QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულია 15წლის ვაჟი, სტაციონარში მომართვამდე პრაქტიკულად ჯანმრთელი. დილის 6 სთ. პაციენტის გაღვიძება ვერ მოხერხდა მშობლების მიერ, მას პირის არეში აღენიშნებოდა პირნაღები მასები, ასევე კიდურების დაჭიმულობა და უნებლიე შარდვა. მშობლების გადმოცემით, პაციენტი ძილის წინ იყო ცუდ გუნებ განწყობაზე. მშობლები უარყოფენ რაიმე დაავადებებთან მათი შვილის კონტაქტს. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტი არის ძილიანი, აღენიშნება ქვედა კიდურების მსუბუქად გამოხატული რიგიდობა.ქვემოთ ჩამოთვლილიდან ყველაზე მეტად სავარაუდოა:

2

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულია 15 წლის ვაჟი, სტაციონარში მომართვამდე პრაქტიკულად ჯანმრთელი. დილის 6 სთ. პაციენტის გაღვიძება ვერ მოხერხდა მშობლების მიერ, მას პირის არეში აღენიშნებოდა პირნაღები მასები, ასევე კიდურების დაჭიმულობა და უნებლიე შარდვა. მშობლების გადმოცემით, პაციენტი ძილის წინ იყო ცუდ გუნებ განწყობაზე. მშობლები უარყოფენ რაიმე დაავადებებთან მათი შვილის კონტაქტს. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტი არის ძილიანი, აღენიშნება ქვედა კიდურების მსუბუქად გამოხატული რიგიდობა. პაციენტის შეფასება და მართვა უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან შემდეგს:

3

გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მომართა 3 წლის ვაჟმა ჩივილით ძილიანობა.ბიჭის დედა აღნიშნავს, რომ ბავშვი იყო „მოუსვენარი“ დილის საათებში, ცხელება არ აღენიშნებოდა.ანამნეზის შეკრების დროს ირკვევა, რომ დედა იღებს წამლებს ფილტვებში არსებული „პატარა კერის“ გამო. გასინჯვისას ბავშვი არის ძლიერ ძილიანი, იღვიძებს ძლიერი მტკივნეული გამღიზიანებლის საპასუხოდ. აღენიშნება ტაქიპნოე, სუნთქვა დამატებითი მუსკულატურის მონაწილეობის გარეშე. პაციენტს უეცრად უვითარდება გენერალიზირებული გულყრა, 2 წთ. ხანგრძლივობის, რასაც მოსდევს ხანმოკლე პოსტ-იქტალური ფაზა და შემდეგ მეორე გულყრა. გამოკვლევის ან ჩარევის რომელი მეთოდი არის ყველაზე მიზანშეწონილი ამ პაციენტისათვის?

4

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოყავს გადუდებელი დახმარების განყოფილებაში 3წ. ბავშვი, რომელმაც შესაძლოა დალია ალკოჰოლის ჯგუფის სითხე, რომელიც შენახული იყო ბოთლში ავტოფარეხში. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართალი ალკოჰოლით და გლიკოლებით მოწამვლასთან მიმართებაში?

5

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დედის მიერ მოყვანილია 20 თვის ბავშვი. დედის გადმოცემით, მან წინა დღის მეორე ნახევარში ბავშვს შენიშნა ხელში ღია წამლის ფლაკონები, რომელშიც იყო ასპრინი და აცეტამინოფენი. ვინაიდან ბავშვს პირის ღრუში არ აღმოაჩნდა ეს წამლები, დედამ ჩათვალა, რომ ბავშვს ისინი არ დაულევია. თუმცა, შემოსვლის დღეს, დილის საათებში ბავშვს აღენიშნა პირღებინება, ძილიანობა, რაც გახდა მომართვის მიზეზი. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი დებულებაა მართალი ამ პაციენტის ანალგეზიური საშუალებებით მოწამვლასთან მიმართებაში?

6

ტოქსიკოლოგიაში ლაბორატორიული ტესტირების შესახებ რომელი დებულებაა მართალი?

