდან აღენიშნება ჰემოლუზური სიყვითლე. კუმბსის პირდაპირი ტესტი დადებითია. დედა არის A (II) Rh (-), ბავშვი 0 (I) Rh (+). დაასახელეთ ჰემოლიზური იქტერულობის ყველაზე შესაძლო მიზეზი:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი კლინიკური ნიშანი წარმოადგენს მაღალი რისკის ჯგუფს რესპირატორული დისტრესს სინდრომის განვითარებისთვის?
29 კვირის გესტაციური ასაკის მქონე ახალშობილს სამშობიარო ბლოკში ჩაუტარდა ენდოტრაქეალური ინტუბაცია და მიეცა სურფაქტანტი. დაასახელეთ სურფაქტანტის ფიზიოლოგიურად უფრო აქტიური კომპონენტები
ორსული, 35 კვირის გესტაციის ვადაზე, ჰოსპიტალიზირებულია ჰიპერტენზიის გამო. რომელი ორგანოს სიმწიფე ფასდება, ამნიონური სითხეში ლეციტინ-სფინგომიელინის შეფარდების განსაზღვრით?
6 საათის ახალშობილს აღენიშნება ციანოზი, დესატურაცია და ტაქიკარდია. ბავშვი მოთავსდა ჟანგბადის კარვის ქვეშ და მიეწოდა 95% ჟანგბადი, რის ფონზეც სატურაცია მოწესრიგდა. ქვემოთ ჩამოთვლილთგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მშობლებმა მოიყვანეს 6 დღის ახალშობილი, რომელსაც აღენიშნება მოუსვენრობა, ღებინება კვების შემდეგ და კანის ფერის შეცვლა კვების დროს. გამოხატულია კანის სიჭრელე, რესპირაციული დისტრესი, სუსტი პულსაცია ქვედა კიდურებზე ზედა კიდურებთან შედარებით და სისტოლური შუილი. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული ცვლილებების ყველაზე სარწმუნო მიზეზი:
თანდაყოლილი წითურას სინდრომთან ხშირად ასოცირებულია:
ახალშობილობის ასაკში საშარდე გზების ინფექციას ახასიათებს
თქვენ სინჯავთ 1 თვის პაციენტს, რომელიც იმყოფება ძუძუთი კევბაზე. მისი ნამატია 400 გრ. ბავშვი იკვებება მოთხოვნილების მიხედვით 5-ჯერ დღეში, დღის განმავლობაში 4 სთ-ში ერთხელ, ხოლო ღამით აკეთებს 6 სთ-იან ინტერვალს. როგორი იქნება თქვენი მოქმედების ტაქტიკა?
თქვენ სინჯავთ ახალშობილს, დედა აღნიშნავს რომ მისი აზრით ბავშვს დიდი თავი აქვს, იგი უფრო მეტია ვიდრე გულმკერდის გარშემოწერილობა. ბავშვის ანთროპომეტრული გარშემოწერილობა 34 სმ. როგორია თქვენი გადაწყვეტილება:
2 კვირის ახალშობილს გამოუვლინდა ლეთარგია, ჰიპოთერმია, საკვებზე უარს ამბობს. ცერებროსპინალურ სითხეში ლეიკოციტი 1200 უჯრედი /მმ3 (მათგან 95% პოლიმორფონუკლეარული ნეიტროფილია). ცილის რაოდენობა მომატებულია, შაქარი დაქვეითებული. რომელია საუკეთესო ინიციალური თერაპია:
3 დღის ახალშობილს გამოუვლინდა გამონაყარი. წითელი ფერის პაპულები არის მთელ სხეულზე და ლოყებზე. ზოგიერთი მათგანი ჰგავს ვეზიკულას. ვეზიკულის შიგთავსის მიკროსკოპულმა კვლევამ აჩვენა ეოზინოფილების დიდი შემცველობა. ეჭვი იქნა მიტანილი ახალშობილთა ტოქსიური ერითემაზე. რა მკურნალობას ურჩევთ მშობლებს:
2 დღის დროული ახალშობილი გადაყვანილია ახალშობილთა ინტენისური ტერაპის დეპარტამენტში. ახალშობილი მიღებულია IV ტოქსიკოზის ფონზე მიმდინარე ორსულობიდან და II მშობიარობიდან (II და III ორსულობა დამთავრდა სპონტანური აბორტით). I ორსულობიდან დედას ჰყავს 3 წლის ჯანმრთელი გოგონა. დედა O(I)Rh(-), ბავშვი O(I)Rh(+). სიცოცხლის მე_18 საათზე ახალშობილს გამოეხატა სიყვითლე, სუსტი ხმით ტირილი, საკვებს ვერ იღებდა საწოვრით. საერთო ბილირუბინი 406 მკმოლ/ლ, არაპირდაპირი 388 მკმოლ/ლ. საერთო ცილა 49გ/ლ. დაისვა ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების დიაგნოზი. ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელია ყველაზე გამართლებული ამ სიტუაციაში:
ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელს მიანიჭებთ უპირატესობას ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების სამკურნალოდ:
27 წლის პირველმშობიარეს, 34 კვირის გესტაციის ვადაზე, ნაყოფის ბრადიკარდიის გამო ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილს დაბადებისთანავე აღენიშნა აპნოე და ჰიპოტონია. სანაციის, გამშრალებისა და ტაქილური სტიმულაციის მიუხედავად, სპონტანური სუნთქვითი აქტივობა არ აღინიშნება. ახალშობილი მოდუნებული და ციანოზურია. თქვენი ტაქტიკა.
37-38 კვირის გესტაციის ახალშობილს, რომელიც დაიბადა ასფიქსიაში, გაუსუფთავეს სასუნთქი გზები და ჩაუტარეს სტიმულაცია. 30 წამის შემდეგ დაიწყეს ფილტვის ვენტილაცია დადებითი წნევით. მე-60 წმ გულისცემის სიხშირეა 90. თქვენი ტაქტიკა.