QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

21

დეპრესიის მქონე 14 წლის გოგონა მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში. სასწრაფო დახმარების მოსვლისას გოგონას აღენიშნებოდა გულყრები, რის გამოც მას ტრანსპორტირებისას გაუკეთდა დიაზეპამი 5მგ ი/ვ. ამჟამად იგი არის პოსტიქტალურ მდგომარეობაში. პაციენტს აღენიშნება ზედაპირული სუნთქვა, რის გამოც თქვენს მიერ მიღებული იქნა ტრაქეის ინტუბაციის გადაწყვეტილება. გოგონას ვიტალური ნიშნების განმეორებითი შეფასებისას ვლინდება ვენტრიკულური ტაქიკარდია, რის გამოც საჭირო ხდება კარდიოვერსიის ჩატარება. თქვენ ეჭვი მიიტანეთ სპეციფიურ ინტოქსიკაციაზე. რომელი ე.კ.გ მონაცემი ზრდის თქვენს მიერ ნავარაუდევი დიაგნოზის ალბათობას?

22

რომელი ანტიდოტ/ტოქსინის წყვილი არის კორექტული?

23

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი დებულებაა სწორი გამხსნელების და ნახშირწყალბადების ინჰალაციური გზით ბოროტად გამოყენების შესახებ?

24

12 წლის პაციენტი შემოსულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილით დიარეა და ღებინება აღნიშნული ჩივილები განვითარდა 4 საათის წინ შემდგარი ზაფხულის ბარბეკიუს პიკნიკის შემდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი საკვებთან ასოცირებული ტოქსინი არის ყველაზე მეტად სავარაუდო?

25

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართალი დისკბატარეების შესახებ?

26

11 წლის ბიჭი მისმა მეგობარმა დატოვა გადაუდებელი დახმარების განყოფილების კარებთან. პაციენტის ცნობიერება შეცვლილია, რის გამოც მისგან ანამნეზის შეგროვება ვერ ხერხდება. ობიექტურად:“T 37.8 C“,“HR120“,“RR-16“,“BP-130/75“. გუგები დიალტირებულია, ასევე აღინიშნება როტაციული ნისტაგმი. სხვა ორგანოების მხრივ ცვლილებების გარეშე. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი ინტოქსიკაცია უნდა ჩათვალოს ემერჯენსის ექიმმა ყველაზე მეტად სავარაუდოდ ამ შემთხვევაში?

27

2 წლის გოგონა შემოსულია გადუდებელი დახმარების განყოფილებაში გამოხატული ღრმა ძილიანობით და ერთეული სპონტანური მოძრაობებით. მშობლების გადმოცემით ბავშვმა მაღალი ალბათობით დალია მისი ბებიას დიაბეტის წამლები. გოგონას განუვითარდა ხანმოკლე გენერალიზირებული ტონურ-კლონური გულყრა. თქვენ განსაზღვრეთ ბავშვის სისხლში შაქრის შემცველობა, რომელიც აღმოჩნდა 12მგ/დლ. ი/ვ ბოლუსურად დექსტროზის შეყვანის შემდეგ გულყრა კუპირებული იქნა, რის შემდეგაც თქვენ დაუკავშირდით სტაციონარის ექიმს. თუ დავუშვებთ, რომ ბავშვის გულყრის განვითარების ყველა სხვა მიზეზი გამოირიცხა, პოტენციური ანტიდოტი, რომელსაც თქვენ განიხილავთ ამ პაციენტისთის მოქმედების რა მექანიზმით ახდენს დადებით მოქმედებას?

28

16 წლის გოგონა გადმოყვანილია თქვენი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, რათა მოხდეს მისი შეფასება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ვიტალური მონაცემები:“T 38.1 C“, ‘’HR160’’,“RR-14“,’’BP-160/90“. პაციენტი არის აგზნებული, გამოხატულია ოფლიანობა, გუგები მიდრიაზული და აღენიშნება ნაწლავთა მომატებული პერისტალტიკური ხმიანობა. გოგონას გასინჯვის ობიექტური მონაცემებიდან ყველაზე თვალში საცემია ტრემორი, კლონუსები და გამოხატურლი (4+) ჰიპერრეფლექსია ქვედა კიდურებში. თქვენთვის ცნობილია, რომ გოგონამ რამოდენიმე საათის წინ დალია პრეპარატი გადაჭარბებული დოზით, და რომ მას სხვა რაიმე თანდართული დაავადებები არ აღენიშნება ამის გათვალისწინებით, თქვენ უკავშირდებით ინტენსიური თერაპიის სპეციალისტს, რომ აცნობოთ რომ გოგონას დიაგნოზია:

29

ახალ ფეხადგმული ბავშვები ხშირად ხვდებიან გადუდებელი დახმარების განყოფილებაში ამა თუ იმ მედიკამენტის 1-2 ტაბლეტის შემთხვევითი მიღების შემდეგ. ქვემითჩამოთვლილი მედიკამეტებიდან რომლის მიღების შემდეგ შეძლებთ რამოდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ ბავშვის გაწერას გადაუდებელი დეპარტამენტიდა, იმ პირობით, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სოციალური გარემო ნორმალური?