7

მოწამლული პაციენტის გასტროინტესტინალური დეკონტამინაციასთან მიმართებაში რომელი დებულებაა მართალი?

8

რომელი დებულებაა მართალი ნახშირწყალბადების და გამხსნელების შესახებ?

9

16 წლის გოგონა მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მშობლების გადმოცემით გოგონა იქცევა როგორც მთვრალი და აღენიშნება პირღებინება.მშობლების აზრით გოგონა სვავს წამლებს და ასევე ლუდს. ანამნეზში მას აღენიშნება ჰოსპიტალიზაცია აცეტამინოფენის ჭარბი დოზით მიღების გამო და კონსულტირებული იყო ფსიქოლოგის მიერ სკოლაში. მშობლებმა გოგონა აღმოაჩინეს ავტოფარეხში, იგი იწვა ზურგზე, მასთან ახლოს იყო მისი შეყვარებულის სურათი და მოყინვის საწინააღმდეგო სითხის შემცველი თითქმის სავსე ბოთლი მოხდილი თავით. გოგონას დედის აზრით გოგონას წინა თვეში მენსტრუაცია არ ჰქონია. ობიექტური გასინჯვისას: მოზარდი არის ძილიანი, აქვს გაუგებარი მეტყველება, თვალები მუდმივად დახუჭული აქვს.პირიდან ალკოჰოლის სუნი არ აღენიშნება.ლაბორატორიული მონაცემებე არის შემდეგი: “Na- 138mMo/L” , “Cl -108 mMol/L”, “HCO3 - 12mMol/L”, “BUN- 14mg/dL”,”Cr-0.9mg/d”, სისხლში გლუკოზის შემცველობა 54მგ/დლ. სისხლში ეთანოლის დონე არ ვლინდება, სისხლში აცეტამინოფენის დონე <0.4მკგ/მლ. განსაზღვრული ოსმოლარობა “304 mOsm/kg H2O“. ამ პაციენტის მართვასა და გამოკვლევასთან მიმართებაში რომელი დებულებაა მართალი?

10

თქვენ დაგიკავშირდათ ექიმი რაიონული საავადმყოფოდან, რომელსაც უნდა მოწამლული 4 წლის ბავშვის გადმოყვანა თქვენს საავადმყოფოში ჰემოდიალიზის ჩასატარებლად. თქვენ მსჯელობთ ექსტრაკორპორალური თერაპიის ჩვენებების შესახებ. ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელი კორეკტული ჰემოდიალიზის ჩვენებების შესახებ?

11

2 წლის ბიჭი მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ვინაიდან მან სავარაუდოდ დალია მის უფროსი ძმის კლონიდინის 0.1მგ ტაბლეტები. მშობლების აზრით დაიკარგა არ უმეტეს სამი ტაბლეტისა. განყოფილებაში შემოსვლის პერიოდში ბიჭი იყო აქტიური, ნათელი ცნობიერებით, მაგრამ ამჟამად არის ძილიანი. ქვემოთმოყვანილი დებულებებიდან რომელია უფრო კორექტული ამ კონკრეტული მოწამვლის შესახებ?

12

16 წლის გოგონა მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მშობლების მიერ, რომელთა აზრით გოგონა „იქცევა შეუსაბამოდ“. მისი გუგები გაფართოვებულია და გოგონას დედა ითხოვს მის ტოქსიკოლოგიურ შემოწმებას.გოგონა განწყობილია აგრესიულად, მას აღენიშნება ჰალუცინაციები.ვიტალური მონაცემები შემდეგია:“HR- 140“, “RR“ – 20“, ‘’BP 138/85“,“T 39C“. გოგონას კანი არის თბილი და ჰიპერემიული. ე.კ.გ. მონაცემებით ვლინდება ნორმალური“P„კბილი ყოველი“QRS“ კომპლექსის წინ, „QRS” 0.80წმ. და“QT 0.41“ წმ. ამ პაციენტის იდეალური მკურნალობა მდგომარეობს შემდეგში:

13

18 თვის ბიჭი თამაშობდა ბებიას დიგოქსინის შემცველი ფლაკონით, მშობლებმა ჩათვალეს, რომ ბავშვს არ ჰქონდა დალეული პრეპარატი და ამიტომ არ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. 6 სთ.-ის შემდეგა ბავშვს განუვითარდა ძილიანობა და პირღებინება.ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ამ პაციენტის მართვის შესახება რომელი დებულებაა კორექტული?

