სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
6 თვის ჩვილი შემოსულია ჩივილით: დეფეკაცია თხელი განავალით სისხლის ძაფისებური მინარევებით.ბავშვი აფებრილურია, იკვებება ადაპტირებული ფორმულით, წონაში მატება დამაკმაყოფილებელი, სხვა ორგანოთა მხრივ ჩივილებს არ აღნიშნავს. გასინჯვის მონაცემები ნორმალური. ბავშვის განავალი არის თხელი, ლორწოს შემცველი, ანალიზი ფარულ სისხლდენაზე დადებითი. საუკეთესო მართვის ტაქტიკა არის შემდეგი:
15 წლის ვაჟი უჩივის მუცლის ხანგამოშვებით ტკივილს უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში. მას არ აღენიშნება ცხელება, მაგრამ აღენიშნება გულისრევის შეგრძნება და ასევე დღეს აღენიშნა ყავის ნალექის მსგავსი მასებით ღებინების ერთი ეპიზოდი. პაციენტი იღებს იბუფროფენს ყოველ 8 სთ.-ში უკანასკნელი 2 კვირა მუხლის ტრავმის გამო. მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია გამოვიყენოთ:
6 წლის ბავშვი შემოყვანილია ტრიაჟის არიდან ლეთარგიით. ანამნეზში ბავშვს რაიმე ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნება. დედის გადმოცემით, ბავშვს 10 დღის წინ ჰქონდა ცხელებით მიმდინარე, მსუბუქი გრიპის მსგავსი დაავადება, რომელსაც უმკურნალეს სიცხის დამწევი საშუალებებით და ანტიბიოტიკებით, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო ჩამოტანილი. ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სანამ შემოსვლამდე წინა დღეს არ განვითარდა შეუპოვარი პირღებინება. ბავშვის“T 37C’’ „HR- 140“, „RR – 40“,“BP 105/70“. ბავშვი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, არ რეაგირებს ტკივილზე. ბავშვს აღენიშნება ჰეპატომეგალია, მენინგეალური სიმპტომები უარყოფითია. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი ტესტის შედეგი იქნება შეცვლილი?
თქვენს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მამამ მოიყვანა თავის 12 წლის ვაჟი, მას შემდეგ რაც ბავშვი გაიყვანა ხელწერილის საფუძველზე სხვა საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტიდან. ბავშვს აღენიშნება ქრონიკული პანკრეატიტი. თქვენს დეპარტამენტში ბავშვის მოყვანის მიზეზია ის, რომ ბავშვის გასტროენტეროლოგი მუშაობს თქვენს დაწესებულებაში. მამის გადმოცემით, ბავშვმა მიიღო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი და ანტიბიოტიკი პანკრეატიტის გამწვავების გამო გადუდებელი დახმარების განყოფილებაში პირველი მომართვის დროს. თქვენს მიერ ბავშვის გასინჯვისას, მას აღენიშნა 10 წთ.-ის ხანგრძლივობის გენერალიზირებული ტონურ-კლონური გულყრა. ქვემოთჩამოთვლილიდან თქვენი აზრით რომელი პრეპარატი მიიღო ბავშვმა გადაუდებელ დეპარტამენტში პირველი ვიზიტის დროს?