30

თინეიჯერი გოგონა, რომელსაც არ აღენიშნება ანამნეზში რაიმე დაავადებები, იმყოფებოდა „წვეულებაზე“ , სადაც მისი მეგობრების გადმოცემით ერთადერთი სასმელი იყო ლუდი. გოგონა ბარბაცით შევიდა მის საძინებელში და დაეცა იატაკზე, რის შემდეგაც მოყვანილი იქნა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მშობლების მიერ. ვიტალური ნიშნები:“T36.5C“,“HR- 60“,“RR-10“, „BP”-95/55. გოგონას გაღვიძება გაძნელებულია, აღენიშნება 4მმ. ზომის სიმეტრიული და რეაქტიული გუგები, შუბლის არეში 2 X 3 სმ ზომის სისხლნაჟღენთი, გასინჯვის სხვა მონაცემები ნორმის ფარგლებშია) თავის კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები პათოლოგიური ცვლილებების გარეშეა და პაციენტის შრატში ეთანოლი არ ისაზღვრება.ასევე ნორმის ფარგლებში ანიონური და ოსმოლარული სხვაობა. ქვემოთჩამოთვლილიდან გოგონას მიერ რომელი სუბსტანიციის დალევა არის ყველაზე ნაკლებად სავარაუდო?

31

18 წლის გოგონა, რომელიც არის ოპიატების ქრონიკული მომხმარებელი, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში თქვენ გთხოვთ რჩევას : რომელი სუბსტანცია არის „ყველაზე საშიში გულისათვის“. თქვენ აგზავნით მას პროფესიული კონსულტაციისთვის, მაგარმ ამავე დროს იცით რომ ამ კითხვაზე სწორი პასუხია:

32

3 წლის ბიჭუნას უპოვეს მისი ბებიის კუთვნილი ლითიუმის ტაბლეტები. მშობლებმა არ იციან ზუსტად დალია ბავშვმა ისინი თუ არა. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი კლინიკური სცენარი განვითარებისას იქნება საჭირო სპეციალისტის კონსულტაცია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში?

33

შეუსაბამეთ ტერატოგენი მის კლინიკურ ეფექტს:

34

2 დღის გოგონა მოყვანილის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილით: სისხლიანი განავალი უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში. ბავშვს არ აღენიშნება ცხელება, ღებინება და ჭირვეულობა. გოგონა იმყოფება ძუძუთი კვებაზე, მისი ამჟამინდელი წონა აღემატება დაბადების წონას 240 გრამით. ობიექტურად: ბავშვი არის აქტიური, ნორმალური ფიზიკალური მონაცემებით. დედას მოტანილი აქვს ბავშვის საფენი, რომელზეც აღინიშნება სისხნარევი განავალი. დედის მხრივი ანამნეზური მონაცემებიდან, ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი დაგეხმარებათ დიაგნოზის დასმაში?

35

ღამის 2 სთ. და 30 წთ. თქვენ დაგირეკათ ექიმმა რაიონული საავადმყოფოდან, რომელიც შეშფოთებულია 3 წლის პაციენტის გამო, რომელმაც 6 სთ.ის წინ გადაყლაპა ჭანჭიკი. ბავშვის მამის გადმოცემით ეს იყო მუყაოკარდონის 4 სმ. სიგრძის ჭანჭიკი. ექიმის მიერ გადაღებული რენტგენოგრამაზე მისი გადმოცემით ჭანჭიკი ვიზუალიზირდება თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. ექიმი ითხოვს ბავშვის ტრანსპორტირებას დაუყოვნებელი ენდოსკოპიის მიზნით. თქვენი რეკომენდაცია ამ შემთხვევაში არის შემდეგი:

36

2 წლის ბიჭი, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება ყაბზობა, მოყვანილია ჩივილით: სისხლის ძაფისებრი მინარევი განავალში. გასინჯვისას თქვენ გამოავლინეთ ანალური ნახეთქი. ბავშვის მკურნალობა მოიცავს:

37

2 წლის გოგონამ თვითნებურად ამოიღო ჩადგმული გასტროსტომის მილი. ქვემოთჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან რომელია ყველაზე მეტად მილის შეცვლის პროცედურის გართულების განმაპირობებელი?

38

ერთი წლის ბავში მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემდეგი ჩივილით: უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში მას აღენიშნება ღებინება სისხლის და ნაღველის მინარევის გარეშე. დღეს მას ჰქონდა სისხლიანი დიარეის ერთი ეპიზოდი. დედის გადმოცემით ბავშვს პერიოდულად აღენიშნება ძლიერი ჭირვეულობის ეპიზოდი. გასინჯვისას ბავშვს სძინავს, მუცელი გასინჯვით რბილი.რექტალური გასინჯვით ვლინდება მცირე რაოდენობით სისხლიანი განავალი, რომელიც ფარულ სისხლდენაზე ჩატარებული ანალიზით დადებითია. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი დიაგნოსტიკური ტესტი მოგვიყვანს სწორ დიაგნოზამდე?

39

მამამ, რომელიც არის პროფესიით სანტექნიკოსი, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიყვანა თავისი 4 წლის გოგონა, რომელმაც შემოსვლამდე 10 წთ-ით ადრე დალია უცნობი რაოდენობით საწარმოო დანიშნულების მილების საწმენდი ნივთიერება. ობიექტურად: „HR120“,“RR – 36“,“BP 118/78“, „T 37.2C“. ბავშვი არის შეწუხებული, პირის ღრუ ინტაქტური. ვინაიდან ბავშვი ტირის, რთულია შეფასება აღენიშნება თუ არა მას ჰიპერსალივაცია.რა უნდა იყოს ამ პაციენტის მართვის შემდეგი საფეხური?

40

14 წლის ვაჟი შემოსულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მუცლის ტკივილის გამო, რომელიც აღენიშნება უკანასკნელი 2 თვე. პაციენტს აღენიშნება პერიოდული ცხელება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატში, დიარეა (ზოჯერ 6-ჯერ დღეში), წონაში კლება 2 კგ. გასინჯვისას: პაციენტს აღენიშნება სუბფებრილური ცხელება, მსუბუქი ტაქიკარდია, სიფერმკრთალე, პალპაციით მგრძნობიარე მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრატი. განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე დადებითი. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია:

განმარტებები