14

დედამ აღმოაჩინა, რომ მისი 2 წლის გოგონა სვავდა სითხეს ლამფის ზეთის კონტეინერიდან. გოგონას თავდაპირველად აღენიშნა მოხრჩობის შეგრძნება და ხველა ამჟამად მისი სატუტაცია არის 91% ოთახის ჰაერზე. გოგონას მართვის ყველაზე შესაბამისი შემდეგი ეტაპია:

15

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია მართალი კაუსტიკური ნივთიერების მიღებასთან (გადაყლაპვასთან) მიმართებაში?

16

18 თვის ბიჭი გამოგზავნილია თქვენს განყოფილებაში მის პედიატრის მიერ, მას შემდეგ რაც მიღებული იქნა ერთი კვირს წინ ჩატარებული ტყვიის შემცველობაზე სკრინიგ ტესტის შედეგი - 59მკგ/დლ. ასევე ბავშვის იმუნიზაციის სტატუსი ჩამორჩება ასაკობრივ კალენდარს. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსვლისას დედა აღნიშნავს, რომ ბავშვს უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში აღენიშნება ღებინება, ატაქსია და რომ დღეს ბავშვი არის ძილიანი. ტრიაჟის მონაცემებით :“BP139/87“, “HR – 75“,“RR – 40“,“T 38.1C“. რომელი დებულებაა მართალი ამ პაციენტთან დაკავშირებით?

17

ქვემოთმოყვანილი დებულებებიდან რომელია მართალი ბავშვებში იზონიაზიდის ჭარბი დოზით მიღების შესახებ?

18

ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში ნახშირწყალბადების ასპირაციის შესახება ყველა ქვემოთჩამოთვლილი დებულება მართალია, გარდა:

19

4 წლის ბიჭი შემოსულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემდეგი ჩივილებით: გაბრუება, ძილიანობა და პერიოდული აგზნება საღამოს საათებში. ამამნეზში არ აღინიშნება ტრავმა ან თავის დაზიანება, მაგრამ ვლინდება, რომ ბავშვი თამაშობდა ბაღში მისი სახლის უკან. ერთი დღით ადრე ბავშვის მამამ დაამუშავა ზოგიერთი ბუჩქი მის ბაღში მწერების საწინააღმდეგო საშუალებით. გამოკითხვით ვლინდება, რომ ბავშვს აქვს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის “ADHD” სინდრომი და უტარდება მკურანლობა გახანგრძლივებული მოქმედების მეთილფენიდატით. ასევე აღმოჩნდა, რომ ბავშვის მამა იღებს საძილე საშუალებას. ბავსვის დედა შიშობს, რომ ბავშვს აქვს მენინგიტი, ვინაიდან საბავშვო ბაღში, რომელშიც იგი დადის, წინა დღეს სხვა ბავშვს აღენიშნებოდა ღენიბენა და თავის ტკივილი. ვიტალური ნიშნები: „BP120/84“,“HR – 168“,“RR – 28“,“T38.5C“. ბავშვს აღენიშნება პირის სიმშრალე, სახის კანის ჰიპერემია, გუგები ორივე 6 მმ. ზომის, ფოტორეაქცია მინიმალური. თავის ტრავმის რაიმე ნიშნები და მენინგიზმი არ ვლინდება, ბავშვი პერიოდულად აღენიშნება აჟიტირება და კანიდან „მცოცავი მწერების მოშორების“ მსგავსი მოძრაობები. მუცელი პალპაციით არის უმტკივნეულო, თუმცა ნაწლავთა ხმიანობა შემცირებულია. რომელი ტოქსიდრომია მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში?

20

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სამკურნალწამლო პრეპარატის ან ანტიდოტის დოზა და ჩვენებებია სწორი?

განმარტებები