შეშფოთებულმა მშობლებმა მოიყვანეს 3 დღის ვაჟი, რომელსაც უკანასკნელი დღის განმავლობაში განავლოვან მასებში აღენიშნება დიდი რაოდენობით ალისფერი სისხლი. დედა ცდილობდა მიეაცა ბავშვისთვის ძუძუ, მაგრამ მისი თქმით რძე არ გამოდიოდა დვრილებიდან. გასინჯვისას თქვენთ ხედავთ ნორმალური განვითარების ბავშვს, რომლის საფენზე აღინიშნება სისხიანი განავალი. ქვემოთ მოყვანილი ანამნეზური მონაცემებიდან რომელია ყველაზე მეტად სასარგებლო ბავშვის სისხლიანი დეფეკაციის მიზეზის დადგენისთვის?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულია 5 დღის ბავშვი, რომელსაც უკანასკნელი 3 დღე აღენიშნება მზარდი ინტენსივობის ღებინება. მშობლების გადმოცემით ბავშვის პირნაღებ მასებში აღინიშნება მიღებული ადაპტირებული ფორმულა ყავის ნალექის მსგავსი ნაწილაკების მინარევით. ასევე მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვის დეფეკაციების რაოდენობა შემცირდა 5-6 დან დღეღამეში ერთ დეფეკაციამდე უკანასკნელი 48 სთ.-ის განმავლობაში. გასინჯვისას ბავშვის“T 36.3C“ ,“HR- 156“, „RR – 40”, “BP 87/45“. ბავშვი ადინამიურია, თუმცა კარგი განვითარების, აღენიშნება სიყვითლე ჭიპის დონემდე. მუცელი რბილი, არ არის შებერილი, პალპაციით მოცულობითი წარმონაქმნები არ ისინჯება. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულია 5 დღის ბავშვი, რომელსაც უკანასკნელი 3 დღე აღენიშნება მზარდი ინტენსივობის ღებინება. მშობლების გადმოცემით ბავშვის პირნაღებ მასებში აღინიშნება მიღებული ადაპტირებული ფორმულა ყავის ნალექის მსგავსი ნაწილაკების მინარევით. ასევე მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვის დეფეკაციების რაოდენობა შემცირდა 5-6 დან დღეღამეში ერთ დეფეკაციამდე უკანასკნელი 48 სთ.-ის განმავლობაში. გასინჯვისას ბავშვის „T 36.3C“, „HR- 156“, „RR – 40”,”BP 87/45“. ბავშვი ადინამიურია, თუმცა კარგი განვითარების, აღენიშნება სიყვითლე ჭიპის დონემდე. მუცელი რბილი, არ არის შებერილი, პალპაციით მოცულობითი წარმონაქმნები არ ისინჯება. დიაგნოზის დადასტურებაში რომელი კვლევა დაგვეხმარება?
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილია 6 თვის ბიჭი, რომელსაც 3 დღის განმავლობაში აღენიშნება მზარდი ინტენსივობის ღებინება და აგზნებადობა. მშობლების გადმოცემით პირნაღები მასები არის მწვანე ფერის სისხლის მინარევის გარეშე. ბავშვმა შეამცირა კვება და შარდვა.გასინჯვისას ბავშვი ჭირვეულობას, მისი“T 38.1C“ , „HR- 188“,“RR – 52“,“BP 68/45“. ბავშვის ლორწოვანი გარსები მშრალია, მუცელი დაჭიმული. რექტალური გასინჯვით ვლინდება ცარიელი თაღი. ქვემით ჩამოთვლილი ტესტებიდან რომელი უნდა ჩატარდეს დიაგნოზის დასადასტურებლად?
5 დღის გოგონა მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფლებაში დედის მიერ, რომელიც ამბობს რომ ბავშვი აღებინებს უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში და შეამცირა კვება. გასინჯვისას ვლინდება ადინამიური ჩვილი, რომელსაც აღენიშნება სიყვითლე. მის“T 37C“ ,“HR- 148“,“RR – 36“ ,სატურაცია 98% ოთახის ჰაერზე. ლაბორატორიული მონაცემები არის შემდეგი:“Na 134mEq/l“,”K 3.9mEq/l“,“Cl 90mEq/l“,“CO2 25mEq/l“,“BUN 12 mg/dl“,”Cr 0.2 mg/dl“, შაქარი 64მგ/დლ. შრატის ბილირუბინი: საერთო 11.4მგ/დლ, პირდაპირი 4.2მგ/დლ. შარდის სტრიპიტ ტესტი აღდგენილ სუბსტანციებზე დადებითია, მაგრამ უარყოფითია ცილის და გლუკოზის მაჩვენებელი. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი უფრო სავარაუდოა გამოვლინდეს ბავშვის გასინჯვისას?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულია 2 თვის ბავშვი, რომელსაც აღენიშნება ღებინება და ადინამია უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში. გასინჯვისას ბავშვი ძლიერ ადინამიურია, რეაგირებს მხოლოდ მტკივნეულ გაღიზიანებაზე. ბავშვს ცხელება არ აღენიშნება, ვიტალური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ფიზიკალური გასინჯვით სხვა რაიმე პათოლოგიური ნიშანი არ ვლინდება გლუკოზის სწრაფი ტესტი ნორმის ფარგლებშია) სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა:“Na 135mEq/l“,“K 4.5mEq/l“, „Cl 96mEq/l“, „CO2 25mEq/l“,“BUN 3 mg/dl“, „Cr 0.2 mg/dl“, შაქრი 64მგ/დლ, ლაქტატი და პირუვატი ნორმის ფარგლებშია) ამიაკის დონე 980მკგ/დლ. თქვენ ჩააყენეთ ი/ვ კათეტერი. რომელი პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი?
