სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ნეონატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ნეონატოლოგია
30 კვირის გესტაციის, ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ფილტვის დადებითი წნევით ვენტილაციისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის შემდეგ. რეანიმაციის დაწყებიდან გავიდა 90 წამი.გულისცემის სიხშირეა 60. თქვენი შემდგომი ტაქტიკაა:
7 დღის 24 კვირის გესტაციის ახალშობილი სამშობიაროდან საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას დაუდგინდა LysteriaMonocytogenes-ით გამოწვეული ადრეული ნეონატალური სეფსისი. რომელი ანტიბიოტიკების კომბინაციით დაიწყებთ პაციენტის მკურნალობას:
17 დღის დროულ ახალშობილს საავადმყოფოში ქლამიდიური კონიუნქტივიტის დიაგნოზი დაუდგინდა. რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკებით დაიწყებთ მკურნალობას:
36 კვირის გესტაციის 2300 გრამი მასის ახალშობილს ანამნეზური, კლინიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მონაცემების საფუძველზე დაუდგინდა თანდაყოლილი ჰერპესული ინფექცია ენცეფალიტით. რომელი მედიკამენტით უმკურნალებთ ავადმყოფს:
თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის გამო 8 დღის დროულ ახალშობილს უტარდება კომპლექსური მკურნალობა პირიმეთამინის, სულფადიაზინის და ფოლიუმმჟავას გამოყენებით. კიდევ რომელი მედიკამენტის ჩართვაა რეკომენდირებული მკურნალობის სქემაში:
1 დღის დროული ახალშობილი პირიდან გამოეყოფს აქაფებულ ლორწოს. მას აქვს ციანოზი ძუძუთი კვების დროს. ასპირაციაზე რისკის გამო გადაწყდა მოხდეს ნაზოგასტრალური ზონდირება, მაგრამ ზონდის ჩადგმა ექთანმა ვერ განახორციელა, რადგან შეიგრძნო დაბრკოლება. რაზე იფიქრებთ და როგორი იქნება თქვენი ტაქტიკა:
1 დღის დროულ ახალშობილს ახველებს, გამოყოფს აქაფებულ ნახველს, აქვს ციანოზი, რომელიც ძლიერდება ძუძუთი კვების დროს. ნაზოგასტრალური ზონდირება ექთანმა ვერ განაბორციელდა, რადგან ზონდის გადაადგილების დროს შეიგრძნობა დაბრკოლება. სავარაუდოთ ადგილი აქვს საყლაპავის ატრეზიას. განხორციელდა რეფერალი შესაბამისი პროფილის სტაციონარში. როგორი სახის ჩარევა არის გამართლებული ასეთ დროს:
2 კვირის ა ახალშობილს გამოუვლინდა აპნოეს შეტევები. იგი არის დროული, დაიბადა ფიზიოლოგიური მშობიარობიდან. დედას 3 კვირის წინ დაეწყო რინორეა და ხველა და ახლა აქვს ძლიერი პერსისტიული ხველის შეტევები, რომლებიც ბშირად ღებინებით მთავრდება. სავარაუდოთ დედას აქვს ყივანახველა. რა მკურნალობას დაუნიშნავთ ბავშვს:
ახალშობილი დაიბადა HBsAg დადებითი დედისაგან. როგორია თქვენი შემდგომი მოქმედების ტაქტიკა:
წონაში მცირე ნამატის მქონე 2 კვირის ახალშობილს აქვს ტაქიკარდია და ტაქიპნოე. რენტგენოგრამაზე კარდიომეგალია; ექოკარდიოგრამაზე სტრუქტურულად ნორმალური გული, მარცბენა პარკუჭის დილატაცია, გადმოსროლის ფრაქცია 20% (ნორმა >55%), მცირე რაოდენობით სითბე პერიკარდის ღრუში და სუსტი მიტრალური და ტრიკუსპიდალური რეგურგიტაცია.ა ალშობილის მკურნალობის საუკეთესო საწყისი ნაბიჯია ჩამოთვლილიოდან ერთ-ერთის ინტრავენური ინფუზია:
ახალშობილთა სკრინინგ-ტესტირებისას ფილტრის ქაღალდის მეშვეობით 3 დღის ასაკის დროულ ახალშობილს გამოუვლინდა: თიროქსინი (T4) 6,9 მკგ/დლ (ნორმა 11,5 მკგ/დლ) და თიროიდ-მასტიმულირებელი ეორმონი (TSH) 28 მკU/მლ (ნორმა 3-18 მკU/მლ). აღნიშნული პაციენტის მართვის ყველაზე სწორი გზაა:
რეტინოპათიის გამოსარიცხად ოპტიმალური დრო ოქსიგენოთერაპიაზე მყოფი 25 კვირის გესტაციური ასაკისა და 1 200გ დაბადების მასის მქონე ახალშობილის ბადურას საწყისი გამოკვლევისათვის არის:
7 დღის ახალშობილს აქვს დიდ რაოდენობით ჩირქოვანი გამონადენი ორივე თვალიდან. მისი 17 წლის დედას აღენიშნება მოყვითალო ფერის ვაგინალური გამონადენი.აბალშობილს ჩატარებული აქვს K ვიტამინით და ადგილობრივად ერითრომიცინით რუტინული პროფილაქტიკა. ახალშობილის კონიუნქტივალური ნაცხის გიმზას მეთოდით შეღებვისას გამოვლინდა ინტრაციტოპლაზმური ჩანართები. აღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობის საუკეთესო ტაქტიკაა ახალშობილს დაენიშნოს:
რა მედიკამეტი გამოიყენება ღია არტერიული სადინარს (PDA) სამკურნალოდ:
1 დღის გესტაციური ასაკისათვის პატარა /SGA/ ა ალშობილს ობიექტურად პულსი 160, სუნთქვა 40, ტემპერატურული რეაქცია არა აქვს, სისბლში გლუკოზა 1,1 მმოლ/ლ. რა არის ჰიპოგლიკემიის კორექციის პირველი საფეხური:
საშუალოდ რამდენი მლ სითხე ეკუთვნის 3 კგ წონის ახალშობილს სადღეღამისო ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად :
საკეისრო კვეთით დაბადებული დროული ახალშობილი არის დუნე, ციანოზური და არ აღენიშნება სუნთქვითი მოძრაობები. გულისცემა<60 წუთში. გადაწყდა ენდოტრაქეული მილის ჩადგმა და მექანიკური ვენტილაციის დაწყება. რომელი მედიკამენტების ადმინისტრირებაა შესაძლებელი ენდოტრაქეული მილით:
დროული ახალშობილის დედას აინტერესებს თუ როდის გაიორმაგებს და გაისამმაგებს ბავშვი დაბადების წონას. თქვენი პასუბია:
რომელი ქვემოთმოყვანილი მოსაზრებაა სწორი:
პირველი თვის განმავლობაში ბავშვის ზრდის შესაბებ მართებულია ყველა ქვემოთმოყვანილი დებულება გარდა