4 წლის ბიჭი მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილებით: ღებინება და აქტივობის დაქვეითება. დედის გადმოცემით ბავშვმა სახლში უკანასკნელი 8 სთ.-ის განმავლობაში აღებინა 4-ჯერ, დიარეა არ აღენიშნება და ბავშვი არის ძილიანი. დედა უარყოფს რაიმე ტრავმის არსებობას და ბავშვის მიერ რაიმე წამლის დალევის შესაძლებლობას. დედის გადმოცემით ბავშვის სახლის სხვა მაცხოვრებლებსაც უკანასკნელ პერიოდში აღენიშნებოდათ „კუჭ-ნაწლავის დაავადება“. გასინჯვისას: ბავშვს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, რეაგირებს ტაქტილურ გაღიზიანებაზე. ფიზიკალური გასინჯვით სხვა პათოლოგიური ნიშნები არ ვლინდება. თქვენ ჩადგით ი/ვ კათეტერი და დაიწყეთ იზოტონური ხსნარის ინფუზია ბავშვის ლაბორატორიული მონაცემები შემდეგია:“Na 134mEq/l’’, „K 5.2mEq/“,“Cl 90mEq/l“, „CO2 12mEq/l“,“BUN 12 mg/dl“, „Cr 0.2 mg/dl“, შაქარი 52მგ/დლ. შარდის საერთო ანალიზში გლუკოზა, ცილა, კეტონები არ ვლინდება. პაციენტის სამედიცინო ისტორიის შემოწმებისას თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ბავშვი მსგავსი სიმპტომებით და ლაბორატორიული მონაცემებით შემოსული იყო ერთი წლის წინ და მაშინ გაეწერა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტიდან წარმატებული ი/ვ ინფუზიური თერაპიის შემდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ტესტი დაგვეხმარება ყველაზე მეტად დიაგნოზის დასმაში?
4 წლის ბიჭი მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილებით: ღებინება და აქტივობის დაქვეითება. დედის გადმოცემით ბავშვმა სახლში უკანასკნელი 8 სთ.-ის განმავლობაში აღებინა 4-ჯერ, დიარეა არ აღენიშნება და ბავშვი არის ძილიანი. დედა უარყოფს რაიმე ტრავმის არსებობას და ბავშვის მიერ რაიმე წამლის დალევის შესაძლებლობას. დედის გადმოცემით ბავშვის სახლის სხვა მაცხოვრებლებსაც უკანასკნელ პერიოდში აღენიშნებოდათ „კუჭ-ნაწლავის დაავადება“. გასინჯვისას: ბავშვს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, რეაგირებს ტაქტილურ გაღიზიანებაზე. ფიზიკალური გასინჯვით სხვა პათოლოგიური ნიშნები არ ვლინდება თქვენ ჩადგით ი/ვ კათეტერი და დაიწყეთ იზოტონური ხსნარის ინფუზია. ბავშვის ლაბორატორიული მონაცემები შემდეგია:“Na 134mEq/l”,“K 5.2mEq/l“,“Cl 90mEq/l’’, „CO2 12mEq/l“ “BUN 12 mg/dl“, „Cr 0.2 mg/dl“, შაქარი 52მგ/დლ. შარდის საერთო ანალიზში გლუკოზა, ცილა, კეტონები არ ვლინდება. პაციენტის სამედიცინო ისტორიის შემოწმებისას თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ბავშვი მსგავსი სიმპტომებით და ლაბორატორიული მონაცემებით შემოსული იყო ერთი წლის წინ და მაშინ გაეწერა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტიდან წარმატებული ი/ვ ინფუზიური თერაპიის შემდეგ. პაციენტისთვის გრძელვადიანი მკურნალობა უნდა მოიცავდეს:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიბადა დროული ახალშობილი სწრაფი მშობიარობის შედეგად. მას აღენიშნება აპნოე დაბადებისას, გულისცემის სიხშირე 50 წუთში. დაწყებულია გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჩატარდა ტრაქეის ინტუბაცია,ვენური მიდგომა უზრუნველყოფილია. გულისცემის სიხშირე რჩება 50 წუთში მიუხედავად იმისა, რომ ტარდება ფილტვების ადექვატური ვენტილაცია 100% ჟანგბადით. თქვენი შემდგომი ტაქტიკაა:
ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ახალშობილებში გულმკერდის კომპრესიების ჩატარებასთან მიმართებაში?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიბადა დროული ახალშობილი. სანაყოფე წყლები შეფერილია მეკონიუმით. დაბადებისთანავე ახალშობილს აღენიშნება გასპინგის სუნთქვა, სუსტი კუნთოვანი ტონუსი და გულისცემის სიხშირე 80 წუთში. თქვენი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიბადა დროული ახალშობილი სწრაფი მშობიარობის შედეგად. მას აღენიშნება სუსტი კუნთოვანი ტონუსი და სუნთქვის დათრგუნვა გათბობის და სუნთქვის სტიმულაციის მიუხედავად. ახალშობილებში ნალოქსონის გამოყენებასთან დაკავშირებით რომელი მტკიცებულებაა სწორი?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 10 დღის ახალშობილი ღებინებით და ლეთარგიით. დედის გადმოცემით ბავშვმა უკანასკნელი კვირის განმავლობაში შეამცირა საკვების მიღება და დაიკლო წონაში. პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაციის ნიშნები. საწყისი ბიოქიმიური ანალიზი: „Na“ 125, „K“ 7.0, „Cl“ 88, „HCO3“ 10, გლუკოზა 70 მგ/დლ. ეკგ-ზე ვლინდება სინუსური ტაქიკარდია. პაციენტს ჩაუტარდა სითხით რეანიმაცია 20 მლ/კგ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. თქვენი შემდგომი ნაბიჯია:
1 დღის ახალშობილს აღენიშნება რესპირატორული დისტრესის უეცარი დასაწყისი. სუნთქვის სიხშირე 70 წუთში, გულისცემის სიხშირე 180 წუთში, სისტოლური არტერიული წნევა, სატურაცია 70% ნიღბით 100% ჟანგბადის ფონზე. პაციენტს აღენიშნება ციანოზი და გრუნთინგი. სუნთქვითი ხმიანობა შესუსტებულია მარჯვენა მხარეს, ტრაქეა გადახრილია მარცხნივ. ჩამოთვლილთაგან რა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიბადა დღენაკლი ახალშობილი. გესტაციის ასაკი დაახლოებით 33 კვირა, დაბადების წონა 1800 გრამი. ახალშობილს ესაჭიროება ენდოტრაქეული ინტუბაცია. რა ზომის უმანჟეტო ენდოტრაქეული მილი არის ყველაზე მეტად შესაფერისი აღნიშნული ახალშობილის ტრაქეის ინტუბაციისთვის?
1 დღის დროულ ახალშობილს აღენიშნა გულის გაჩერება. მას უტარდება გულ-ფილტვის რეანიმაცია. ახალშობილს ჩაუტარდა ტრაქეის ინტუბაცია. ეპინეფრინი შეყვანილი იქნა ენდოტრაქეულად. პერიფერიული ვენის კათეტერიზაციის 2 მცდელობა იყო უშედეგო. თქვენი შემდგომი ნაბიჯია: